x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ეფექტური სწავლების შვიდი პრინციპი

image

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ ცნობიერი ჩართულობის გარეშე, ავტომატურად . მაგალითად : მშობლიური ენა თითოეულმა ჩვენგანმა სკოლაში მისვლამდე ისწავლა. ასევე ქსოვა, ქარგვა ეს „ ყოფითი ‘’ სწავლაა. ეს პროცესი ჩვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს მაგრამ ამ ფორმით რაიმის შესწავლას დიდი დრო სჭირდება .

სასწავლო დაწესებულებების ფარგლებში მაგალითად სკოლაში, სწავლა მოსწავლის ძალისხმევას მოითხოვს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსწავლემ უნდა მოუსმინოს, ყურადგება გაამახვილოს საკითხებზე . ეს უკვე „ფორმალური“ სწავლაა. ფორმალური განათლების პროცესში მოსწავლეებს ხშირად უწევთ საკმაოდ რთული მასალის ათვისება ამისათვის საჭიროა მივაწოდოთ ინფორმაცია მარტივი და გასაგები ენით. ამ მხრივ შემუშავებულია ბევრი თეორია, მეთოდი და მოდელი.ჩემს მიერ მოყვანილი შვიდი მეთოდი მივიჩნიოთ, როგორც დამხმარე ანუ მათი გამოყენების გარეშედაც შესაძლებელია სწავლება, მაგრამ მათი გამოყენებით ბევრად ეფექტურია. შესაძლებელია რთული საკითხების მარტივად გადაცემა, რაც განათლების პროცესში მეტ პოზიტივს შემოიტანს.

პირველი პრინციპია - გააცნო მოსწავლეებს სასწავლო პროცესის „საბოლოო პროდუქტი’’ რაც გულისხმობს, ზოგადი პრინციპების ახსნით და არა ნაწილებით სწავლების მეთოდს. ვფიქრობ „საბოლოო პროდუქტის“ ჩვენება ძალიან გავს გაკვეთილის შესავალ ნაწილს, როცა მასწავლებელი ახსნას იწყებს თემის შედეგის -საბოლოო პროდუქტის ჩვენებით, რაც გულისხმობს იმას რომ დღისათვის ეს მეთოდი კარგად აპრობირებულია პრაქტიკაში. როგორ ვისწავლეთ ბავშობაში კარტის თამაში, აგვიხსნიდნენ ზოგად პრინციპს მაგ: ექვსკარტაში გული გულს უნდა დავარტყათ, ჯვარი ჯვარს დ.ა.შ კოზირი ყველა კარტს ჭრის გარდა მასზე მაღალი კოზირისა. ხოლო დანარჩენს ვხვდებით უშუალოდ თამაშის პროცესში ჩართვის დროს, სადაც უკვე არის „საბოლოო პროდუქტის“ დანახვის შესაძლებლობა. ამის გარეშე რთული იქნებოდა თამაშის არსის სრულიად წვდომა. ფორმალური განათლება ემსხურება მთლიანის ელემენტების ცალკეულ შესწავლას, რაც მოსწავლეში ინტერესს ვერ აღვივბს. ყოფითი სწავლება კი „საბოლოო პროდუქტის“ დანახვის პირობებში ხდბა .

მეორე პრინციპია- ვაჩვენოთ მოსწავლეებს თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას. ეს პრინციპი კავშირშია, როგორც დიდაქტიკურ შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპთან-არ მივაწოდოთ მოსწავლეებს შიშველი ფაქტი, არამედ ვასწავლოთ ამ ფაქტის არსში წვდომა. ასევე განათლების ამოცანებთან კერძოდ -ცოდნის შეგნებულობის საკითხთან.ხშირად მოსწავლეებს პროტესტი უჩნდებათ გეგმით გაწერილი სასწავლო მასალის მიმართ. სვამენ კითხვებს : რაში მჭირდება მე ამის შესწავლა? ეს რომ არ ვიცოდე რა მოხდება? დ.ა.შ იმისთვის რომ მოსწავლეებს ასეთი სახის კითხვები აღარ გაუჩნდეთ მასწავლებელი ვალდებულია ჩართოს თავისი შემოქმედებითი უნარები და მოსწავლეებს აჩვენოს შესასწავლი საგნის დადებითი მხარეები ეგრედწოდებული ღირებულებები, გაუმახვილოს ყურადღება იმაზე თუ რა შიძლება მოჰყვეს ამ თემის უცოდინრობას და მის ცოდნას.. მოვიყვან ერთ მაგალითს თუ როგორ უნდა წაიყვანოს მასწავლებელმა გაკვეთილი, რომ ზემოთ დასახულ მიზანს მიაღწიოს . შევდივართ ბიოლოგიის გაკვეთილზე და უნდა ავხსნათ ვიტამინები სანამ ახსნას დავიწყებდეთ უმჯობესი იქნება ავღნიშნით, რომ ამ საკითხის შესწავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ თუ რომელი ვიტამინები სჭირდება ადმიანის ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირებისათვის, შეისწავლით რომელი პროდუქტი რომელი ვიტამინის შემცველია, რის შემდეგაც თავად შეძლებთ თქვენი კვების რაციონის სწორად გაწერას.

