x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კოლხეთი
კოლხეთი

ყველაზე ძველი სახელმწიფო დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე
კოლხეთი იყო. კოლხეთის სამეფო უხსოვარ დროს არის წარმოშობილი.
თუ მისი უძველესი მდგომარეობის შესახებ არქეოლოგიური ნაშთები
მოგვითხრობენ, მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული, ძველი წელთაღრიცხვით,
ბერძენი მწერლები გვაწვდიან ცნობებს. ძველი კოლხეთის
სამეფო ვრცელ მიწაწყალს შეიცავდა, აფხაზეთიდან მოყოლებული
შორს სამხრეთისაკენ შავი ზღვის გასწვრივ. ბერძენი კოლონისტების სახელგანთქმული
ქალაქები ტრაპეზუნტი და კერასუნტი კოლხეთში მდებარეობდა,
ისევე როგორც ფაზისი, დიოსკურია და პიტიუნტი. კოლხეთის
დედაქალაქი იყო ა ი ა, აწ რომელიც მდ. ფაზისზე მდებარეობდა.
ფაზისს ეძახდნენ მაშინ რიონს მდ. ყვირილას შესართავამდე და ამის
ზემოთ თვით ყვირილასაც.
დაწინაურებული, მდიდარი ქვეყანა იყო იმდროინდელი კოლხეთი.
ტყუილად კი არ გააშენეს ბერძნებმა ამდენი ქალაქი. კოლხეთის სანაპიროზე
ბერძნული ახალშენების მკვიდრნი ვაჭრობდნენ კოლხებთან და
დიდ სარგებელსაც იღებდნენ. გაიზარდა და გამდიდრდა ეს ქალაქები.
მარმარილოსაგან ნაკეთები საუცხოო შენობებით კარგი ნავთსადგურებით,
არხებითა და წყალსადენებით. მტკიცე ქალაქის კედლებით შეიმკო
და გამაგრდა პიტიუნტი და დიოსკურია, ფაზისი და ტრაპეზუნტი.
ყოველი მხრიდან მოდიოდნენ თავიანთი ფულით ვაჭრები კოლხეთში
რომ აქაური ძვირფასი საქონელი შეეძინათ. ამ უცხოელი ვაჭრებისაგან
დარჩენილს სხვადასხვა ქვეყნის ფულს დღესაც პოულობენ დას. საქართველოს
ნიადაგში.
ეს ვაჭრობა სასარგებლო იყო კოლხებისათვისაც. ერთმანეთშიაც
კოლხებმა ისეთი აღებმიცემა გააჩაღეს, რომ მათ უკვე უცხოეთიდან შემოტანილი
ფული აღარ ჰყოფნიდათ. მეხუთე საუკუნიდან კოლხეთის მეფეებმა
საკუთარი ფულის ჭრა დაიწყეს. ეს ვერცხლის ფული იყო, რომელზედაც,
ჩვეულებრივ, ერთ მხარეს ხარისთავი იყო გამოსახული მეორე
მხარეს კი — კოლხების ქალ-ღმერთი. ფულს სხვადასხვა ზომისას
სჭრიდნენ. კოლხურ ფულს ეხლაც ბლომად პოულობენ დას. საქართველოში.
სამკაულები იცოდნენ ოქროსი, ვერცხლისა, ბრინჯაოსი — საყურე,
ბეჭედი, ქინძისთავები, სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებანი.
უყვარდათ ბრინჯაოს ფართო ქამრის თავები ანუ ბალთები, რომლებზედაც
გამოსახული იყო სხვადასხვა ცხოველი. უყვარდათ სხვადასხვა მძი-
ვისაგან გაკეთებული ყელსაბამებიც. კოლხებმა კარგი თიხის ჭურჭლის
მიცვალებულს ქვევრში ასაფლავებდნენ.
