x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97296
  • ვიდეო:344143
  • სურათი:459275
გიორგი გეგეჭკორი - დიდი ქართველი მხატვრის კოლექცია - ქართველი მეფეები და მოღვაწეები
გიორგი გეგეჭკორი - დიდი ქართველი მხატვრის კოლექცია - ქართველი მეფეები და მოღვაწეები


გიორგი გეგეჭკორი არის ცნობილი ქართველი მხატვარი, რომლის ფერწერული ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, ასევე სხვადასხვა დაწესებულებაში და კერძო კოლექციებში როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მხატვარი ინტენსიურად მუშაობს პორტრეტულ ჟანრში. მას შესრულებული აქვს მრავალი ჯგუფური და ინდივიდუალური პორტრეტი. 1995 წლიდან გიორგი გეგეჭკორი ინტენსიურად მუშაობს ქართველმეფეთა და მოღვაწეთა პორტრეტების სერიაზე და შექმნილი აქვს ამ სერიის 40-მდე ძალიან მაღალი ხარისხის ნამუშევარი, რომელთაგან ზოგიერთსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ:


1) თამარ მეფე ბაგრატიონი (მეფობის წლები - 1184-1207/1210 წწ.) - ერთიანი საქართველოს მეფე



თამარ მეფე


2) ერეკლე II ბაგრატიონი (კახეთის მეფე იყო 1744-1762 წლებში, ხოლო ქართლ კახეთის მეფე იყო 1762-1798 წლებში) - ქართლ-კახეთის მეფე, რომელმაც ცხოვრებაში 500-მდე დიდი და მცირე ბრძოლა გადაიტანა.


ერეკლე II ბაგრატიონი



3) ვახტანგ V ბაგრატიონი (შაჰნავაზ I) - ქართლის მეფე (1658-1675 წწ.)


ვახტანგ V



4) გიორგი V ბაგრატიონი (ბრწყინვალე) - ერთიანი საქართველოს მეფე (1299-1302 და 1318-1346 წლებში)


გიორგი V ბრწყინვალე



5) გიორგი III ბაგრატიონი - ერთიანი საქართველოს მეფე (1156-1184 წწ.)


გიორგი III



6) სოლომონ I - იმერეთის მეფე (1752-1784 წწ.)


სოლომონ I



7) ფარნავაზ I - იბერიის მეფე (ძვ.წ. 302 - ძვ.წ. 237 წწ.)


ფარნავაზ I



8) ქუჯი - კოლხეთის მეფე (ძვ.წ. 325 - ძვ.წ. 280 წწ.)


ქუჯი - კოლხეთის მეფე



9) ბაგრატ III ბაგრატიონი - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე (975-1014 წწ.)


ბაგრატ III ბაგრატიონი



10) ვახტანგ I გორგასალი (სრული სახელი - ვარან ხუასრო თანგ ხოსროიანი, ზედმეტსახელად "გორგასარი", რაც მგლისთავას ნიშნავს) - ქართლის მეფე 449-502/522 წწ.)


ვახტანგ I გორგასალი



12) დემეტრე II ბაგრატიონი (თავდადებული) - ერთიანი საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში.


დემეტრე თავდადებული



13) დავით IV ბაგრატიონი (აღმაშენებელი) - ერთიანი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში.


დავით აღმაშენებელი



14) ცოტნე დადიანი - გაერთიანებული საქართველოს ფეოდალი - დაბადების თარიღი უცნობია, გარდაიცვალა 1260 წელს.


ცოტნე დადიანი



15) გიორგი ჭყონდიდელი - მწიგნობართუხუცესი. დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და უახლოესი გარემოცვის წევრი. დაბადების თარიღი უცნობია. გარდაიცვალა 1118 წელს.


გიორგი ჭყონდიდელი



16) შოთა რუსთაველი (1172-1216 წწ.) - ქართველი პოეტი. გენიოსი, რომელმაც შექმნა შედევრალური პოემა - "ვეფხისტყაოსანი"


შოთა რუსთაველი



17) ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - საქართველოში პირველი ბანკის დამფუძნებელი, მწერალი, პუბლისცისტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, განმანათლებელი.


ილია ჭავჭავაძე



18) ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950) - ეკონომისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი.


