x
image
თორ ნიკე
Mediator image
7000 წლის წინანდელი უბეიდის რეპტილოიდების საიდუმლო
7000 წლის წინანდელი უბეიდის რეპტილოიდების საიდუმლო


მეცნიერულ სამყაროში მიღებულია, რომ დედამიწის პირველი ცივილიზაცია შუმერში დაიწყო. საინტერესოა, რომ ალ-უბეიდის აღმოჩენები შუმერებამდელ არტეფაქტებს ავლენს, რომელიც მაღალი კულტურის ხალხს ეკუთვნოდა, მაგრამ უცნაურია ამ არტეფაქტებზე გამოსახული არსებანი, რომელთა ასაკიც 7000 წელს აღემატება.

უბაიდის კულტურა არის პრეისტორიული მესოპოტამიის (შუამდინარეთის) კულტურა, რომელიც ყვაოდა ძვ.წ. 5500 - 4000 წლებში. ისევე, როგორც შუმერების, ასევე უბეიდის კულტურის ჩამომყალიბებელი ხალხის წარმოშობაც უცნობია დღევანდელი მეცნიერებისთვის. ეს ხალხი ცხოვრობდა ტალახის აგურებით აგებულ სახლებში. ჰქონდა საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი დასახლებები, ეწეოდნენ მაღალგანვითარებულ მიწათმოქმედებას და ჰქონდათ აწყობილი ირიგაციის სარწყავი სისტემები. მათი სოფლების დიდი ნაწილი გადაიქცა დაბებად და შემდგომ ტაძრების აგებაც დაიწყეს თავიანთი საკულტო წესების აღსასრულებლად, მაგალითად, ერიდუს, ურის და ურუქის ტერიტორიებზე. თავად შუმერული ტექსტები გვაუწყებენ, რომ ური იყო პირველი ქალაქი დედამიწაზე.


7000 წლის წინანდელი უბეიდის რეპტილოიდების საიდუმლო



მთავარი ადგილი, სადაც ეს ძალიან უცნაური და დამაფიქრებელი არტეფაქტები იქნა აღმოჩენილი, დღეს ჰქვია არაბული სახელი თელ ალ'უბაიდი, ასევე ასეთივე ფიგურები ნანახი იქნა როგორც ურში, ასევე ერიდუში. ელ უბაიდის არქეოლოგიური საკვლევი ადგილი არის 1 კილომეტრის დიამეტრის და იქ შენობები არ აღემატებოდა 2 მეტრს მიწიდან. ეს ადგილი პირველად გამოიკვლია ჰარი რეგინალდ ჰალმა 1919 წელს.


7000 წლის წინანდელი უბეიდის რეპტილოიდების საიდუმლო


აღმოჩენილი ფიგურები გამოსახავენ მდედრ და მამრ არსებებს, რომელთაგან ბევრი ატარებს რაღაც ჩაფხუტის მსგავს თავსაბურავს. ასევე რაღაც სამხრეებს, რომელიც ალბათ მაღალ წოდებას აღნიშნავდა. ზოგიერთ ფიგურას უჭირავს სკიპტრა, რაც სიმბოლოა ძალაუფლების და მმართველობის. ფიგურები სხვადასხვა პოზიციაში არიან, სხეულის განსხვავებული დგომით, მაგრამ ყველაზე უცნაური არის მათ შორის მდედრობითი სქესის ჰუმანოიდი რეპტილოიდები, რომლებსაც ხელში უჭირავთ ჩვილები, რომელთაც ასევე რეპტილოიდური გარეგნობა აქვთ და აწოვებენ ძუძუს.


7000 წლის წინანდელი უბეიდის რეპტილოიდების საიდუმლო



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჩინური ქვის დისკების საიდუმლო

2. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები თბილისის ცაზე

3. დედამიწაზე ჩვენ პარალელურად სხვებიც ცხოვრობენ?

4. ჰეროდოტეს უცნაური ჩანაწერები, რაც ისტორიამ შემოინახა

5. უცხო სტუმრების გამოჩენა საქართველოში - მესამე დონის კონტაქტი

6. გულწასული კაცი გონს აბსოლუტურად სხვა ადამიანად მოეგო

7. ვიეტნამის ჯუნგლების ამოუცნობი არსებები

8. შატურის საიდუმლო - ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენა რუსეთში

9. უძველესი ქართველი გიგანტები

10. დავით დევდარიანი - კონტაქტი უცხოპლანეტელებთან

11. გარი მაკკინონი - ჰაკერი, რომელმაც ნასა უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ამხილა

12. ამოუხსნელი ფენომენი - ნიშნები პურის ყანებში

13. უცნაური ისტორიული ცნობები ძაღლისთავიან ადამიანებზე

14. შუმერები ამერიკაში



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
867
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
867
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0