x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანიაში ფერმიდან გაიქცა ძროხა, რომელიც ძალიან უცნაურ ადგილზე იპოვეს(ვიდეო)
image

ფერმიდან გაქცეული ძროხა ქალაქ მაინიგენის(ტიურინგიას მხარე)ქუჩებში დასეირნობდა და ბოლოს, ერთ-ერთი გარაჟის თავზე ავიდა. პირუტყვს ვერტმფრენით ეძებდნენ და დაინახეს, რის შემდეგაც მის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია განხორციელდა.


დღემდე გაუგებარია, როგორ შეძლო ძროხამ საკმაოდ მაღალ გარაჟზე ახტომა. სამაშველო სამსახურის მოსვლის შემდეგ ძროხა ძალზე შეშინებული იყო და წინააღმდეგობას უწევდა მაშველებს, ამიტომ ვეტერინარები იძულებულები გახდნენ, პირუტყვი დაეძინებინათ.


მხოლოდ მესამე ცდის შემდეგ შეძლო ამწემ ძროხის ჩამოყვანა. ამჟამად პირუტყვი მშობლიურ ფერმაშია.(ნახე ვიდეო)



აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ძროხამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ამა წლის ივნისში ბულგარეთში ერთ-ერთ გლეხს გაეპარა მაკე ძროხა სახელად პენკი და სერბეთში გადავიდა, სერბეთში ძროხა ვეტერინარმა გასინჯა, გასცა ცნობა, რომ ძროხა ჯანმრთელია და ბულგარეთს დაუბრუნა. როდესაც პატრონმა მისი დაბრუნება მოინდომა, ბულგარეთის ხელისუფლებამ სერბების გაცემული ცნობა ბათილად ცნო, რადგან ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და პირუტყვის განადგურება გადაწყვიტა, რა დროსაც ძროხის დასაცავად საზოგადოებამ ხმა აიმაღლა.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ გადაიფიქრა ძროხის მოკვლა.

1
420
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
420
  
2018, 10 სექტემბერი, 13:01
ვაიმეეე))))))
0 1 1