x
მეტი
  • 16.10.2018
  • სტატია:81644
  • ვიდეო:333730
  • სურათი:438826
რა კავშირია ტიტებსა და ბიტკიონს შორის ანუ როდის გასკდება მორიგი "ეკონომიკური ბუშტი"?

ოთხი საუკუნის წინ ჰოლანდია მოიცვა ''ტიტომანიის ეპიდემიამ'', რომელიც საოცრად ჰგავს 2010 წელს მსოფლიოში დაწყებულ ბიტკიონის აჟიოტაჟს. კრიპტოვალუტამ უკანასკნელ წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და სიტყვები " ბლოკჩეინი" და "ბიტკიონი" სულ უფრო ხშირად გამოიყენება ფინანსისტების ლექსიკონში. კრიპტოვალუტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გაჭრილი ვაშლივით ამსგავსებენ XVII საუკუნეში ჰოლანდიაში მომხდარ ტიტომანიას. ორივე შემთხვევას უწოდებენ "ეკონომიკურ ბუშტს". ესაა ფენომენი, როცა ინვესტორები აქტივებისთვის მათ რეალურ ღირებულებაზე გაცილებით დიდ თანხას იხდიან. მზარდი მოთხოვნილების წყალობით ფასები აღნიშნულ პროდუქტზე კატასტროფულად იზრდება. საბოლოოდ კი ბუშტი სკდება და ყველაფერი ინგრევა.



imageფოტოზე: უცნობი მხატვრის ტილო "ტიტების გამყიდველი", XVII საუკუნე


"ეკონომიკურ ბუშტს", ისევე როგორ ''ფინანსურ პირამიდას'', გააჩნია რამდენიმე სტადია:

პირველი სტადია-ყურადღების მიქცევა


ორგანიზატორები ინვესტორების ყურადღებას იქცევენ ახალი პროდუქტით ან ინოვაციური მომსახურებით. სწორედ ასე მოხდა XVII საუკუნის ჰოლანდიაში ტიტებით ვაჭრობის არნახული ზრდის დროს, რადგან იმ დროისათვის ეს ყვავილი იყო უმაღლესი კლასის საქონელი. ევროპაში ტიტები ირანიდან და ოსმალეთის იმპერიიდან მოხვდა. სიახლემ სწრაფად მიიპყრო ევროპელი არისტოკრატების ყურადღება. მოდური გახდა კაბების დეკოლტეების ცოცხალი ტიტებით მორთვა. ტიტების ბოლქვები ხშირად ფული ნომინალს ანაცვლებდა; სასიძოები კისერს იტეხდნენ იმ გოგონას ხელში ჩასაგდებად, ვისაც იშვიათი ჯიშის ტიტის ორიოდე ბოლქვი მოჰყვებოდა მზითვად; ყოფილა შემთხვევები, როცა ყვავილის ერთი ბოლქვი მთელ სახლზე გადაუცვლიათ... მოკლედ რომ ვთქვათ, ტიტა სიმდიდრის, ფუფუნების და მაღალი წრის მთავარ ატრიბუტად იქცა.

ტიტების მოშენება ევროპის ბევრ ქვეყანაში სცადეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ მცენარისთვის იდეალური პირობები ნიდერლანდების ზღვისპირა ნიდაგები იყო. ამიტომ ინტენსიურად დაიწყო ამ ადგილებში ყვავილების გაშენება. ტიტა ყველაზე მოთხოვნად საქონლად და კაპიტალის სარფიანად დასაბანდებელ საშუალებად იქცა.


imageიან ბრეიგელის ''ტიტომანიის ალეგორია", XVII საუკუნე


მეორე სტადია- ფასების მკვეთრი ზრდა მოთხოვნად პროდუქტზე


რეკლამის წყალობით ჰოლანდიაში ტიტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. 1636 წელს ერთი ბოლქვი უიშვიათესი ტიტის ფასი ახლანდელი ექვივალენტით 50 ათასი დოლარი იყო. ფასების სწორედ ასეთი მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა 2017 წელს ბიტკოინზე.

ფასების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, როცა პროდუქტის მიწოდება ბაზარზე განსაკუთრებით მცირდება. ტიტა სეზონური მცენარეა, ის მხოლოდ გაზაფხულზე ყვავის. ყვავილების შესყიდვისათვის ინვესტორებს წინასწარ უხდებოდათ კონტრაქტის დადება.


imageენდრიკ პოტის "ფლორის ოთხთვალა"- სატირული შინაარსის ნახატი, რომელიც ტიტების სპეკულანტებს ეძღვნება. XVII საუკუნე


მესამე სტადია-ეიფორია


იზრდება რიცხვი იმ ინვესტორებისა, რომელთაც სურთ სწრაფად გამდიდრება ჯადოსნურ პროდუქტზე ფასების ზრდის წყალობით. ფინანსური ბუშტი განიერდება. ზოგიერთი, გამჭრიახი ინვესტორი უკვე გრძნობს საფრთხის მოახლოებას და ცდილობს რაც შეიძლება მალე გაყიდოს პროდუქტი და ფული დაიბრუნოს.

ტიტების ფინანსური ბუშტის მსხვერპლი გახდა ცნობილი ჰოლანდიელი ქირურგი პიტერსზონი, რომელმაც გვარიც კი შეიცვალა და ტულპი (ტიტა) დაირქვა.



image რემბრდანდტი, ''დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი"



მეოთხე სტადია- ფიქსირებული მოგება


განა შეიძლება ყვავილის ერთი ბოლქვი 50 ათასი დოლარი ღირდეს? - გამყიდველები ნელ-ნელა ვარდებიან ეჭვებში, რომ ამ პროდუქტს კიდევ უფრო ძვირად გაყიდიან, ამიტომ ისინი იწყებენ დაჩქარებულ რეალიზაციას და თავიდან იცილებენ საქონელს. 1637 წელს ტიტებზე ფასები კატასტროფულად დაეცა.

სწორედ ასეთი ვითარება შეინიშნება ამჟამად ბიტკიონის ბაზარზე.



imageფოტოზე: ტიტებზე ფასების ზრდის და დაცემის გრაფიკი


მეხუთე სტადია-პანიკა


ადამიანები ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ ასეთ საარაკო ფასად ტიტების შეძენა სიგიჟე იყო. ყველა ცდილობს გაყიდოს თავისი საქონელი, ამის გამო ფასები საოცრად ეცემა და ბოლოს და ბოლოს ბუშტი სკდება.

საინტერესოა, რომ ტიტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი სპეკულანტი ვინკელი ფინანსური პირამიდის დანგრევის წინა დღეს გარდაიცვალა.


imageპიტერ ბრეიგელის ტილო" მებაღეობა XVII საუკუნის ჰოლანდიაში"


''ეკონომიკური ბუშტის'' ზრდა დამოკიდებულია ფასებზე, რომელსაც ინვესტორები იხდიან მორიგ ჯადო-საქონელში ისევე, როგორც ეს იყო ჰოლანდიაში. აჟიოტაჟი ადამიანებს ხელს უშლის რეალურად შეაფასონ სიტუაცია და პროდუქტის ფასი. ასე რომ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ბიტკოინიც საკმაოდ მალე განიცდის კრახს და მორიგი ფინანსური პირამიდაც დაინგრევა. გააჩნია მომავალი კრიპტოვალუტას თუ ''ტიტების ეპიდემიის''' მსგავსად ''ბიტკიონის ეპიდემიაც'' მალე ჩაცხრება, ამას არც ისე შორეული მომავალი გვიჩვენებს.

0
298
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0