მესამე პრინციპი- საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე. პირდაპირი მნიშვნელობთ გულისხმობს იმას რასაც ვკითხულობთ. მასწავლებელმა ყურადრება უნდა გაამახვილოს რთულ საკითხებზე, რადგან რთულ საკითხს მოსწავლე ადვილად ვერ გაიაზრებს და შეითვისებს. ის ცალკეული ელემენტი, რომელიც რთულად მიიჩნევა უნდა გამოვყოთ ელემენტების სიმრავლიდან და დავუთმოთ ცალკე დრო, გაკვეთილი. ეს პრინციპი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა სისტემატიურად ხორციელდება.

image

მეოთხე პრინციპი- დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში. ფორმალური განათლების მიღების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს იმ ცოდნისა და უნარების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება. სწავლების პროცესში მასწავლებელმა დიდი ყურადრება უნდა გაამახვილოს ამ საკითხზე. მისთვის მნიშვეოვანი და პირველხარისხოვანი არ უნდა იყოს აკადემიური მოსწრება, არამედ ის თუ რა ხდება საკლასო ოთახში. თუ არ ვიცით როდის უნდა გამოვყენოთ მაგ: ალგებრაში, გეომეტრიაში, გამოყენებული ცოდნა მაშინ საერთოდ რაშ გვარგია? მოვიყვან მაგალითს : მასწავლებელი როცა ხსნის ფართობს, პერიმეტრს, მოცულობას მოსწავლეებს უნდა ამოახსნევინოს ისეთი ყოფითი სახის ამოცანები როგორიცაა მაგ: რადენი კილოგრამი საღებავი დაგჭირდება, რომ შეღებო მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ოთახი თუ ფუძის გვერდებია 4მ, 3მ, და სიმაღლე 5მ და ა.შ.

მეხუთე პრინციპი- გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა. მოვლენების უფრო სიღრმისეულად წვდომისათვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ მოვლენების უკან მდგარ პრინციპეპზე და უხილავ ლოგიკაზე . თუ მოსწავლეს დავანახებთ საკითხის ლოგიკურობას ის მას ადვილად შეითვისებს. მაგ: ვეუბნებით მათ, რომ შესაკრებთა გადანაცვლბით ჯამი არ იცვლება ამის ასახსნლად ჯერ 5 კალამს მივუმატებ 3 კალამს შემდეგ შევუცვლი ადგილებს და 3 კალამს მივუმატებ 5 კალამს . შედეგი სახეზე იქნება, რომ მათი ჯამი არ შეიცველაბა . ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ როგორც დიდაქტიკურ თვალსაჩინოების პრინციპს ასეცე ეფექტური სწავების მეთოდს. როგორც ჩანს ეს მეთოდი დიდაქტიკურ პრინციპებთან ძალზედ მეგობრობს. საკითხის ლოგიკურობის გაცნობა რაც ზევით ვთქვით გულისხმობს შეგნებულობას სწავლებაში, რაც ისევ დიდაქტილური პრინციპია.

მეექვსე პრინციპი- განვავითაროთ მოსწავლეებში თანატოლებისაგან სწავლის უნარი. გულისხმობს სოციალური სწავლების შესაძლებლობას, თანატოლებს ერთმანეთისაგან ბევრი რამს სწავლა შეუძლიათ, ამიტომ მასწავლებლი ვალდებულია ხშირად ამუშაოს ისინი ერთად, რადგან ერთად მუშაობის დროს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას, შეხედულებებს, აზრებს, დასკვნებს ერთმანეთს.

მეშვიდე პრინციპი- ასწავლეთ მოსწავლეს სწავლა. სწავლის სწავლა განათლების ამოცანებშიც ერთ ერთი წამყვანი ამოცანაა.პერკინსის აზრით მოსწავლეში ამ უნარის განვითარება ერთ ერთი მნიშვნელოვანია. თუ მოსწავლემ იცის, როგორ შეითვისოს ცოდნა, რა კონკრეტული ლიტერატურა დასჭირდება მისთვის მოცემულ მომენტში, სად უნდა მოიძიოს ეს ლიტერატურა, როგორ მოარგოს იმ თემას რისთვისაც სჭირდება დ.ა.შ როცა მან იცი როგორ შეუწყოს სწავლას ხელი, ის სრულიად დამოუკიდებელი ხდება.

სასწავლო პროცესის ეფექტუად დაგეგმვა მნიშვნელოვანი პრობლემაა დღეს განათლების სისტემაში. ვფიქრობ ეს კონცეფციები დახმარებას გაგვიწევს და თითოეული მათგანის ხარისხიანად გამოყენება დიდ შედეგს მოგვიტანს.





0
893
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0