x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93880
  • ვიდეო:342250
  • სურათი:456164
მეცნიერები 2018 წლის ბოლოს ანომალიურ კლიმატურ მოვლენას ვარაუდობენ

image

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე, მსოფლიოში ანომალიური და გლობალურ კლიმატური მოვლენა, ელ-ნინიოა მოსალოდნელი.

ელ-ნინიო თბილი სეზონური ზედაპირული დინებაა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ, ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი. ჩვეულებრივ, ფიქსირდება დეკემბერში და ემთხვევა საშობაო დღესასწაულებს.

ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C - იდან 5 °C - მდე. ელ–ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5 - 7 °-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15 °-ს. ელ–ნინიო განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში კი ჩნდება აშშ-შიც.

ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება ახდენს გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას. წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. ელ–ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს.

უკანასკნელი ელ–ნინიო, 2015-2016 წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, რაც კი აქამდე აღრიცხულა. მან დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. მაგ, გამოიწვია ხანგრძლივი გვალვები აფრიკაში, რამაც გაანადგურა მოსავალი, ასევე, დაიტბორა სამხრეთ ამერიკის არაერთი ქვეყანა, - ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი.

WMO-ს მიხედვით, ვარაუდი, რომ ის წელსაც შეინიშნება, 70%-ით ზუსტია.

0
567
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0