x
სწრაფი თუ ნელი აზროვნება ?
image
მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სტუდენტი ვიყავი ავსტრიაში, მათხოვარი მომიახლოვდა, მე მას ხურდა შევთავაზე.

„რა, სულ ეს არის რისი შემოთავაზებაც შეგიძლია?“-მან გაბრაზებით მკითხა. მე, ფულით ხელში, სწრაფად შემოვბრუნდი და განვაგრძე სიარული.

სახლისაკენ მიმავალი, ვჭოჭმანობდი, მეყიდა თუ არა ტრამვაის ბილეთი. ძალიან გვიანი იყო, ვივარაუდე, რომ ამ დროს ნაკლებად შემამოწმებდა კონტროლიორი. ისევე როგორ სხვა სტუდენტებს, მეც ხშრად მიმგზავრია ბილეთის გარეშე, ამასთანავე, თანდათან უფრო მიზიდავდა რამდენიმე შილინგის დაზოგვის იდეა. როცა ტრამვაი მომიახლოვდა, მაშინვე გამახსენდა ჩემი კლასელი, რომელიც დიდძალი თანხით დააჯარიმეს. მაშინვე გავიქეცი და აპარატიდან უმალლვე ავიღე ბილეთი.

ეკონომისტები ვარაუდბენ, რომ ადამიანები რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუმცაღა ფსიქოლოგების კვლევების მიხედვით( ქცევითი ეკონომიკის დარგში) ეს მოსაზრება შეიცვალა. კერძოდ, მათ დაადგინეს, რომ ადამიანები შეზღუდულნი არიან რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისას. ზოგიერთ შემთხვევში, როცა გვაქვს საკმარისი დრო და კოგნიტური რესურსი ფიქრისათვის, ჩვენ ვიღებთ მიზანშეწონილ გადაწყვეტილებას. თუმცა, დროის რეგლამენტის შეზღუდვისას, ან კონცენტრაციის სხვა ობიექტზე გადატანისას, ჩვენ მიდრეკილნი ვართ სწრაფი და ირაციონალური აზროვნებსკენ. 2011 წელს წიგნში“ სწრაფი და ნელი ფიქრი“ ნობელის პრემიის მფლობელი დენიელ კანემანი აღწერს დუალისტური გადამუშავების მოდელს.


რაციონალური გადაწყვეტილებისკენ მიმავალ გზას შეუძლია მიგვიყვანოს მდგომარეობამდე, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც “დამბლა, რომელსაც ანალიზი იწვევს“. ჩვენ უძლურნი ვართ გადაწყვეტილება მივიღოთ რეალურ დროში, რადგანაც ჩაფლულები ვართ განხილვის პროცესში.

რაციონალური აზროვნება შესაძლებელია ისეთივე სწრაფი იყოს, როგორც ინტუიციური ფიქრი, განსაკუთრებით, როცა განხილვა პირდაპირია. ეს უმეტესად უკაშირდება შემთხვევებს, როცა ვდგავართ დილემის წინაშე, დავეხმაროთ სხვებს, თუ დავიცვათ საკუთარი ინტერესები. აქ მთავარი მიგნება ისაა, რომ ადამინები მიდრეკილნი არიან სხვებს დაეხმარონ, მაშინ როცა ინტუიციურად აზროვნებენ, თუმცა არიან ეგოისტები, როცა ანალიტიკურად განიხილავენ სიტუაცისას. მათხოვრისთვის თანხის მიცემა იმ წუთას თავს კარგად გაგრძნობინებს, თუმცა საბოლოოდ მიხვდები, რომ ეს ფული საკუთარ თავზეც შეგეძლო დაგეხარჯა.

სხვაგვარად რომ ავხსნათ, ორივე მათგანი, ინტუიციური და რაციონალური აზროვნება შეიძლება იყოს სწრაფი. ევანსი და მისი კოლეგები ამბობენ, ის რაც ფიქრს ანელებს, არის კონფლიქტი საკუთარ მიზნებში. ისევ დავუბრუნდეთ ტრამვაის მაგალითს. მე შემეძლო დამეზოგა რამდენიმე შილინგი, თუმცა უნდა გამერისკა დიდძალი ჯარიმის შემთხვევაში. ამ დროს არა რაციონალური აზროვნება, არამედ სწორედ ინტერესთა კონფლიქტია, რამაც მიბიძგა მიმეღო სწორი გადაწყვეტილება.


0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
280