x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დაჩეხილი ბავშვის მკვლელი ვერ იპოვნეს 9 თვეა, ვის უგებს ნიშნს, ვის ეჯიბრება? - თამო კეშელავა
image

სად არის მკვლელის გვარი და ჯიბაში, ქალბატონო თეა, ვის ჯიბაშია და რამდენის - ისაა საქმე.


1. იუსტიციის მინისტრს უხარია, თუ სწყინს, მკვლელის სახელს ოპოზიციაც რომ ვერ ასახელებს, ვერ გავიგე. ვის უგებს ნიშნს? დაჩეხილი ბავშვის მკვლელი ვერ იპოვნეს 9 თვეა, ვის უგებს ნიშნს, ვის ეჯიბრება?
2. კომისიამ მკვლელის სახელი როგორ უნდა დაასახელოს, რომ დაესახელებინა, ხომ ეტყოდა, მტკიცებულებები წარმოადგინეო, სადაა მტკიცებულებები, ფარდულიც კი დანგრეულია.
3. მკვლელის სახელი ვერ დაასახელა, მაგრამ ისეთები დაწერა, ძალიან ბევრი ადამიანი აღარ უნდა იყოს თანამდებობაზე ახლა.
4. ეს არ არის ახალი სპექტაკლი, არც რეპეტეზე გამოდიხართ, ქალბატონო თეა, ძველი ამბავია და კიდევ შეგახსენებთ - არც ნაცების და არც ევროპული საქართველოს პარლამენტში მიყვანა და თავზე დასმა მე არ მითხოვნია, მგონი. ამიტომ, ეს საკენკი, ძველი ნაცები ახალს სჯობია - კედელს შეაყარეთ და დააკვირდით.
5. საზოგადოება თქვენ შეგყავდათ შეცდომაში, როცა ამბობდით, რომ გამოძიება კარგად ჩატარდა და სწორად - როგორ ჩატარებულა გამოძიება სწორად - თუ, იუსტიციის მინისტრი ოპოზიციას ევედრება მკვლელის გვარი დაასახელეო?
6. რატომ არ დაგისვეს მართლაც კითხვები, ქალბატონო თეა? - ეგ კითხვა მეც მაქვს, მაინც რატომ არ დაგისვეს ნეტავი კითხვები? - მანდაც ვინმეს ხომ არ უნდა მოუნათლოთ შვილი?
7. მთელი ეს გამოძიება, თუ ვერ ხვდებით, იმისთვის ჩატარდა, რომ დადგენილიყო, სწორად წარიმართა, თუ არა, თავის დროზე საგამოძიებო სამუშაოები და დადგინდა - რომ არა, არ წარმართულა სწორად, როგორც თქვენ გვეუბნებოდით - ხოდა, მთავარ პროკურორს კიდევ ბევრი უნდა მიჰყვეს უკან - მაგრამ ჯერ უნდა გამოსწორდეს დაშვებული შეცდომები.
8. ნაციონალური მოძრაობა უფრო ჭკვიანია, ვიდრე ევროპული საქართველოო და კიდევ ვისზე უფრო ჭკვიანია ნაციონალური მოძრაობა, ქალბატონო თეა? ასე ჭკვიანი თუ იყო ნაციონალური მოძრაობა - რას ვერჩოდით, ნეტავი? რას გადაყვნენ, ნეტავი?
9. ხოდა, რაო ბოკერიამ, ნაკლებადჭკვიანმა ბოკერიამ რაო? პარლამენტში მინდა დარჩენაო და ტოვებთ, ხო? მკვლელის ვინაობა რომ ვერ დაასახელა? - მაინც, ქალბატონო თეა? მართლა ბოკერიასგან ითხოვთ მკვლელის დასახელებს, იმ ბოკერიასგან, ადრე რომ მკვლელს ეძახდით და ახლა ნაკლებადჭკვიანს, თუ რამე ვერ გავიგე, იუსტიციის მინისტრო?
10. გულწრფელად, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე მაინტერესებს - ვინმე გიწერთ ხოლმე სიტყვას, თუ თავად ახერხებთ ამისთანების მოფიქრებას? უნდა ვათარგმნინო ფრანგულად და დავუგზავნო თქვენს თანაკურსელებს, აი, იმათ, რომ გვახარბებდით, ევროპაში მაღალ თანამდებობეზე მუშაობენო.
11. ისე ამბობთ, მკვლელის გვარი ვერ დაასახელესო, გეგონება, იცოდით, რომ ასე იქნებოდა, გეგონება, მიგვანიშნებთ, რომ არავის შეუძლია გაიგოს, ვინ დაჩეხა ბავშვი, გეგონება, გვპირდებით, რომ ვერც ვერასოდეს გავიგებთ მკვლელის გვარს.


სად არის მკვლელის გვარი და ჯიბაში, ქალბატონო თეა, ვის ჯიბაშია და რამდენის - ისაა საქმე.image




0
83
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0