მკვდრებს სამარეში, ფულის გარდა, ყოველგვარ იარაღს, ჭურჭლეულობასა
და სამკაულებსაც აყოლებდნენ, ვისაც შეძლება ხელს როგორ
მისცემდა. მიცვალებულის ჭირისუფალი დარწმუნებული იყო, სიკვდილს
შემდეგაც ეს ნივთები ისევე საჭიროა, როგორც სიცოცხლეშიო.
როცა იმდროინდელი კოლხების საფლავებს ვსინჯავთ, ვხედავთ რომ
ზოგ სამარეში მდიდარი კაცია დამარხული, ზოგში-კი — ღარიბი. ზოგისთვის
ბევრი ოქრო-ვერცხლი, იარაღი და ფული გაუტანებიათ საიქიოს,
სხვებისთვის — ცოტა. აშკარაა, კოლხებში ქონებრივი უთანასწორობა
იმ დროს მტკიცედ ოყო ფეხგადგმული. უფრო იშვიათად ისეთი სამარხებიც
გვხვდება რომ საფიქრებელია, აქ მეფე ან ვინმე მთავარი უნდა
იყოს დაკრძალულიო

უცხოელებს აკვირვებდა კოლხეთის ბუნების სიუხვე. ხალხის ნიჭიერება
და დაწინაურება. კოლხეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ბერძნები
ბევრ საკვირველ ამბავს მოუთხრობდნენ კოლხეთის შესახებ თანამემამულეებს.
შემდეგში ეს ამბები თქმულებებად გადაიქცა, ყველა კულტურულ
ხალხში გავრცელდა და, ამრიგად, კოლხეთის სახელოვანი ისტორია
მთელ მსოფლიოს მოედო. ლ ე ნ ი ნ მ ა ახალგაზრდა ს ტ ა ლ ი ნ ს
„მ გ ზ ნ ე ბ ა რ ე კ ო ლ ხ ი დ ე ლ ი" უწოდა, როცა პირველად გაიცნო.
ამით ლ ე ნ ი ნ ს უნდოდა ეთქვა რომ ამხანაგი სტალინი ქართველია, ამ
დიდი და ძველი კულტურის მქონე ქვეყნის შვილი, და იმავე დროს ახალი
კაცობრიობის ბედნიერებისათვის მგზნებარე მებრძოლი.
განსაკუთრებით ცნობილია თქმულებები პრომეთესა და არგონავტების
შესახებ. პრომეთე ეს იგივე ქართული ამირანია, რომლის შესახებ თქმულება
ბერძნებმა აქ გაიგონეს და შემდეგ თავის სამშობლოში გაავრცელეს.
პრომეთეს თქმულება ხიბლავდა როგორც ძველ ბერძენ პოეტებს,
ისე ახალი დროის მწერლებსაც, იმიტომ რომ ამ თქმულებაში გამოხატული
იყო თავისუფლებისმოყვარე და ამაყი ადამიანების ტიტანური
ბრძოლა ბუნებისა და საზოგადოების ბნელ ძალებთან და კაცობრიობის
პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცივილიზაციის გზაზე. ბევრმა პოეტმა
გამოიყენა ამიტომ პრომეთეს თქმულება თავისი ნაწარმოების არაკად.
ბერძენ მწერალთა შორის ამ მხრივ პირველნი იყვნენ ჰესიოდე (VIII ს.)
და ესქილე (V ს). ესქილეს ეკუთვნის სახელგანთქმული ტრაგედია „მიჯაჭული
პრომეთე".
