x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყოველი მეათე წერა-კითხვის უცოდინარია
image

8 სექტემბერი წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღეა.



ბოლო კვლევების მიხედვით წერა-კითხვის მცოდნე მთელს მსოფლიოში 84% -ია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში წიგნიერების მაჩვენებელი გაიზარდა.


ეს იმას ნიშნავს, რომ 781 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე პლანეტის სხვადასხვა კუთხეში წერა-კითხვის უცოდინარია.1950-დან 1990 წლამდე, წიგნიერების რაოდენობა 56-დან 76% -მდე გაიზარდა და მომდევნო ათი წლის განმავლობაში 82% -იც კი შეადგინა. თუმცა, 2000 წლიდან წიგნიერების მატებამ მხოლოდ 2% -ით გაიზარდა.


UNESCO-ს მონაცემებით წერა-კითხვის უცოდინრები ძირითადად 15-იდან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან(90%), მათგან 2/3 ქალია, გოგონებს გაცილებით ნაკლები შანსი და შესაძლებლობა აქვს ისწავლონ წერა-კითხვა.

წერა-კითხვის უცოდინრობით რეკორდსმენია ინდოეთი(286 მილიონი ადამიანი.)შემდეგია ჩინეთი(54 მლნ.)პაკისტანი (52 მლნ.) ბანგლადეში(44 მილიონი)ნიგერია (41 მილიონი), ეთიოპია(27 მილიონი), ეგვიპტე(14 მილიონი)ბრაზილია (13 მილიონი), ინდონეზია (12 მილიონი) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (12 მილიონი).

ეს ათი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით წერა-კითხვის უცოდინართა 2/3 შეადგენს.



რაც შეეხება საქართველოს, "საქსტატის" მონაცემებით 12 576 მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარია. მათ შორის 9 517 სოფლად ცხოვრობს.


.





0
41
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0