ფილიპე გოგიჩაიშვილი



20) ივანე მაჩაბელი - მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.


ივანე მაჩაბელი



21) ნიკო ნიკოლაძე - ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამებრძოლი. პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.


ნიკო ნიკოლაძე



22) დავით სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და დავით ხოშტარია.


დავით სარაჯიშვილი,  ნიკო ნიკოლაძე და დავით ხოშტარია



23) წმინდა ნინო - IV საუკუნის ქრისტიანი მქადაგებელი ქალი კაბადოკიიდან, რომელმაც კავკასიის იბერია (ქართლი) გააქრისტიანა და ქრისტიანობა მისი მოღვაწეობის შემდეგ გამოცხადებულ იქნა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად.


წმინდა ნინო




ასევე დაგაინტერესებთ:

1. თავადი გრიგორი გაგარინის ნახატები - კავკასიის ეთნოსები

2. კასტელის ნახატები XVII საუკუნის საქართველოს და ქართველების აღწერით

3. ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება

4. ადოლფ ჰიტლერის შემოქმედება - უცნობი ავსტრიელი მხატვარი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


9
386
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
386
  
2018, 9 სექტემბერი, 17:58
ინტერეს ყოველთვის ნაკლებად მნივსნელოვანზე და საინტერესოზე მიდის, ბრბოს სიმარტივეები და რუტინულობები იზიდავს, რას ვიზამთ ?! ;დ
2018, 9 სექტემბერი, 17:48
ხალხსაც კიდია, 20 ჯგუფში გავაზიარე და მხოლოდ 53 ნახვა აქვს :)) მაგრამ ვისაც არ გვკიდია გაგვატარონ :))
2018, 9 სექტემბერი, 17:42
რაინდები და როიალისტები მაგაზე კი არა, სულ ანტილიბერალიზმზე ფიქრობენ ;დ
2018, 9 სექტემბერი, 17:35
კი, ძალიან მაგარი იქნება ეგ :3 ამას ჩვენ კი არა, ჩვენი სასიქადულო ბაგრატოვანთა სამეფო სახლი რატომ არ ფიქრობს ნეტა? :))
2018, 9 სექტემბერი, 17:30
კი,ნამდვილად . შემდეგ შეკვრა შეიძლება მისი ნახატებით ისტორიული წიგნის და დასურათებული ესთეტიკურადაც ლამაზი გამოვა .
2018, 9 სექტემბერი, 17:28
აი ასეთ მხატვრები უნდა ფასდებოდნენ და აუცილებლად უნდა ვუკვეთავდეთ, რომ დახატონ ყველა მეფე, ვინც კი გვყოლია და ყველა დიდი ისტორიული პიროვნება. კოლხეტის მეფეებიდან დაწყებული, იბერიის მეფებით და ბაგრატიონებით გაგრძელებული. ასევე დადიანებ, გურიელები, ჯაყელები და სხვები... ეს იქნებოდა ჩვენი ისტორიის პატივისცემა ჩვენი მხრიდან და მსოფლიოსაც შევმატებდით ერთი ქვეყნის თვალსაჩინო ისტორიას. სანამა ამას არ გავაკეთებთ და ფილმებსაც არ გადავიღებთ, მხოლოდ ნაწერების თარგმნით ინგლისურად და რუსულად, მაინც დაკარგულია ჩვენი ისტორია მსოფლიოსთვის - ისტორიის პოპულარიზაცია მკვეთრ თვალსაჩინოებას მოითხოვს!
2018, 9 სექტემბერი, 17:21
მშვენიერი იქნება, ძალიან კარგი ფერებია, მკვეთრი, ცოტათი ბნელი და ფანტასმაგორიული .
2018, 9 სექტემბერი, 17:18
ეხლა დავუკავშირდები ფეისბუქზე ა მხატვარს და დანარჩენ 20 ნახატსაც ვთხოვ, რომ თუ აქვს ასეთი ფოტოები გადაღებული მათთვისაც გამოაქვეყნოს და დავდებ მეორე ნაწილსაც ამ კოლექციის. ძალიან მაგარი მხატვარია. :) შენ კაია რომ დარეგისტრირდი. წერე აქაც ;)
2018, 9 სექტემბერი, 17:15
მშვენიერია !
0 1 9