თქმულების შინაარსი ასეთია. ტიტანების შთამომავალმა, პრომეთე
იაფეტის ძემ, მოსტაცა ზეციდან ღმერთების მეუფეს ზევსს ცეცხლი და
მოუტანა იგი ადამიანებს. ცეცხლის საშუალებით ადამიანებმა თავი დააღწიეს
ცხოველურ მდგომარეობას, აზროვნების უნარი შეითვისეს და
ყოველგვარი ხელოვნება გამოიგონეს. ცეცხლის საშუალებით შესძლეს
მათ ლითონის დამუშავებაც. განრისხებულმა ზევსმა მძიმე ჯაჭვით შებორკა
კაცობრიობის განმანათლებელი, გმირი პრომეთე და დააბა იგი
კავკასიონის ქედზე, რომლის მწვერვალები ვარსკვლავებს სწვდება. ზევსისავე
ბრძანებით ფრთაგრძელი ორბი უკორტნის პრომეთეს უკვდავ
ღვიძლს, რომელიც ღამ-ღამობით კვლავ მთელდება. „მოკვდავნი" კი
ე. ი. ადამიანები, პრომეთეს მხარეზე არიან: კოლხეთის ასულნიც, რომელნიც
ომში უშიშარნი არიან, კავკასიონის მახლობლად აღმართული
მაღალი ციხის მცხოვრებთა მრისხანე ლაშქარიც, რომელიც წვერწამახულ
შუბებით ხმაურობს, და სკვითების მრავალრიცხოვანი ტომები, ყველანი
თანაუგრძნობენ პრომეთეს ტანჯვას. თვით პრომეთე უდრეკია და
ამაყი. იგი მზადაა აიტანოს ყოველგვარი ტანჯვა, ოღონდ ზევსს არაფერი
დაუთმოს პრომეთე თავისთავს ზევსზე უფრო ძლიერ არსებადაც კი
ჰგრძნობს, იმიტომ რომ პრომეთემ იცის საიდუმლოება, რომელიც დაფარულია
ყველა სხვისაგან, თვით ზევსისაგან. ეს არის საიდუმლოება იმ
მიზეზის შესახებ, რომელიც ოდესმე დაამხობს ზევსსა და მის ძალაუფლებას.
ბოლოს გმირი ჰერაკლე მართლაც მოჰკლავს მტარვალ ორბსა და
გაათავისუფლებს პრომეთეს.
არა ნაკლებ ცნობილია მეორე ბერძნული თქმულება არგონავტების
შესახებ. კოლხეთში მეფობს აეტი, ჰელიოს-მზის შვილი. აეტს ჰყავს ასული,
მშვენიერი მედეა. ყოველგვარ სხვა სიმდიდრის გარდა, აეტი მფლობელია
„ ო ქ რ ო ს ს ა წ მ ი ს ი ს ა ც ", ე. ი. ვერძის ოქროს ტყავისა. ამ
ვერძით ოდესღაც ფრიქსმა და ჰელამ, რომელნიც ავ დედინაცვალს
გაქცეოდნენ, გადაიარეს ჰელესპონტი და შავი ზღვა და თავი შეაფარეს
კოლხების ქვეყანას. აქ ფრიქსმა ვერძი მსხვერპლად მიიტანა და ვერძის
ოქროს ტყავიც ზევსს შესწირა. თქმულებამ რომ კოლხეთში „ოქროს
საწმისია" დაცული, სურვილი აღუძრა საბერძნეთის გმირებს იასონის
მეთაურობით, წასულიყვნენ კოლხეთში ამ ძვირფასი განძის მოსაპოებლად.
იასონმა და მისმა რაზმმა პირველად შეასრულეს ისტორიაში ასეთი
შორეული საზღვაო მგზავრობა. მათს ხომალდს სახელად ერქვა „არგო",
და ამიტომ იასონსა და მის მხლებლებსაც „არგონავტები" ეწოდათ.
არგონავტები მოვიდნენ კოლხეთში და მდინარე ფაზისით ავიდნენ
კოლხეთის დედაქალაქ აიაში, რომელიც ამავე ფაზისის ნაპირზე იდო.
