x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ედგარ ალან პოს გაყალბებული ბიოგრაფია - ნაწილობრივი ფიქცია

ედგარ პო


როდესაც ედგარ პო გარდაიცვალა, დაიწერა ნეკროლოგი ხელმოწერით - "ლუდვიგი". ტექსტი ასეთი იყო „გარდაიცვალა ედგარ ალან პო. იგი გუშინწინ გარდაიცვალა ბალტიმორში. ეს განცხადება ბევრს შეაშინებს, თუმცა ცოტა თუ იგლოვებს“. ამ მონაკვეთიდან ჩანს ედგარზე რას ფიქრობდა ხალხი, თუმცა, დამეთანხმებით რომ იგრძნობა ირონია. ავტორის ვინაობა მალევე გაირკვა, ეს გახლდათ - კრიტიკოსი, ჟურნალისტი და ანტროპოოგი -რუფუს უილმოტ გრისვოლდი. სწორედ ამ უკანასკნელმა დაწერა ედგარ პოზე წიგნი, სადაც ცდილობდა ჩირქი მოეცხო პოს პიროვნებისთვის და შეექმნა ილუზია, რომ იმ შესანიშნავი პოემებისა და მოთხრობების ავტორი, რომელმაც დღემდე მოაღწია და მკითხველი სამუდამოდ ეყოლება - ცუდი ადამიანი იყო, წიგნის მიხედვით პო უზნეო ლოთი გახლდათ, რომელიც ავი ბუნების იყო და პიროვნულ სიმახინჯეს ლიტერატურად აქცევდა.

გრინსვოლდის ნაწარმოებზე, რომელიც უფრო მხატვრული იყო, ვიდრე რეალისტური, ეწოდებოდა: "ავტორის მოგონება". ეს წიგნი პოს ბიოგრაფიას გვაცნობს და ამ მხრივ უნიკალურია, თუმცა იმდენი სიყალბე და ავტორის ბოღმანარევი სისულელე წერია, რომ დაგმობილი იქნა იმ ხალხის მიერ ვინც პოს იცნობდა. გრინსვოლდი წერდა იმასაც, რომ პო ნარკომანი იყო, თუმცა დამტკიცებულია - პო არ მოიხმარდა ნარკოტიკებს !

ახლა საინტერესოა ისიც თუ რატომ შექმნა ეს ფიქცია რუფუს უილმოტ გრინსვილდმა. ეს ადამიანი და პო ერთმანეთს იცნობდნენ და ლიტერატურულ პაექრობაში სათანადოდ უწევდნენ ერთმანეთს წინააღმდეგობას. თუმცა რუფუსის ეს საზიზღარი საქციელი განპირობებული იყო სიყვარულისაგან, დიახ, მხოლოდ ამ გრძნობას შეიძლია მკვდარი კაცის ზიზღით წიგნი დააწერინოს გაცხოველებულ სულელ კრიტიკოსს.

რუფუსს უყვარდა ფრანსის სარჯეტ ოსგუდი, ოსგუდს კი ურთიერთობა ჰქონდა პოსთან, შესაბამისად ცალმხრივი სიყვარული გახდა მიზეზი იმისა, რომ ვიღაც სულელს დღეს შეუძლია თქვას, რომ ედგარ პოს ბოროტი, ამორალური, ცუდი კაცი იყო.

დღეიდან კი ვიცოდეთ პირმყრალი გრინსვოლდის ნაწარმოების ლაიტმოტივი, რომ მხოლოდ ედგარ პოს სახელის შელახვა იყო და ნუღარ დავიჯერებთ სისულელეებს !

2
132
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა ბაკურაძე
ლუკა ბაკურაძე
132
  
2018, 9 სექტემბერი, 17:22
სწორი შენიშნაა, მადლობა .
2018, 9 სექტემბერი, 17:15
საინტერესო იყო.. ერთი რამ დაიმახსოვრეთ: სათაურის ბოლოს წერტილი არ იწერება !
0 1 2