x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინური ქვის დისკების საიდუმლო
ჩინური ქვის დისკების საიდუმლო


ძვ.წ. 5000 წლის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული, ჩინეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურების ხალხებს ჰქონდათ უცნაური ტრადიცია - ისინი თავიანთ გარდაცვლილებს აყოლებდნენ ჯედეს ქვისგან დამზადებულ ბრტყელ დისკებს. ჯედეს ქვა არის ურთულესად დასამუშავებელი ქვა დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი, არათუ მაშინდელით. ამიტომ მეცნიერებს ძალიან უკვირთ, თუ რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს ქვა ძველმა ჩინელებმა სარიტუალო მიზნებისთვის და არა სხვა, უფრო ადვილად დასამუშავებელი ქვა.

ჯედეს ქვა რამდენიმე სილიკატური მინერალისგან შედგება და ხშირად გამოიყენება ვაზების, სამკაულებისა და სხვადასხვა ორნამენტული შემკულობების დასამზადებლად. ის, როგორც წესი, უფეროა, მაგრამ სხვა მინერალების შერევით მომწვანო ფერს იღებს.


ჩინური ქვის დისკების საიდუმლო



ჯედეს დისკებს სხვანაირად კიდევ "ბი დისკებს" უწოდებენ. მათ ნეფრიტისგან ამზადებდნენ ლიანგჭუს კულტურის პერიოდში. როგორც ჩანს, ამ ქვებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ კულტურაში, ვინაიდან ის თითქმის ყველა მიცვალებულს აქვს ჩაყოლებული საფლავში, რაც კი ამ კულტურების არეალში აღმოაჩინეს, მაგალითად, ჰონგშანის კულტურაში (ძვ.წ. 3800 - ძვ.წ. 2700 წწ.), და ლიანგჭუს კულტურაში (ძვ.წ. 3000 - ძვ.წ. 2000 წწ.). ამ ქვებს ჩინელები მიცვალებულს ადებდნენ გულმკერდის არეზე ან მუცელზე. თვითონ ქვები კი შეიცავდა ნიშნებს, სიმბოლოებს, რომელიც აღნიშნავდა ცას. თვითონ ჩინურად ამ ქვებს ეძახდნენ "იუ"-ს, რაც ნიშნავს წმინდას, ძვირფასს ან დიდებულს.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
282
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0