x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80769
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
რატომ არ უყვართ იაპონელებს სახლში სტუმრის მიღება

იაპონელები რატომ არ ეპატიჟებიან სტუმრებს საკუთარ სახლში? როგორ ცხოვრობს ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი საშუალო ფენა?

თქვენ თუ იცით, როგორ სახლებში და ბინებში ცხოვრობენ იაპონელები?



image



ფოტობლოგერმა ფსევდონიმით barmoska გადაწყვიტა გაგვიზიაროს საკუთარი ფოტოსურათები.




იაპონელები არცთუ ისე ხშირად იწვევენ სტუმრებს სახლში და ამის მიზეზიც აქვთ: იაპონელებს ერიდებათ გამოაჩინონ ის, თუ სად და როგორ ცხოვრობენ, იმდენად, რამდენადაც ბევრის სახლი არცთუ ისე კარგია. და მეორეც, მათ მენტალიტეტში ეს არაა მიღებული.


image


მაგრამ, ოსაკაში მცხოვრებ ნაცნობ ოჯახს ამ თემაზე განსაკუთრებული კომპლექსები არ გააჩნია. ამიტომ barmoska -მ გადაწყვიტა მისულიყო მათთან ბინაში და დაწვრილებითი ფოტო-აღწერა გაეკეთებია.


ჩვეულებრივი სურათები, რომლებიც გვიჩვენებენ, თუ როგორ ცხოვრობენ იაპონელები.

1. გავიცნოთ, მარცხნივ კიმურა-სანი და მარჯვნივ მისი მეუღლე, ერი-ჩანი. მათ სახლში შეგვიპატიჟეს.



image

2. მათი სადარბაზო. გარეთ მათი ავტომობილია გაჩერებული - Daihatsu.



image



3. მათ ადგილი აქვთ ასევე სახლის ქვეშ არსებულ ავტოსადგომზე, მაგრამ თუ მცირე დროით გადიან, მაშინ სათადარიგო გასასვლელთან ტოვებენ მანქანას.



image



4. ასე გამოიყურება სათადარიგო შესასვლელი.



image




5. ამ სახლში სართულები ცოტაა, მაგრამ ზოგადად ქალაქში ყველა სახლი მრავალსართულიანია.



image



6. სათადარიგო შესასვლელთან დაყენებულია საფოსტო ყუთები და სასმელების გასაყიდი აპარატი.




image



7. ჩამოკიდებული თეთრი ყუთები, ეს არის ჩაუბარებელი ამანათების შესანახი ადგილი. ის ახლა ბევრ ახალ სახლშია. როგორ მუშაობს ეს სისტემა? დავუშვათ, მე ვცხოვრობ ბინაში ნომერი 402. ველოდები ამანათს Black Cat-ის კურიერული სამსახურიდან. როდესაც მე გავედი სახლიდან, მოვიდა კურიერი.

ის რეკავს ზარს, მაგრამ როდესაც მიხვდება, რომ სახლში არ ვართ, ტოვებს ამანათს თეთრ ყუთში, აწერს ჩემი ბინის ნომერს და წერს ასეთ შეტყობინებას:

„ასე და ასე, მოვედი და სახლში არ იყავით, ამანათი ჩაგიდეთ პირველ ნომერ ყუთში“.




წავიკითხავ რა ამ შეტყობინებას, მივალ აპარატთან, ვადებ სადარბაზოს ჩემს კომპიუტერულ გასაღებს - კომპიუტერი ხედავს, რომ გასაღები 402 ბინისაა და მიღებს ყუთს, რომელშიც ჩემი ამანათია.



image



8. მისაღების შემდეგ მთავარი შესასვლელის ინტერიერია. აქ შეგიძლიათ ჩამსხდეთ და მეგობრებს დაელოდოთ.



image



9. ვიდეო-ხმის გადამცემი მოწყობილობა მთავარ შესასვლელში ახლო ხედით.



image


10. საინტერესო გაფორმება.




image



11. უსფრთხოების მიზნით სახლების პირველ სართულებზე ლიფტთან კიდია ეკრანი, სადაც ჩანს სურათი კაბინებიდან.




image


12. სურათის ხარისხი შესანიშნავია.

