x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოში მარიხუანას წარმოება და ექსპორტი იგეგმება
image

საქართველოში ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოება იგეგემება, ამის შესახებ „ქართული ოცნების" ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.



მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რის მიხედვითაც კანაფი ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის საზღვარგარეთ გაიყიდება.

მწვანეთა პარტიის ლიდერის, გია გაჩეჩილაძეს თქმით საექსპორტო მარიხუანას მოყვანა აგრარულ სექტორში ლიცენზიებს დაექვემდებარება, პროცესი უმკაცრესად გაკონტროლდება და წარმოებული კანაფი მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ კანაფის მოსაყვანი ტერიტორია უმკაცრესად იქნება დაცული და სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნება დაცული.



გაჩეჩილაძემ ისიც დასძინა, რომ ამ თემაზე მარტო გუშინ არ ყოფილა საუბარი და ამ საკითხს უკვე გარკვეული პერიოდია, მმართველი გუნდი განიხილავს.

კანონპროექტის მომზადების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ში აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით.


კანაფის ნედლეულს(იგივე კანაბისი, იგივე მარიხუანა) მრეწველობაში იყენებენ მრავალი მიზნებისთვის:სამედიცინო (კანაბადიოლი), საწვავი, ტექსტილი, მსუბუქ მრეწველობაში(კანაფის ზეთი), ქაღალდი, სამშენებლო და მრეწველობის სხვა დარგებში, აგრეთვე, მცენარეულ ბოჭკოს - კანაფის, ბაწრის წარმოებისთვის).



2
70
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
2018, 14 სექტემბერი, 0:37
რამდენი სიტყვა მახსენდება ტ და ყ ბგერებს რო შეიცავს
2018, 11 სექტემბერი, 18:24
ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია
0 1 2