x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შაკირასა და პიკეს სახლის ძარცვისთვის ქართველი კანონიერი ქურდი "გოგიტა" დააკავეს
ესპანური მედიის Estrella Digital-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე, ზედმეტსახელად "გოგიტა" დააკავეს.



image


ცნობილია, რომ 6 ივნისს პოპ ვარსკვლავის, მომღერალი "შაკირასა" და ცნობილი ფეხბურთელის "ჟერარ პიკეს" სახლი გაძარცვეს. ყველამ ვიცით, რომ წყვილი ქორწინებაშია და მათ ორი საერთო შვილი ყავთ.


ასევე ესპანური მედიის Estrella Digital-ის ინფორმაციით, ძარცვაში ბრალდებული გოჩა მაისურაძე იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა არაერთ ძარცვას და ასევე "ნარკოტიკული" საშუალებებით ვაჭრობას. (იხ: ვიდეო)






"იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, "გოგიტას" ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა. ვენდეტები, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება – სამაგიეროს მათ "გოგიტა" ასე უხდიდა" – წერს გამოცემა Estrella Digital-ი.



შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი მომღერალი "შაკირა" და ცნობილი, კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარდ პიკე ერთ-ერთი ცნობილი წყვილია. შაკირა 10 წლით უფროსია პიკეზე, თუმცა მსგავსი ასაკობრივი სხავაობა მათ ბედნიერებას ხელს სულაც არ უშლის და წყვილს ორი საერთო ვაჟი ყავს. არაერთხელ წერდა ყვითელი პრესა მათი დაშორების შესახებ, თუმცა ეს დეზინფრმაცია იყო, ისინი კვლავ ერთად არიან და ბარსელონაში ცხოვრობენ.


image







4
306
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
306
  
2019, 6 იანვარი, 9:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 10 სექტემბერი, 20:50
we are proud of you(Gogit)
2018, 10 სექტემბერი, 16:09
სირცხვილი ჩვენი..აღარსად არ გამოგვეყოფა თავი :(
2018, 10 სექტემბერი, 14:59
კიდევ ერთხელ "გვასახელეს" თანამემამულე კრიმინალებმა. :((
0 1 4