.


image



13. ლიფტი კომფორტულია და წარწერები ინგლისურ ენაზეა.



image





14. ბევრ ბინაში ფანჯრები საერთო აივანზე გადის. ყველაფერი დაკეტილია რკინის საკეტებით.




image





15. აი, როგორ გამოიყურება ბინაში შესასვლელი - ნომრიანი ნათურა, ნათურა- სიბნელეში იატაკის გასანათებლად, სახლის ხმისგადამცემი, საკიდი ქოლგის ან ჩანთისთვის - სანამ კარს გააღებ.


image




16. აი, თავად ბინაც. მარჯვნივ თეთრი ზღურბლია, სადაც ყველა ტოვებს ფეხსაცმელს, - ეს შესასვლელია. შემდეგ დერეფნიდან შედიხართ ბინაში. მისაღებში დგას კარადა.


image



17. მარცხნივ თუ შებრუნდებით, დაინახავთ პატარა ოთახის შესავლელს, პირდაპირ - ტუალეტის შესასვლელია.


image



18. ბინაში არის მცირე ზომის ოთახი, სადაც დგას საწერი მაგიდა, ტელევიზორი, „ფუტონი“ (სძინავთ იატაკზე), დიდი კარადა. ნათურები ყველა დიოდური და დიდი დიამეტრისაა. ჭერზეც კი ჩამრთველებია.




image




19. კარი, რომელიც პირდაპირ მდებარეობდა. აქ, როგორც ჩანს, ტუალეტია. აბაზანა და ტუალეტი იაპონიაში ყოველთვის ცალ–ცალკეა. ახალ სახლებში ყველგან პულტიან ტუალეტებს ამონტაჟებენ.

image


20. ნომერ 17 სურათის შემდეგ დერეფანში ვუხვევთ მარჯვნივ. აქ სამი კარია. მარცხენა კარი - ეს აბაზანის შესასვლელია (მის პირველ ნაწილში). წინ მდებარე კარს მივყავართ სასტუმრო ოთახში და სამზარეულოში. მარჯვენა კარი - იქ კიდევ ერთი მცირე ზომის ოთახია. ვნახოთ, იქ რა ხდება?




image



21. კიდევ ერთი ოთახი, ის ყველანაირი უსარგებლო ნივთების შესანახად გამოიყენება.




image




22. ეხლა შევიდეთ მეოცე ფოტოს წინა კარში, რომელსაც სასტუმრო ოთახში და სამზარეულოში შევყავართ. მარცხნივ მდებარეობს ყველა ოთახის შუქის ჩამრთველი, შუაში – აირის და აბაზანის ცხელი წყლის მართვის პულტი, მარჯვნივ – სახლის ხმისგადამცემი.


image




23. შემდეგ სამზარეულოა, სადაც დიასახლისი სადილს ამზადებს. სამზარეულოდან პატარა აივანზე შეიძლება გასვლა. დიდი მაცივარი side-by-side, ჰაერის გამწოვი, საყოფაცხოვრებო ნივთების კარადა, წინ დგას დიდი ქვაბი. მაცივრის იქით აბაზანაში გამავალი კარია. აბაზანას ორი შესასვლელი აქვს - ერთი დერეფნიდან ( ფოტო ნომერი 20), ხოლო მეორე – სამზარეულოდან.




image



24. სამზარეულოდან აივანზე გამავალი კარი.




image


25. რა არის აბაზანაში? – დიდი ნიჟარა, სარკეებიანი კარადა კოსმეტიკის შესანახად. მარცხნივ კედელზე აბაზანის მართვის დამხმარე პულტია - საშრობის, საუნის ან კონდიციონერის მართვის ფუნქციით. აბაზანის სარკეში კარი ჩანს.



image

26. მარცხნივ სამრეცხაოა დამონტაჟებული, ოდნავ მარჯვნივ მისაღების კარი ჩანს.



image



27. ეს კი აბაზანაა. რა სილამაზეა. ყურადღება მიაქციეთ საშხაპეს და იატაკს. იაპონიაში შხაპს იღებენ არა აბაზანაში, არამედ ფეხზე (ან დამჯდარი) აქ, ამ ხაოიან პლასტმასზე. წყლისთვის გათვალისწინებულია პატარა ლუქი აბაზანის ქვეშ. სარკეში ირეკლება მართვის ორი პულტი - ერთი აბაზანის, მეორე დანარჩენი ფუნქციისთვის (საუნა და სხვა.).

image

28. დავბრუნდეთ სასტუმრო ოთახში. პირდაპირ ზურგს უკან, თუ შევხედავთ 23 სურათს, შესასვლელია მთავარ საძინებელ ოთახში. ეს მასპინძლების საძინებელია. ოთახი დიდია, ფართე, რომელშიც ევროპული საწოლია, კომპიუტერის მაგიდა, კარადა და ლოჯში გასასვლელი.

