x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440628
Къонах - ვაჟკაცი

image


1995 წელს მიმდინარეობდა სასტიკი პირველი ჩეჩნეთის ომი, ბომბავდნენ ქალაქს (გროზნოს), ქალაქის მეცხრე საავადმყოფოში ძალიან ბევრი დაჭრილი იყო და კვლავ ბევრი შემოჰყავდათ. საავადმყოფოში მორიგეობდა ჰასან ბაიევი, ის იყო იქ ერთადერთი ქირურგი, რომელიც ერთ მაგიდაზე აკეთებდა ოპერაციებს, მას ეხმარებოდა მამიდაჩემიც, მორიგეობის მესამე დღე იყო და წუთიც არ შეუსვენიათ.

დაჭრილები მოჰყავდათ და მოჰყავდათ. ოპერაციებისთვის ფაქტიურად ადგილები აღარ იყო, აუარება დაჭრილებს უკანა კორიდორში აწვენდნენ, სანამ საოპერაციო მაგიდა არ გათავისუფლდებოდა. ოპერაციის შემდეგაც უკან აბრუნებდნენ, კორიდორში გამოჰყავდათ.


საავადმყოფოში შემოიყვანეს 20 წლის სასწრაფოდ საოპერაციო ბიჭი, ფეხები აღარ ჰქონდა, თითქოს ხორცის გასატარებელ მანქანაში მოჰყვა, ისე ჰქონდა გაფუჭებული. სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ საოპერაციო მაგიდა თავისუფალი არ იყო. მამიდაჩემმა ფეხები შეუხვია ბინტით, რომ სისხლის შეჩერება მაინც შესძლებოდა. იმ დროის განმავლობაში ბიჭი ხმას არ იღებდა, მაგრამ ეტყობოდა რომ ძალიან სტკიოდა დაჭრილი ფეხები.


როცა ოპერაცია მორჩა იმ მაგიდაზე რომელიც დაკავებული იყო, მაშინ საავადმყოფოში შემოიყვანეს პატარა ბავშვი "ასკოლკებით" დაზიანებული, უკვე სიკვდილის პირას მყოფი. დედა იხვეწებოდა რომ პატარა გადაერჩინათ. ბაიევ ხასანს მოუწია არჩევანის გაკეთება თუ რომელს გაუკეთებდა ოპერაციას (ბიჭის რიგი იყო), დაჭრილმა ბიჭმა თქვა რომ ბავშვისთვის გაეკეთებინათ ოპერაცია, მე მოვითმენ, ისე საჩქაროც არ ვარ. ბავშვის ოპერაცია დაიწყეს და ცოტა ხანში ბიჭიც გარდაიცვალა. უხმოდ, წყნარად, როგორც მგლები კვდებიან ხოლმე. ის როგორც ნამდვილი ვაჟკაცი ისე მოიქცა.


ექიმებიც ნამდვილი გმირები იყვნენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როცა ამდენი დაჭრილი შემოჰყავდათ, ამდენი სისხლი იყო, ამდენი სიმწრის ყვირილი, ამდენი ტირილი დაუმთავრებლად, ამდენი სიკვდილი... დაღლილობის და უძილობის მიუხედავად მაინც არ იშურებდნენ ძალას, რომ ხალხს დახმარებოდნენ.

სამი დღის მორიგეობის განმავლობაში ისინი ოპერაციებს აკეთებდნენ, ასეთი ვაჟკაცი ბიჭის მაგალითები კი ექიმებს ძალას აძლევდათ, რომ არ გაგიჟებულიყვნენ (ფსიქოლოგიურად) იმ ჯოჯოხეთში.


ერთ ერთი თვითმხილველის მოგონებიდან.

პირველი ჩეჩნეთის ომის (1994-96 წწ.) ეპიზოდი.

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0