x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
„სახლამდე მივაღწიე და ვხედავ ჩემს შვილს, რომელსაც ფერი არ აქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი
image

#დაასრულეძალადობა


4 წლის წინ, მგონი ივლისი იყო მირეკავენ და მეუბნებიან რომ საბაა ცუდათ. დროებით, ახალი ძიძა ყავდა და ცოტა შეშინებული ხმით მეუბნება, “ცუდათ ყოფნის მიზეზი კვამლია”. ვეკითხები რა კვამლი, არ მპასუხობს.


მოკლედ, გავიქეცი სახლში. გზიდან დედაჩემს ვურეკავ არ მპასუხობს. თურმე ბავშვთანაა. მამაჩემის ტელეფონზე დაკავებაა. არაფერი ისეთი სრული სიზუსტით არ მახსოვს, როგორც ის გზა. ყველა წუთი, წამი, რა მანქანამ ჩაიარა. რატო ვაკვირდებოდი ცოტა გათიშული ყველაფერს კაცმა არ იცის.



მოკლედ, სახლამდე მივაღწიე და ვხედავ ცოცხალს ჩემს შვილს, რომელსაც ფერი არ აქვს, სულ თეთრია, ძალიან სუსტად წევს ლოგინზე მოკუნტული. მეუბნებიან, რომ დილით, ახალმა გაღვიძებულმა მოიპარა სიგარეტი მოწია, აერია გული და შემდეგ უფრო ცუდათ გახდა და ამ ყველაფერში ყველაზე არაადეკვატური მე, ვიწყებ ყვირილს, გაუგებრად, ქაოსურად რაღაცეებს ვბღავივარ და არასოდეს დამავიწყდება საბას თვალები, რომელსაც მას შემდეგ, არასოდეს ვუნახივარ ისეთი შეშინებული და არაადეკვატური. საბა მიყურებდა ცრემლიანი და ძალიან შეშინებული თვალებით. ბოლოს ჩაეძინა და თითქმის ერთი დღე ეძინა.


ეს იყო პირველი და უკანასკნელი, როდესაც ჩემს შვილს, ისედაც განსაცდელში მყოფს ტრამვა დავუმატე. დარწმუნებული ვარ, მე მელოდებოდა ყველაზე მეტად იმიტომ, რომ მეშველა და იმედი გავუცრუვე.


ძალიან ხშირად მახსენდება ეს ამბავი და ყველა ჯერზე ერთნაირად ცუდათ ვხდები. ერთი წამით არ მიქრება ტოქსიკური გემო, რომელიც ამ ამბავმა დამიტოვა.


მხოლოდ მეგობრობით, სითბოთი სიყვარულით მივიღებთ შედეგს, როცა შვილების ადამიანებად გაზრდა გვინდა. გამორიცხულია ძალადობის, ყვირილის, დასჯის, ყურის აწევის მეთოდით თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ და ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ დავეხმაროთ წაბორძიკების დროს. და რაც არასწორია ავუხსნათ. საუბრით, მეგობრული ტონით, კონკრეტული მაგალითებით. და რაც მთავარია, თანაბარი ურთიერთობით.


P.S. საბას მას შემდეგ არ მოუწევია. ) მარიამს, ყოველი სიგარეტის მოკიდების დროს ემუდარება რომ აღარ მოწიოს. მე, აღარასოდეს, აღარასოდეს არ ამიწევია ხმა მისთვის და იცის, რომ მაშინ, მასზე ცუდათ მოვიქეცი. ასევე, იცის რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის უნდა ქონდეს ჩემი იმედი. დღეს მისი მთავარი მესაიდუმლე ვარ.image

11
1561
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1561
  
2018, 13 სექტემბერი, 0:10
ასეა, მეც რომ საინტერესო სტატიებს ვწერდი არავის აინტერესებდა, ხოდა ამის შემდეგ იმას ვწერ რაც ჩემთვის უინტერესოა მაგრამ სხვებს აინტერესებთ სამწუხაროდ :)
2018, 12 სექტემბერი, 23:50
თუმცა საინტერესო ეს ქალია დღეს საქართველოში მე ლომისის სალოცავზე დავწერა სტატია ყველა ფოტო პირადად ჩემი გადაღებულია და ისიც კი არ აღირსეს რომ ერთი საატი მაინც ყოფილიყო პირველ გვერდზე..
დავიჯერო ის უფრო საინტერესოა როგორ მოწია ნანუკას 7 წლის შვილმა 4 წლის წინ სიგარეტ...
პ.ს ავტორის საწინაღმდეგო არაფერი მაქვს
2018, 12 სექტემბერი, 22:31
ნანუკა ერთი უინტელექტო ქალია, ისევე, როგორც სხვა ბევრი ,,ჟურნალისტი,, საქართველოში. ასეა, სამწუხაროდ, თან ყველა სფეროში. მათი გადაცემები მათი ინტელექტის ექვივალენტურია.
2018, 12 სექტემბერი, 9:20
რომელი ერთ ვთქვა, მაკა...ამ ტექსტში მგონი 12 შეცდომა მაინცაა. კაი, ბატონო, თავის კედელზე დაწერა და არა რაიმე ჟურნალში, მაგრამ როგორც წერს, ისევე მეტყველებს ტელევიზიაშიც. ჩვენ აქ ვსწავლობთ და მაგან ვერც უნივერსიტეტში ისწავლა და ვერც გამოცდილებამ ვერაფერი მისცა...სამარცხვინოა :(
2018, 12 სექტემბერი, 0:52
მანჩო, კიდევ "რაღაცეებს". მემგონი, ინტერმედიამ მე უფრო ბევრი მასწავლა, ვიდრე ამ ქალმა თავისი მოღვაწების და მუშაობის დროს.
2018, 12 სექტემბერი, 0:33
სირცხვილია ჟურნალისტი ამდენ შეცდომას უშვებდეს. ახლა არ მითხრათ, მექანიკურად მოუვიდაო..მექანიკურად აც არ დავწერ "ცუდათ"-ს :(
2018, 12 სექტემბერი, 0:11
ქართველები მაგრად არ გევასება ხო? :))))
2018, 11 სექტემბერი, 23:33
ქართველები კოსმოსში????? თანაც ქალი????? არაააააა
2018, 11 სექტემბერი, 23:28
კოსმონავტია
2018, 11 სექტემბერი, 23:24
ეს ქალი ვინ არი?????????
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10