image

29. მცირე ზომის ტახტი დგას სასტუმრო ოთახში.




image






30. ტახტის მარცხნივ მდებარეობს ტუმბო მასპინძლის „საგანძურით“. კომიქსები, ჩაის წიგნი, ოჯახური ფოტოსურათები.





image



31. ახალგაზრდა წყვილი სულ ახლახან დაქორწინდა, მანამდე ერთმანეთს ხვდებოდნენ წელიწად–ნახევარი. მუშაობენ ერთ კომპანიაში ერთმნაირ თანამდებობაზე - მენეჯერად. სამსახურში გაიცნეს ერთმანეთი. ქორწილის პატარა სურათზე ჩანს პატარძალი წითელ კაბაში.



image


32. მოპირდაპირე კედელთან დგას სავარძელი და კომოდი სადღესასწაულო ჭურჭლით.




image



33. ტახტის მარჯვნივ დგას ტელევიზორი და PlayStation 3.




image





34. სათამაშოების გარეშე?



image


35. ტელევიზორის უკან კედელზე მდებარეობს სავენტილაციო სარქველები. ბინაში ჰაერი სუფთაა და ახალი.



image



36. ყოველ ოთახში კონდიციონერი კიდია.



image



37. აქ მეორე ლოჯში გასასვლელია . ყველა კარი გასაწევია. ცივ დღეებში შეიძლება შეგცივდეთ.



image


38. ყველა აივანზე და სახლში წყლის ონკანებია ყვავილების მოვლის სიმარტივისთვის.



image



39. იაპონიაში ყველგან უკაბელო მტვერსასრუტი რობოტია.




image




40. სადილზე მათ სუშის დიდი ასორტიმენტი, ყინულებიანი ცივი წყალი და რულონები აქვთ.




image


41. ყველაფრის შეჭმა შეუძლებელია.




image


42. ეს კი სულ შევჭამე.



image





43. იაპონელები უპურატესობას ანიჭებენ, ტელეფონზე დაკიდონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ.



image




44. მეუღლე კინმურა-სანი სულ მხიარულობდა და სხვადასხვა მიმიკას იღებდა.



image


ბინა ახალია და კრედიტით იყიდეს ორი წლის წინ. ყველა ახალაშენებული ბინა იყიდება 30 წლიანი კრედიტით. პროცენტული კურსი შეადგენს 3 პროცენტს წელიწადში, შესაძლებელია ნაკლებიც 2-2, 5 პროცენტიც. ბინა 90 კვადრატული მეტრია, ღირდა დაახლოებით 35 მილიონი იენი, ახლა უფრო ნაკლები.



45. მადლობა კიმურე-სანს და ერი-ჩანს იმისთვის, რომ გვაჩენეს, როგორ ცხოვრობენ იაპონელები.



image








***



იხილეთ ასევე:

1. ბიბლიური ადამის პირველი თავნება ცოლის, ლილიტის ისტორია. შემდეგი იყო ევა…





2. როგორ ხდებოდნენ ნორმალური ადამიანები მკვლელები – ბრბოს ფსიქოლოგია (ტრაგედია პოლონეთში)






3. „მე რატომ უნდა დავეხმარო ბრიყვ ქალს, რომელმაც გამრავლება ისწავლა და ფულის შოვნა - არა?“






***

3
346
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
346
  
14 სექტემბერი, 0:01
მამამ მოიყვანა ტურისტი იაპონელი წყვილი, ჯაკუზით დაწყებული როგორც ქართული წესი და ტრადიცია მოითხოვდა ბოლომდე ვეცით პატივი.
სახლში მოვასვენეთ და დილით ქალმა ტურისტული ჩანთების შემოწმება დაიწყო, არ ვიცი რა იფიქრა, ალბათ რამე ხომ არ ამოგვიღესო!
ინგლისურს ფლობდნენ და საკმაოდ მკვახედ ვუთხარი: ქართველისათვის სტუმარი ღვთისგან გამოგზავნილია და არასდროს არცერთი ქართველი არ იკადრებს სტუმრის გაქურდვას მეთქი!
გაშრა ორივე, მამა აპირებდა მესტიაში მათ წაყვანას და ისე ეწყინა სადგურამდეც არ მიუყვანია გამოძახებულ ტაქსს გააყოლა.
ძალიან ცუდი წარმოდგენა დამიტოვეს...
13 სექტემბერი, 22:32
:-)...მართლა?... ეგრე ალბათ ყველას უყვარს
13 სექტემბერი, 14:38
სხვის სახლში კარგად უყვართ ყლაპვა!
0 1 3