x
მეტი
  • 14.11.2018
  • სტატია:82738
  • ვიდეო:334246
  • სურათი:440340
გამართული საჭმლის მომნელებელი სისტემა

image
ჯანსაღი, მოწესრიგებული მიკრობიომი განაპირობებს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას. რა არის ის და როგორ მოქმედებს ზოგად ჯანმრთელობაზე? -ესაა სასარგებლო ბაქტერიების ერთობლიობა, რომელიც არსებობს ყველა ადამიანის ორგანიზმში და არის სრულიად უნიკალური. ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემო), ცხოვრების სტილის და გენეტიკის მიხედვით მიკრობიომი ინდენტურ ტყუპებშიც კი განსხვავებულია ხოლმე - ის ისეთივე განსხვავებულია ყველასათვის, როგორც თითის ანაბეჭდი. მიკრობიომის უდიდესი ნაწილი კუჭ-ნაწლავშია მოთავსებული.

ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელ სისტემაში მილიარდობით ბაქტერია არსებობს. ჩვეულებრივ, მათი უმრავლესობა დადებითად მოქმედებს და აუცილებელიც კი არის ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ვიტამინი K-ს სინთეზს ახდენენ წვრილ ნაწლავში არსებული ბაქტერიები, რომ აღარაფერი ვთქვათ სასარგებლო მიკროორგანიზმებზე, რომლებიც სხვადასხვა საშიში პარაზიტისგან იცავენ სხეულს. ზოგჯერ ძალიან უმნიშვნელო ფაქტორი არღვევს ბალანსს სასარგებლო და პათოგენურ მიკრობებს შორის და ეს ხდება მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი.

დიდი ხანი არაა, რაც მკვლევარებმა აღმოაჩინეს დადებითი კავშირი კუჭ-ნაწლავის ფლორასა და იმუნურ სისტემას შორის - მიხვდნენ, რომ ერთის ჯანსაღი მდგომარეობა განაპირობებს მეორის სიძლიერეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია პედიატრიაში - ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ დისბაქტერიოზით და ენეტეროვირუსებით, რადგან მათი მიკროფლორა ჩამოყალიბების პროცესშია. გარდა იმუნიტეტისა, მიკრობიომი გავლენას ახდენს ისეთი დაავადებების გაჩენის რისკზე, როგორიცაა ქრონიკული პათოლოგიები - დიაბეტი, ჰორმონალური დისბალანსი, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ავადმყოფობები.

მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ მიკრობიომის დასუსტებას:

  • არაბალანსირებული კვება - საკვებ რაციონში ისეთი პროდუქტების ჭარბი რაოდენობით არსებობა, როგორიცაა ტრანს ცხიმები, რაფინირებული შაქრები, სახამებელი, ალკოჰოლი, ნახშირწყლები, ნახევარფაბრიკატები და გაურკვეველი წარმოშობის ემულგატორები. ამის ნაცვლად მკვლევარები გვირჩევენ ჯანსაღ რაციონს - ორგანული ხილის, ბოსტნეულის, სასრგებლო ცხიმების, ხორცის და ჯანსაღი რძის პროდუქტების მიღებას.
  • ანტიბიოტიკოთერაპია - ანტიბიოტიკები პათოგენურ ბაქტერიებთან ერთად მეგობარ ბაქტერიებსაც კლავენ. მათი ხშირი გამოყენება კი რეზისტენტული შტამების წარმოქმნის მიზეზი ხდება. რეზისტენტული შტამი არის ბაქტერიის ისეთი ფორმა, რომელიც გამძლეა ანტიბიოტიკის მიმართ.
  • მზის სხივები - იმის გამო, რომ ულტრა-იისფერ გამოსხივებას შეუძლია ბაქტერიების განადგურება, რუჯის მიღების დროს ადამიანი კარგავს მეგობარი ბაქტერიების ძალიან დიდ ნაწილს. სწორედ ამიტომ სტატისტიკურად, ზაფხულში კანის პრობლემების მეტი შემთხვევები ფიქსირდება.
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა - გარემოში, სადაც არაა დაცული შესაბამისი ნორმები, ყოველთვის მეტი შანსია პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლების. ზაფხულის პერიოდში სასურველია ამ გარემოებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა, ვინაიდან მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს მათ სწრაფად გამრავლებას. განსაკუთრებით საშიშია მზის და წყლის ერთობლივი მქომედება, ეს ეხება აუზებს და ზღვისპირა ზოლს, სადაც ტენიანობა მეტია და იდეალური გარემო იქმნება პათოგენების გასამრავლებლად.

მიკრობიომის დასუსტებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა აუტოიმუნური დაავადებები, სიმსივნე, კოგნიტური ფუნქციების დარღვევები, სახსრების ტკივილი და ანთებითი პროცესები, ხასიათის უეცარი ცვალებადობა, დეპრესია, უშვილობა და ორსულობის გართულებები, ასთმა, ხშირი ალერგიები, აკნე, დერმატიტი და ა.შ.

როგორ შეიძლება მიკრობიომის გაძლიერება?

კვების რაციონი - ვინაიდან მიკროფლორის უმთავრესი ნაწილი კუჭ-ნაწლავში მდებარეობს, აუცილებელია სასარგებლო ბოჭკოვანი ნივთიერებებით მდიდარი ჯანსაღი საკვების მიღება. ასეთ რაციონში იგულისხმება მეტი ბოსტნეული და ხილი.

პრობიოტიკები - კარგი და სწორად შერჩეული პრობიოტიკების ერთობლიობა ყველა ადამიანისთვის აუცილებელი დანამატია. ასეთი კომპლექსი არის შესანიშნავი პრევენცია მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ქალბატონებისთვის სპეციალურად შექმნილი პრობიოტიკების ფორმულა კუჭ-ნაწლავის გარდა, ძალიან ხშირად დადებითად მოქმედებს ვაგინალურ ფლორაზეც, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს შარდ-სასქესო სისტემას ინფექციებისგან.

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ანდღულაძე
ელენე ანდღულაძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0