სიმდიდრით და სილამაზით ბრწყინავდა მტკიცედ შემოზღუდული სამეფო
საჯდომი: მაღალი სასახლეები, ფართო კარები და სვეტების მწყობრი
რიგი კედლების გარშემო, სპილენძით გამაგრებული ბურჯები, ფოთოლმწვანე,
მდიდრულად დაბურული ვაზები, დაუშრობელი წყაროები, რომელთაც
რძე, ღვინო, სურნელოვანი ზეთი და წყალი სდიოდათ. აქ ცხოვრობდა
კოლხეთის მეფე, საშინელი ხმისა და უზარმაზარი ღონის მქონე,
აეტი. იასონი წარუდგა აეტს და სთხოვა მას ოქროს საწმისი, სამაგიეროდ
შენი მტრების, სარმატების წინააღმდეგ დაგეხმარებიო. აეტი პირობას
უდებს იასონს, მოგცემ საწმისს, თუ ჩემისთანა საგმირო საქმესშეასრულებო.

კოლხეთის მეფემ მოიყვანა სპილენძისჩლიქიანი ხარები, რომელთაც
სპილენძისავე პირიდან ცეცხლი ამოსდიოდათ, მარტომ დაადგა ხარებს
უღელი და შეაბა ისინი მაგარი ფოლადისგან გაჭედილს შეუმუსვრელ
გუთანში. თავისი გუთნით სწორე კვლები გაავლო აეტმა და ერთი მხარის
სიღრმეზე მოხნა მიწა, ხარები კი სპილენძის ჩლიქებით აფშვნევდნენბელტებს.


იასონი ვერასოდეს ვერ შეასრულებდა ამ საქმეს, მაგრამ მას დაეხმარა
კოლხეთის მეფის ასული, რომელსაც შეუყვარდა ბერძენი ვაჟკაცი.
მედეა გრძნეული იყო და პრომეთეს წამლის კეთება იცოდა. როდესაც
ხარბმა ორბმა კავკასიონის კალთებზე წამებული პრომეთეს სქელი სისხლი
დაღვარა, მაშინ ამოვიდა უცხო ყვავილი, რომლის წვენისგანაც დააყენა
მედეამ თავისი წამალი. ვინც ამ წამალს ტანზე დაიცხებდა, მას
ვერაფერს აკლებდა ხმალი და ცეცხლი და ძალ-ღონეც ემატებოდა. ესწამალი
გადასცა იასონს მედეამ ჰეკატეს ტაძარში, სადაც კოლხების მეფის
ასული სწრაფად მავალი ეტლით მივიდა. იასონმა შეასრულა, ამ
გზით, აეტის პირობა. შემდეგ იასონმა, ისევ მედეას დახმარებით, მოჰკლა
უშველებელი გველეშაპი, რომელიც კავკასიის მიწისგან იყო ნაშობი და
რომელიც სდარაჯობდა არეოსის ტყეში მუხის წვერზე დაკიდულს ოქროს
საწმისს. არგონავტებმა დაისაკუთრეს ეს ძვირფასი განძი, მოიტაცეს
თვით მედეაც და მალულად გაეშურნენ შინისაკენ. გაძარცულმა აეტმა
მდევარი გამოუყენა არგონავტებს, მაგრამ კოლხების ცდამ ფუჭად ჩაიარა,
ხოლო აეტის ვაჟი, აფსირტი, დაიღუპა ამ დევნაში.
არგონავტების თქმულებაც ბევრმა პოეტმა გალექსა, მათ შორის.
ძველმა ბერძენმა პოეტებმა — პინდარმა (V ს., ძვ. წ. ) და აპოლონი როდოსელმა
(III ს., ძვ. წ.).
კიდევ ბევრი სხვა თქმულება და ამბავი დადიოდა ბერძნებში კოლხეთის
შესახებ. ბერძნები ამტკიცებდნენ, მაგალითად, რომ კოლხების ქვეყანაში
გველეშაპის დათესილი კბილებიდან ვაჟკაცები იზრდებიან, რომელნიც
ჯავშნით შემოსილნი და მტრისათვის უძლეველნი არიანო.
