x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აქ ჩააგდეთ თქვენი მახინჯი შვილები
image

"აქ ჩააგდეთ თქვენი მახინჯი შვილები", 60-იანი წლები აშშ.


60-იან წლებში აშშ-ს ზოგიერთ შტატში ჯერაც მოქმედებდა მე-19 საუკუნეში მიღებული "კანონი მახინჯებზე". ამ კანონის თანახმად კი ანომალიის მქონე ადამიანების საჯაროდ გამოჩენა იკრძალებოდა.


პირველად ეს კანონი 1867 წელს სან ფრანცისკოში გატარდა. 1890 წელს კი კანონმა მოქმედება პენსილვანიის შტატშიც დაიწყო. 5 წლის შემდეგ კი ანალოგიური რამ ნიუ იორკშიც მიიღეს.



კანონში აღნიშნული იყო: "დასახიჩრებულებს, განუვითარებლებს, ავადმყოფებს და სხვა ამდაგვარ ადამიანებს, რომელთა გარეგნობაც მხოლოდ ზიზღს გამოიწვევს, ეკრძალებათ საზოგადოებაში გამოჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან 1-დან 50 დოლარამდე თანხით თითოეული ასეთი ქმედებისას."

მსგავსი წესი მოქმედებდა ბევრ სხვა შტატშიც.


ეს კანონი კი ბევრგან ძალიან გვიან გაუქმდა, მაგალითისთვის ის ჩიკაგოში მხოლოდ 1974 გააუქმეს.

0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0