x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"..არსებობს გარკვეული წრეების ბიზნესინტერესები, რომ საქართველო ამიერკავკასიაში ნარკოჰაბად იქცეს..." - მამა დავითი
image
ნარკოპოლიტიკის რეფორმის ჯგუფის წევრი, სასულიერო პირი, დეკანოზი დავით ისაკაძე აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული წრეების ბიზნესინტერესები, რომ საქართველო ამიერკავკასიაში ნარკოჰაბად იქცეს. დიდ შემოსავლებთან ერთად ამის ერთ-ერთ დადებით მხარედ, ტურიზმის განვითარება სახელდება.

როგორც დეკანოზმა დავითმა “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას განაცხადა, ნარკობიზნესი არის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი.​ ​​ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთ დადებით მხარედ ქვეყანაში ტურიზსტების ნაკადების ზრდა სახელდება. ცხადია აქ იკვეთება გარკვეული წრეების ბიზნესინეტერსები, თუმცა, მისივე თქმით, ამის დასამტკიცებლად საჭიროა ფაქტები, რომლებიც მას არ გააჩნია.

“ერთი რამ ცხადია. ადამიანები. ვინც ნარკოტიკების თავისუფალ მოხმარებას უწევენ ლობირებას, სხვა ადამიანების ლობირებას განიცდიან. ​ამიერკავკასიაში სურთ რომ საქართველო გახდეს ნარკოტრეფიკის ცენტი, ნარკოჰაბი, სადაც კავკასიის ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები სრულებით ლეგალურად მიიღებენ ნარკოტიკული საშუალებებს, რომლის მიღებაც მათ ქვეყანაში დაუშვებელია. ისევე, როგორც ეს ხდება კაზინოების შემთხვევაში”, – აცხადებს დეკანოზი დავითი.

​სასულიერო პირის თქმით, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ, მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებული მიღებული გადაწყვეტილებით სწორედ საქართველოში ნარკობიზნესის განვითარების დავალება შეასრულა. აქედან გამომდინარე მართლებულად მიაჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა, რასაც თავადაც უჭერს მხარს.


მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუტი, საქართველოში არ უნდა არსებობდეს და 4-5- ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ქვეყნის მომავლის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილება მიიღონ. “ეს არის ავტოკრატია და არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, – მიაჩნია დეკანოზ დავით ისაკაძეს.

” ჩვენ ვმონაწილეობდით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ მოსმენებში, სადაც წარმოვადგინეთ საპატრიარქოს ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტში აზრები გაიყო და ვერ მიიღეს დადგენილება “ნარკოტიკის ლეგალიზაციის შესახებ”, ამიტომ გადაიტანეს ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც ჩანს ვიღაც “ჭკვიანმა” ურჩია მათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ეს საკითხი უფრო ადვილად მოგვარდებოდა”, – აცხადებს იგი.

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0