x
image
რუსუდან ნადირაშვილი
შაკირას ბინის ძარცვისთვის ქართველი კანონიერი ქურდის დაკავებას საქართველოში ადასტურებენ

image

.

ესპანეთში ცნობილ მომღერალ შაკირას და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვის ბრალდებით ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, გოჩა მაისურაძე, იგივე „გოგიტა“ დააკავეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია აქტიურად ავრცელებს.
.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ესპანეთში ე. წ. კანონიერი ქურდი ნამდვილად დააკავეს. როგორც შსს-ში ამბობენ, ქართული მხარე გოჩა მაისურაძის დაკავების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა, დამატებითი დეტალები მათთვის უცნობია.
.
ესპანური მედია წერს, რომ "გოგიტა" სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც სახლების ძარცვით იყვნენ დაკავებულები. შეგახსენებთ, შაკირას და პიკეს სახლი 6 ივნისს გაძარცვეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0