ეს ლამაზი თქმულებები კოლხეთის ნამდვილი ცხოვრებისა და ბუნების
ანარეკლზე იყო აშენებული. ჭეშმარიტება აქ პოეტებისა და მერმინდელ
თაობათა მიერ იყო შეფერადებული.
უკვე ძველი ბერძენი მეცნიერები ფიქრობდნენ, არგონავტების თქმულება
დაკავშირებულია კოლხეთში ოქროს მოპოვებასთანო. განთქმული
სტრაბონი (I ს.), მაგ., მოგვითხრობს რომ კოლხებისა და სვანების ქვეყანაში
„წყლის ნაკადებს ჩამოაქვთ ოქრო და ბარბაროსები. აგროვებენ
მას დაჩვრეტილი როფებისა და ბანჯგვლიანი ტყავების საშუალებით,
ამბობენ, რომ აქედან წარმოიშვა ზღაპარი ოქროს საწმისის შესახებაო".
მეორე მწერალი, ხარაქს პერგამელი-კი (III ს., ახ. წ.) ამტკიცებს რომ
„ოქროს საწმისი არის მხოლოდ ოქროს მოპოვების წესი, რომელიც დაწერილი
იყო ტყავებზე. ამ ღირსშესანიშნავი წესის გულისათვის იყო
სწორედ ლაშქრობა მოწყობილი ხომალდ არგოთი"-ო.
მართლაც, ოქრო ნამდვილად არის დას. საქართეელოს მდინარეებში
და ეხლა მისი მოპოვებაც წარმოებს.
ოქროს ვერძის ლეგენდა შესალებელია მიუთითებდეს აგრეთვე კოლხური
ცხვრის ჯიშზე, რომელიც თავისი მაღალი ღირსების მატყლით იყო
განთქმული.
ფოლადის გუთანი, სპილენძის ჩლიქებიანი ხარი, ღრმა და სწორე ხნული
— არგონავტების თქმულებაში, — იმის გამოძახილია რომ, ბერძნების
ცნობით, ძველი კოლხები ხელოვანი მიწისმოქმედნი იყვნენ და ლითონის
გაუმჯობესებული იარაღით სარგებლობდნენ.
მედეას გრძნეული წამალი ხალხური სამკურნალო საქმის განვითარებაზე
მიუთითებს. ქართველ ხალხში ეხლაც ბევრი საუცხოო და სასარგებლო
წამლის დამზადება იციან.
გველეშაპის კბილებიდან გაზრდილი ვაჟკაცების თქმულება იმის მომასწავებელია,
რომ ქართველი ხალხი, რომელიც გაკაჟებული იყო უთვალავ
მტრებთან ბრძოლაში, დაღუპული ვაჟკაცების ადგილას ახალახალს,
გულუშიშარს და უდრეკ გმირებს წარმოშობდა, რომელნიც გაალმასებით
იცავდნენ მშობელი ქვეყნის თავისუფლებას.
ტყავზე დაწერილი წესი ოქროს მოპოებისა დამწერლობის არსებობას
გულისხმობს. ძველ კოლხურ ჭურჭელზე ამოჭრილია ნიშნები, რომლებიც
ძალიან ჰგავს ძველ ქართულ ასოებს.
მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ კარგად არ ვიცით, როდის შემოვიდა დას.
საქართველოში პირველად დამწერლობა. ეს კია რომ უკვე მესამე საუკუნის
(ძველი წელთაღრიცხვით) ბერძენი მწერლები ამასაც ამტკიცებ-
დნენ: კოლხებს ეხლაც შენახული აქვთ ფიცრები, რომლებზედაც მათი
მამა-პაპის მიერ წარწერებია გაკეთებული და მოგზაურებისათვის ნაჩვენებია
ყველა გზა და წყლისა და ხმელეთის საზღვრებიო. ასეთი ფიცრები
გეოგრაფიული რუკები უნდა ყოფილიყო.

0
410
1-ს მოსწონს
ავტორი:extrem
extrem
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0