x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ჯარისკაცის მამის ძეგლის რეაბილიტაციაზე გურჯაანში 33 333 ლარი დაიხარჯება

image


ქალაქ გურჯაანში დიდების მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯარისკაცის მამის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის რემონტი ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
.
პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფარსტრუქტურის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ მესაბლიშვილის ინფორმაციით, სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
.
“სამუშაოების ფარგლებში მემორიალზე არსებული ქვის კიბეები შეკეთდება, ჯარისკაცის მამის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიზე მოეწყობა სკვერი, დამონაჟდება 10 ვიდეოთვალი და მოეწყობა სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება’’, - განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ მესაბლიშვილმა.
.
პროექტის ღირებულება 33 333 ლარია. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ ბილდ გრუპი “ ასრულებს.
0
40
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0