x
სასამართლომ ალი და ნინოს ძეგლზე ამძვრალ კაცს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
image
კონსტანტინე ედიბერიძეს, რომელიც ალი და ნინოს ქანდაკებაზე ავიდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე შალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება ხმაურის ფონზე გამოაცხადა.image

პროცესის განმავლობაში ედიბერიძე მოსამართლესა და სამართალდამცველებს ეკამათებოდა, განაჩენის გამოცხადების დროს კი მაგიდა ამოაყირავა.

კონსტანტინე ედიბერიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. მას გამოძიება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

დღეს ალი და ნინოს ქანდაკებაზე კონსტანტინე ედიბერიძე იყო ასული. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ და მისი ჩამოყვანა სცადეს, თუმცა კაცი დახმარების გარეშე ჩამოვიდა. ედიბერიძის თქმით, ქანდაკებაზე პროტესტის ნიშნად ავიდა და ამ ფორმით თავისუფალი ცხოვრების უფლება მოითხოვა.


ალი და ნინოსთან ედიბერიძესა და სამართალდამცველებს შორის მოხდა ინციდენტიც, რის გამოც ის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. კერძოდ, პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისთვის.

კონსტანტინე ედიბერიძე, იგივე "ჩაქუჩა". ედიბერიძე სოციალურ მედიაში ცნობილი იმით გახდა, რომ საკუთარ სახლში კანაფის 30 ძირი ჰქონდა მოყვანილი, რის გამოც მას პოლიციასთან პრობლემები შეექმნა.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0