x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა სისხლის წნევის წამლების გარეშე ნორმალიზების მეთოდს მიაგნეს

image

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში შეძლებთ გათავისუფლდეთ მაღალი არტერიული წნევისგან, ასევე შეამციროთ ინსულტის და გულის შეტევების რისკი. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არ საჭიროებს მედიკამენტებს, საკმარისია, მხოლოდ სწორი კვება და გარკვეული ფიზიკური დატვირთვა.

კვლევაში მონაწილეობდა 129 მოხალისე მამაკაცი და ქალი, 40-80 წლის ასაკში. ყველა მათგანს ქონდა ჭარბი წონისა და მაღალი წნევის პრობლემები. ექიმები ნახევარზე მეტ პაციენტებს ჰიპერტონიის მედიკამენტებით მკურნალობდნენ, ხოლო მეორე ნახევარი არ იღებდა წამლებს. კვლევაში მონაწილეები დაყოფილი იქნენ სამ ჯგუფად. პირველი-სწორი კვებით და ფიზიკური დატვირთვით, მეორე-მხოლოდ სწორი კვებით და მესამე -ჩვეულებრივი ცხოვრების წესით.

შედეგად, პირველი ჯგუფის პაციენტების 80 % გათავისუფლდა მაღალი წნევისგან, მხოლოდ 15 %-მა დაიწყო წამლების მიღება, მეორე ჯგუფიდან მხოლოდ 23% დაუბრუნდა მედიკამენტურ მკურნალობას, ხოლო მესამე ჯგუფში არაფერი არ შეცვლილა

0
511
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0