x
image
გემი დალანდი
მამაკაცის 9 ფარული შიში, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
image
როცა მამაკაცი ირწმუნება, რომ არაფრის ეშინია, იცოდეთ, იტყუება! არსებობს ისეთი რაღაცები, რაც კაცობრიობის ძლიერ ნახევარში ფარულ შიშს აღძრავს, თუმცა მათ ამის აღიარება არ უნდათ. ამ სტატიაში სწორედ მამაკაცთა ამ საიდუმლო მხარეს გაგაცნობთ:


რისი ეშინიათ მამაკაცებს პანიკურად


1. ეშინია ქორწინების

imageხდება ხოლმე, როცა საქმე ქორწილამდე მიდის, მამაკაცი “გაქცეულ საქმროდ" გვევლინება. ამის მიზეზი შესაძლოა შიშია, შიში - მომავლის და შესაძლო განქორწინების.

სხვადასხვა გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ უცოლო მამაკაცები ხშირად ფიქრობენ იმაზე, თუ რა მოხდება და როგორ წავა მათი ცხოვრება, თუ დაქორწინდებიან და შემდეგ ცოლთან გაყრა მოუწევთ.


ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანს თავდაჯერება და საკუთარი ძალების რწმენა აკლია და შედეგად თავის რჩეულშიც იწყებს ეჭვის შეტანას.

სანამ მამაკაცი სრულად არ გააცნობიერებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი ბედის მართვა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ გამოგონილი განშორების შიშმა მართოს.


2. ეშინია, სასაცილო არ გამოჩნდეს

imageარსებობს მოსაზრება, რომ ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის სერიოზული უნდა იყოს და არაფერმა შეაშფოთოს. და თუ მამაკაცი გარშემომყოფებში ღიმილს იწვევს, ის წარუმატებელი და სუსტია. საკულტო ფილმების მთავარი გმირებიც ხომ მკაცრი და თავშეკავებულნი არიან, რომლებიც თითქმის არ იცინიან.

ამგვარი შეხედულებები მამაკაცების თვითშეფასებაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენენ. ამიტომ, თავად გაამხნევეთ და მიეცით მაგალითი, იგიჟეთ, მასთან ერთად უყურეთ კომედიებს, მოუყევით ანეკდოტებს. ეს მას დაეხმარება მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.


3. შიში - რას იტყვის დედა?

imageგინდათ თუ არა, ასეა - იშვიათად, რომ მამაკაცს დედის აზრი არ აინტერესებდეს. მის წინააღმდეგ წასვლა კი ერთეულებს თუ შეუძლიათ. როცა მამაკაცი თავის რჩეულს წარუდგენს მშობლებს, შესაძლოა გარეგნულად ძალიან უშფოთველად გამოიყურებოდეს, მაგრამ მის სულში ნამდვილი შტორმი იქნება. ეს იმიტომ ხდება, რომ დედა პატარაობიდანვე აკონტროლებს თავისი ვაჟის ქცევებსა თუ ცხოვრებას და ეს უკანსაკნელი ძნელად თუ დააღწევს ხოლმე თავს მშობლის გავლენას.

ამ შიშის დაძლევაში დედამისისადმი თქვენს მიერ გამოხატული ინტერესი და იმის დაფიქსირება დაეხმარება, რომ გინდათ მომავალ სადედამთილოს თავი მოაწონოთ.


4. შიში, რომ ჩაფლავდება

image

მამაკაცებს პატარაობიდან უნერგავენ, რომ ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს - სამსახურში, ურთიერთობებში, , სახლის საქმეებში და თუ რამე ისე არ გამოუვა, ყოველთვის გამოჩნდება სხვა, უფრო ძლიერი და მას შეცვლის. ამიტომ, მოწიფული მამაკაცები ხშირად განიცდიან იმას, რომ მათით უფროსობა უკმაყოფილოა ან სახლში ონკანის შეკეთება ვერ მოახერხეს.

იმისთის, რომ მამაკაცი ამ შიშისგან გათავისუფლდეს, მას უნდა დავეხმაროთ, რომ თავისი არასრულყოფილი მხარე მიიღოს. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და შესაბამისად, უნაკლო და უშეცდომო ვერ ვიქნებით, მაგრამ ამის გამო ნამდვილად არ ღირს, თავი ცუდად ვიგრძნოთ.


5. შიში, რომ ცოლის მონად ჩათვლიან

მამაკაცები - ესენი ხომ ველური მუსტაგები არიან, რომლებიც თავისუფლად დაქრიან ველურ სტეპებში და ერთ ადგილს არ არიან მიჯაჭვულნი. ცოლის რჩევებს უსმინო და გაითვალისწინო - ეს ხომ ქალაჩუნა კაცის საქციელია! - ასე შეიძლება შეაფასონ მზრუნველი მამაკაცის საქციელი მისმა უცოლო მეგობრებმა, რომლებიც მოგვიანებით თავად გაყოფენ უღელში თავს და ცოლის რჩევებსაც გაითვალისწინებენ.


6. შიში, რომ ყველაფერი შეიცვლება

imageქალი მამაკაცთან გადმოვა და ყველაფერი შეიცვლება. სააბაზანოს უამრავი ქილა და ფლაკონი, კარადას კი კაბები გაავსებენ. მამაკაცს ცხოვრების ჩვეული წესის დავიწყება მოუწევს, არადა, ყველაფერი რა კარგად დაიწყო...

თუმცა, ქალი გაცილებით დიდი ყურადღებას უთმობს სახლს, ვიდრე მამაკაცი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი სახლში ნამდვილ წესრიგს დაამყარებს და სიმყუდროვეს შემოიტანს.


7. შიში, რომ ვერ მიხვდება, რა სურს ქალსimageმამაკაცები მკაფიოობას და სიცხადეს ამჯობინებენ ყველაფერში, მათ კი ზოგჯერ ისეთ აბსტრაქტულ შეკითხვებს უსვამენ, რომლებზეც პასუხს მაშინვე ვერ პოულობენ. ამან კი შესაძლოა ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოს. ამიტომ, როცა რაიმეს გარკვევა გინდათ, პირდაპირ და კონკრეტულად ჰკითხეთ.


8. შიში, რომ ცუდი მამა იქნება

image

კაცებს სურთ, რომ შვილები მისით ამაყობდნენ და მეგობრებთან, როგორც სამაგალითო მამაზე, ისე საუბრობდნენ.

იმისთვის, რომ მისი სანუკვარი ოცნება ახდეს, დაელაპარაკეთ ამ თემაზე, ერთობლივად განიხილეთ, როგორ აღზრდით შვილებს და რომელი თქვენგანი რა მოვალეობებს აიღებს საკუთარ თავზე.


9. სიბერის შიში

ტვირთად იქცე ახლობლებისთვის და ამის გამო ხელი გკრან - აი, რასთან ასოცირდება სიტყვა “სიბერე" მამაკაცებისთვის. შიშის ამ მიშვებულმა ფორმამ შესაძლოა ფსიქიკური დაავადებებიც კი გამოიწვიოს. სამწუხაროდ, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. დაბერების პროცესი შეუქცევადია. დაე, ოჯახის და ახლობლების სითბო და მხარდაჭერა იქცეს იმ მუდმივად, რომელიც ცხოვრების ამ პერიოდის გადატანასა და გალამაზებაში დაგვეხმარება.


0
1086
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1086
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0