x
მატერიალური კეთილდღეობის ფსიქოლოგია
რა აფერხებს ადამიანებს ფინანსური წარმატებისა და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე?image

ამ კითხვის პასუხი ეფუძნება რწმენას იმის შესახებ, რომ ფინანსური წარმატება უბრალოდ შესაძლებლობა არ არის. მსოფლიოს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს აქვს არაცნობიერი ბარიერები, რომლებიც მათ აცილებთ კუთვნილი კეთილდღეობისაგან.

ცნობიერ დონეზე, ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ ისინი საკუთარი რესურსების მაქსიმიზაციას ახდენენ მიზნების მისაღწევად. მიუხედავად ამისა, გონების გარკვეული ნაწილი ქვეცნობიერად იაზრებს მარცხის ალბათობას. მეცნიერების აზრით, რაც უფრო მეტი ამგვარი არაცნობიერი ფიქრი იქნება თავიდან არიდებული, ადამიანი უფრო მეტად „დაიბლოკება“ ყოველდღიურ ცხოვრებაში. (ეს უკავშირდება პრობლემის რეალისტურად გააზრების უუნარობას). კიდევ ერთი პრობლემა არის შემდეგი, ადამიანები შეპყრობილნი არიან იმით, რაც არ აქვთ, მხოლოდ ამაზე აკეთებენ კონცენტრირებას, ამ დროს ისინი ნაკლებად ფოკუსირდებიან იმ გზებზე, რომლებსაც სიმდიდრისკენ მიჰყავთ. ამგვარ მდგომარეობაში ადამიანები ბრაზდებიან, იმატებს შფოთვის დონე, რაც კიდევ უფრო უკან ხევთ მათ ცხოვრებაში. ინდივიდებმა უნდა ისწავლონ პოზიტიური აზროვნება, წინ ხედვა და არა ნეგატიურ წარსულზე ფოკუსირება.

არაცნობიერი პატერნის გასაგებად, პირველ ეტაპზე, აუციელბელია, გამოვიკვლიოთ ზოგადად სიმდიდრისა და ფულის რეპრეზენტაციები ადამიანის გონებაში. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, მეტად სავარაუდოა, რომ მისი მშობლებიც ეკონომიურად გაჭირვებულნი იყვნენ, რამაც მოცემულ პიროვნებაში „დეპრესიის ერა“ წარმოშვა. არაცნობიერ თვითდარწმუნებულობას შეუძლია ითამაშოს ტრიგერის როლი, რომელიც ადამიანს მუდმივად დაარწმუნებს საკუთარი ბედის უკვე განზრახულობაში.(მას იგივე მომავალი ექნება, რაც მშობლებს ერგოთ). ალტერნატიულად, თუ მშობლები ადრეული ასაკიდანვე შთააგონებენ ბავშვებს, რომ ისინი წარუმატებელნი იქნებიან მომავალში, ამან შესაძლოა დიდი ზეგავლენა იქონიოს მათ აზროვნებასა და ქმედებებზე.


ბავშვებისთვის დამახასიათებელია ფულის შესახებ გაუცნობიერებელი ჩარჩოში ჩასმული, ლიმიტირებული რწმენების ჩამოყალიბება. ნეიროლინგვისტების აზრით, ამ ტიპის რწმენები უნდა მოვიხსენიოთ, როგორც “ანაბეჭდები“. იგი ძირითადად მოგონების სახით ფორმირდება ადრეულ ასაკში, მას აქვს პრივილეგია, გააძლიეროს ან შეასუსტოს ბავშვობისდრონდელი რწმენები. ზოგიერთი მოგონება, რომელიც დასაწყისშივე ყალიბდება, შესაძლებელია, სრულიად არ იყოს ჯანსაღი ხასიათის მქონე, იგი სრუქტურირდეს, როგორც დამაბნეველი ან მატრამვირებელი გამოცდლების მონაკვეთი, რომელიც „დავიწყებას მიეცა“. არ აქვს მნიშვნელობ ცნობიერია თუ არაცნობიერი ჩვენი შინგანი რწმენები, ხედვები ფულთან დაკავშირებით უმეტესად მაინც მათ ეფუძნება.

უმთავრესი ფსიქოლოგიური განსხვავება ფინანსურად შეძლებულსა და გაჭირვებულს შორის ისევ რწმენების გარშემო ტრიალებს. ადამიანებს არ შეუძლიათ დატოვონ საკუთარი კომფორტის ზონა, მათ უბრალოდ ეშინიათ რაღაც ახლის და ჰქონიათ, რომ ეს ყოველივე მხოლოდ უარესობისკენ წაიყვანთ. აუცილებელია, გავითვალისწინოთ კიდევ ერთი საკითხი- ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან „გამდიდრების მანიით“ არაჯანსაღ ცხოვრებას ეწევიან. აქვე უნდა გავიაზროთ, რომ ფული არ განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ხარ, ის უბრალოდ რესურსია.

ფინანსების მიმართ ადამიანის დამოკიდებულების გამომსახველი ტერმინია: „ეფლუენცა“- მდგომარეობა, რომელსაც განიცდის მდიდარი ხალხი, სიმპტომებია მოტივაციის ნაკლებობა, დანაშაულის შეგრძნება და იზოლაცია . იგი ძირითადად დამახასიათებელია მისთვის, ვინც მემკვიდრეობით დიდძალი ქონება მიიღო, ახლა კი სრულიან უმიზნოდ დარჩა.

ერთხელად, როცა ადამიანები შეწყვეტენ საკუთარი თავის ღირებულებისა და ფულის გაიგივებას, სწორედ ამ მომენტში გიღება მათთვის კარი ახალი შესაძლებლობებისთვის. ერთხელაც, ისინი დაიწყებენ საკუთარ თავთან ადაპტირებას, ნაკლებად შეეშინდებათ რაღაც ინოვაციურის ცდის.

image
გარეგანი სამყარო ადამიანის შინაგანი „მე“-ს ანარეკლია. თუ ვინმე შინაგანად თავს კარგად გრძნობს, ეს მის ყოველდღიურობაზეც აისახება.

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
125