x
image
- შარლოტა -
ჯიჯი ჰადიდი ჰაშიმოტოს დაავადებაზე ალაპარაკდა

image
23 წლის ვარსკვლავი, ამერიკელი მოდელი - ჯიჯი ჰადიდი ე.წ ჰაშიმოტოს დაავადებაზე ალაპარაკდა, რომლითაც თავად გახლავთ დაავადებული!
რას ნიშნავს ჰაშიმოტოს დაავდება? ეს გახლავთ აუტოიმუინური დაავადება,
რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ხდება ზოგიერთი უჯრედითა
და ანტისხეულით წარმოებული იმინური პროცესის სამიზნე.
რას იწვევს მოცემული დაავადება? ის მრავალი სიპტომით გამოიხატება, თუმცა ყველაზე ცნობილი სიმპტომებია: დაღლილობა, წონაში მატება ან პირიქით, კლება, თქვენი სხეულის მკვეთრი შეცვლა, დეპრესია, პანიკური აშლილობები,
შემცირებული გულის ცემა, და უდიდესი პრობლემები ორსულობის დროს.
ამ სიმპტომებიდან, მოდელზე ყველაზე მეტად წონაში კლება, და მისი სხეულის მკვეთრი ცვლილები ზემოქმედებს, ამასთან დაკავშირებით მან არაერთხელ ისაუბრა, რადგანაც ინტერნეტსივრცეში
ტოპმოდელის მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა, როგორ შეეცვალა სხეული –
ძალიან გახდა, ან ძალიან გასუქდა! imageამ თემასთან დაკავშირებით ჯიჯიმ თვითერზე დაწერა:
'' ალბათ ყველას გაინტერესებთ, რატომ იცვლება ჩემი სხეული ამ წლების განამვლობაში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 17 წლის ვიყავი და უკვე სამოდელო სფეროში ფეხიც შევაბიჯე, არ ვიცოდი ამ დაავადების შესახებ, დასაწყისში ვინც მეუბნებოდით, რომ ძალიან დიდი ვიყავი ამ სფეროსთვის,
თქვენ უყურებდით ჩემს შებერილ სხეულს. ბოლო წლების განმავლობაში მე ვმკურნალობდი ჩემს დაღლილობას, მეტაბოლიზმს, პრობლემებს.
სტრესი და მგზავრობა მოქმედებს ჩემს სხეულზე, მე ყოველთვის ერთნაირად ვჭამ. ეს არ არის საჭმლითა და რაციონით გამოწვეული პრობლემა,
საქმე უფრო რთულად არის! მართალია, ამჟამად ვარ ძალიან გამხდარი,
რომელიც ბევრის კრიტიკულ თვალს არ უხარია, დიახ, არც მე მიხარია მათ შორის, სინამდვილეში, არც მე მსურს ვიყო ასეთი, თუმცა რაც მთავარია, ახლა შინაგანად თავს უკეთ ვგძნობ, ვიდრე ადრე '' imageსაქმე მხოლოდ სიგამხდრესა და სხეულში არ არის, ამ დაავადებას თან ახლავს უდიდესი პრობლემა მომავალი დედებისთვის! ჯიჯიც სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც გული შესტკივა იმ თემაზე, რომელიც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. როგორც იცით, ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის ძაალიან რთულია ჰყავდეთ შვილი, ან თუნდაც, შეინარჩუნონ ორსულობა. ჯიჯისაც ნაკლები შანსი აქვს, ჰყავდეს შვილი. როგორც იცით, ფარისებრ ჯირკვალს იმუნური სისტემა უტევს, რაც დროთა განმავლობაში ჯირკვლიდან ჰორმონის გამოყოფის რაოდენობას ამცირებს.

ვფიქრობ, დაგაინტერესებთ: ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის ისტორია

0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:- შარლოტა -
- შარლოტა -
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0