x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ბაისანგურ ბენოელი
image


ცნობილია, რომ 1825-1826 წლებში ბაისანგური უკვე აქტიურად იღებდა მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებებში.

38 წლიდან ომში აქტიურად ჩართული ვაჟკაცი ყველას აოცებდა თავისი თავგანწირული სიმამაცით იმდენად, რომ თავად იმამი შამილი ამბობდა მასზე: "სანამ ბაისანგური იცოცხლებს, ჩვენ არ დავმარცხდებით"-ო.


1846 წელს, 51 წლის ასაკში, გრაფ ვორონცოვის რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში ბაისანგურმა ცალი თვალი და ხელი დაკარგა, 1847 წელს კი, გერგებილის ბრძოლებში საზარბაზნე ქვემეხმა ფეხიც წააგლიჯა.


სწორედ ასე იგლიჯებოდა კავკასიაც... მასსავით სისხლისაგან დაცლილი ბაისანგური მიწაზე გონება დაკარგული დაეცა, რის გამოც ტყვეობაში აღმოჩნდა. (ერთ ერთი წყაროს მიხედვით, მალვე მისი დაზიანებული ფეხის ამპუტირება თვით ნიკოლაი პირაგოვმა განახორციელა).

მძიმედ დაჭრილ ბაისანგურს დაღესტნიდან გროზნის ციხეში გადაყვანა დაუპირეს, მაგრამ აღელვებული შამილი და მთის ხალხები, რომელთაც უკვე ყველაფერი კარგად იცოდნენ, თავს დაესხნენ ესკორტს და უკვე დასახიჩრებული ბაისანგური სამშვიდობოზე გაიყვანეს.


ღიმილით შეხვდნენ მთების არწივს მთის ხალხი, მაგრამ დაფლეთილი სხეულის შემყურეთ ღიმილი სახეზე სევდად გარდაექცათ.

როდესაც დიდი ხნის განშორების შემდეგ იმამ შამილმა პირველად იხილა ბაისანგური, ცრემლები ვერ შეიკავა. რა არის კაცის ხვედრი, რომელიც ასე ჰგავს თავის მიწას, რომ მიწაც მასსავით დაფლეთილი და განაწამები აღმოჩნდება ხოლმე.

ჭრილობებიც კი არ შეჰხორცებია, რომ არნახული სიმამაცით ისევ ჩაერთო ომში. ცხენზე ჯდომა რომ შესძლებოდა, მაგრად აბავდნენ ხოლმე უნაგირზე ამ თითქოსდა ფრთებდაგლეჯილ არწივს.


1859 წლის 25 აგვისტოს, გუნიბის ციხის აღების შემდეგ ალყაში მოაქცია ბაისანგური რუსეთის 40 000-იანმა არმიამ. სიტუაცია გამოუვალს ჰგავდა, თუმცა ბაისანგური დანებებას არ აპირებდა: "შეუძლიათ სხეული დამისახიჩრონ, ძვლები დამალეწონ და მომკლან, მაგრამ მხოლოდ ჩემს ცხედარს მიიღებენ, მორჩილებას კი არ ვაპირებ მე!"-ო სთქვა და ასე, ას კაციანი რაზმით ალყის გარღვევაც შეძლო.


ამის შემდგომ ბაისანგურის ხელით გენერალ მუსა კუნდუხოვის სამეფო არმიამ ერთ ერთი ყველაზე დიდი მარცხი განიცადა კავკასიის ომის ისტორიაში, მაგრამ მალევე, ერთ ერთ ბრძოლაში მისი ცხენი მოკლული, ხოლო თავად დატყვევებულ იქნა.


1861 წლის 1 მარტს, ბაისანგურს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ცარისტული რუსეთის სამხედრო საბჭომ.

როდესაც ბაისანგური სახრჩობელასთან მიიყვანეს, გარშემო მრავალ კუმიკს, დაღესტნელსა და ჩეჩენს მოეყარა თავი ჯერ კიდევ ცოცხალი ლეგენდის სანახავად.

ცალხელა, ცალფეხა და ცალთვალა 67 წლის მოხუცის, რომელიც სიცოცხლის ბოლო გზას მიაშურებდა უკვე.


აი აქ, რუსეთის იმპერიამ თავის ბინძურ პოლიტიკას მიმართა. სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, ერთ ერთ დამსწრეთაგანს (კავკასიელს) დაავალეს სახრჩობელასთან ბაისანგურის ფეხქვეშ მდგომი სკამისათვის ფეხი ეკრა, რაც პირდაპირი, მომავალი შიდა კავკასიური სისხლისღვრის დასაწყისს უდრიდა. ეს ხომ კარგად იცოდა "მოძმე ერის" ცნობიერმაც.


ამის დანახვისას ბაისანგურმა თავადვე გამოიცალა სკამი ფეხიდან, რომ მოძმე ერებს შორის სისხლისღვრა არ დაეშვა, მაგრამ მის დაღუპვასთან ერთად მალევე დაიღუპა დიადი კავკასიაც.

0
343
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0