x
მეტი
  • 19.11.2018
  • სტატია:82903
  • ვიდეო:334265
  • სურათი:440573
სიღნაღის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა - ცოფის საფრთხე ქიზიყში

image


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში რთველში მიმავალ ქალსა და მამაკაცს თავს მგელი დაესხა. ორივე დაშავებული წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.


როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, მათ დაზიანებები წვივის, მხრის და ხელის არეში აღენიშნებოდათ. ამ დროისთვის ორივე მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერეს.


„შემოიყვანეს ორი ადამიანი. მათ ჰქონდათ ღია ჭრილობები. პაციენტებს ჩაუტარდათ ყველანაირი შესაბამისი პროცედურა. გაუკეთდათ ტეტანუსის ვაქცინა და ცოფის სააწინააღმდეგო აცრა. ასევე დავუმუშავეთ და შემდეგ გავუკერეთ ჭრილობები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა წნორის „არქიმედეს“ კლინიკის დორექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნანა თამაზიშვილმა.


ზოგადად, ქიზიყის სხვადასხვა სოფლებში მგლების შემოსევის ფაქტები გახშირებულია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ მეზობლად მდებარე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ცოფის გამოვლენის რვა დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის ცოფი დადასტურდა მგელშიც, რის გამოც რამდენიმე სოფელში კარანტინიც მოქმედებდა.

.

0
226
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0