x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ბედის ირონია " ტეხასურად, რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა

imageქალი-პოლიციელი დალასიდან (შტატი ტეხასი, აშშ) გვიან ღამით სახლში დაბრუნდა, თუმცა, როცა ბინაში შევიდა, იქ აღმოაჩინა მძინარე უცხო მამაკაცი. ქალს ბევრი არ უფიქრია და დაუპატიჟებელ სტუმარს ესროლა.

image

თუმცა გაირკვა, რომ ქალს ბინა შეეშალა და მეზობელთან შევიდა. როდესაც პოლიციელი მიხვდა შეცდომას, კოლეგებს და სასწრაფოს დაურეკა, ახალგაზრდა მამაკაცი რეამინაციაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი აღმოჩნდა 26 წლის ბოტამ ჯინი, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეკლესიაში მსახურობდა.

image

ბოტამის მშობლები აცხადებენ, გიჟი უნდა იყოს ადამიანი, ბინა რომ შეეშალოს:"რანაირად შეეშალა, ბოტამი უცოლო, მარტოხელა იყო, მისი ბინა სულ სხვაგვარად გამოიყურება" - აღნიშნეს მათ.

image

ბოტამის ზოგიერთი მეზობელი კი ადასტურებს, რომ კორიდორები ერთმანეთს ჰგავს და სავსებით დასაშვებია, რომ პოლიციის ოფიცერს ბინა შეშლოდა, თუმცა ვერ ხვდებიან, როგორ მოარგო კარს გასაღები.

ინციდენტის შემდეგ დაახლოებით 150 ადამიანი მივიდა პოლიციის შენობასთან მოთხოვნით, დასაჯონ ქალი-პოლიციელი.

image

საქმეს იძიებს საოლქო პროკურატურა, პოლიციელი ქალის სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ხმაურდება.


იმავდროულად, ჰარდინგის უნივერსიტეტმა, სადაც სწავლობდა ბოტამი, სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. ისინი საკუთარ თავს ოჯახს უწოდებენ.

"ჰარდინგის ოჯახმა ამ დილით შეიტყო ჩვენი კურსდამთავრებულის, ბოტამ ჯინის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ, რომელიც წუხელ მოკლეს საკუთარ სახლში. ბოტამი ხშირად უძღვებოდა ლიტურგიას ჩვენს სამლოცველოში და კამპუსში. ჰარდინგის მთელი ოჯახი გლოვობს ბოტამს, რომელიც ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის. გთხოვთ, შემოუერთდეთ ჩვენს ლოცვებს, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები და ყველა, ვისაც შეხება გქონდათ მის არაჩვეულებრივ ცხოვრებასთან. "


იხილეთ მსგავს თემაზე:მკვლელი პოლიციელები

0
200
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0