x
image
alex999
Mediator image
Mediator image
ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალია - 9 რეალური ფაქტი ანგელა მერკელის შესახებ!

მისი ნამდვილი სახელი - ანგელა დოროთეა მერკელია, გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე. გერმანიის პირველი ქალი-კანცლერი 2005 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე. 2000 წლიდან არის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე.


forbes-მა ანგელა მერკელი გამოაცხადა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მესამე ადამიანად, ასევე ყველაზე ძლიერ ქალად ზედიზედ უკვე მეათეჯერ. ანგელა მერკელი დაიბადა 1954 წელს ქალაქ ჰამბურგში(გერმანია). მას რთულ პერიოდში მოუწია ბავშვობის გატარება, ქვეყანა იყო ორ ნაწილად გაყოფილი:სოციალისტურ და კაპიტალისტურად. მერკელის მამა მღვდელი იყო, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ სოფლის ეკლესიაში მსახურობდა. მისი მშობლები პოლიტიკისგან შორს იყვნენ, მერკელი პრაქტიკულად გაიზარდა სოციალუსტურ გარემოში, სკოლაში ის შესანიშნავად სწავლობდა მათემატიკასა და რუსულ ენას. ლაიფციგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლისას ანგელა თანაკურსელ უილრიხ მერკელზე დაქორწინდა, თუმცა მათი თანაცხოვრება ხანმოკლე გამოდგა და ქორწინება მხოლოდ ფორმალურად შენარჩუნდა. პოლიტიკური კარიერა მერკელმა 35 წლის ასაკში დაიწყო. მაშინდელმა კანცლერმა ჰემუტ კოლმა ის ქალებისა და ახალგაზრდების საქმეთა მინისტრად დანიშნა. მაშინ გერმანული პრესა წერდა, რომ თანამდებობა დაუმსახურებელი იყო და ანგელას პორტფელი მხოლოდ იმიტომ ჩააბარეს, რომ ის იყო "გოგო აღმოსავლეთ გერმანიიდან". თუმცა მერკელის წარმატება დღითიდღე უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, 1991 წელს ის გახდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 1994 წელს გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნა. 2000 წელს ანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული, ხოლო 2005 წელს მერკელი გერმანიის კანცლერი გახდა.



image




წარმოგიდგენთ 9 საინტერესო ფაქტს, ანგელა მერკელის შესახებ:





1. 2005 წლის 22 ნოემბრის არჩევნებში, ანგელა მერკელი გერმანიის ისტორიის პირველი ქალი კანცლერი გახდა. მას შემდეგ, მისი პოზიცია არ შეცვლილა.


image



2. როგორც ცნობილია, მერკელისთვის განტვირთვას ნიშნავს სეირნობა, საჭმლის მომზადება, სიცილი და ქლიავის ტორტის დაგემოვნება.


image



3. წლების განმავლობაში მსოფლიოს უძლიერეს ქალად არის აღიარებული. გარდა ამისა, პუტინის და ობამას შემდეგ, მსოფლიოს უძლიერესი მესამე ადამიანია.


image



4. გერმანელები მას "დედიკოს" ეძახიან - ‘Mutti’


image



5. მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას მართავს, ცხოვრობს თავის ძველ ბინაში.


image



6. უნივერსიტეტში მან ფიზიკა კარგად შეისწავლა. კვანტური ქიმიის შესახებ ბევრი კვლევა ჩაატარა, თუმცა ის უბრალო მარკეტებში ხშირად გვხვდება.


image



7. მას სპორტის მიმართ მიდრეკილება არ აქვს. ფიქრობს, რომ არცერთი სპორტი არ არის მიმზიდველი, თუმცა გერმანიის ნაკრების ერთგული გულშემატკივარია და ხშირად ესწრება ნაკრების მატჩებს.


image



8. 90-იან წლებში მერკელს ძაღლმა უკბინა, მას შემდეგ გაუჩნდა ძაღლების შიში. თუმცა პუტინთან შეხვედრისას, ვლადმა მას ძაღლი აჩუქა, რომელიც მერკელმა ერთ-ერთ სერიოზულ სხდომაზე დაასწრო.


image



9. ანგელა მერკელმა, მისი ყოფილი მეუღლე - ულრიხ მერკელი მიატოვა.


image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ციხეში გაზრდილი 5 ცივსისხლიანი ბავშვი

2. მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები - საშინელი სასწაულებიც არსებობს!

3. იაპონური ექსპერიმენტული პროცედურა: რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 1 თვის განმავლობაში უზმოზე წყალს დალევთ?

4."ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისი არასწორი სულიერი მდგომარეობის ბრალია..." - პეტრე კოლხი

5. 17 მიზეზი იმისა, თუ რატომ წვება ქალი მამაკაცთან




0
394
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0