x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მასაჟი და ნატურალური ინგრედიენტები თავის ტკივილის (შაკიკის) შესაჩერებლად

შაკიკი — ძალიან ძლიერი, აუტანელი თავის ტკივილია, რომელიც ჩვენს დროში მეტად გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით მოზარდებში და საშუალო ასაკის ადამიანებში.

შაკიკს მხოლოდ ერთი დღის გეგმის ჩაშლა კი არა, შეუძლია პრობლემები შექმნას სამუშაოსთან დაკავშირებით და ასევე გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.


image


ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა შაკიკის დაწყებამდე, რომ ტკივილის თავიდან აცილება შეძლოთ. ბევრი ხელმისაწვდომი საშუალება არსებობს, რომელიც შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება. ამ «წამლებს» შორის არის მარილიც, რომელიც საუკეთესო ინგრედიენტია სახლის პირობებში შაკიკის სამკურნალოდ, თან უმოკლეს დროში.

მაგრამ, სამკურნალოდ ნებისმიერი მარილი არ გამოდგება. საჭიროა ჰიმალაის მარილის კრისტალები (ვარდისფერი მარილი, იყიდება მარკეტებში), რომელიც 84 მინერალს შეიცავს და დაახლოებით, 118 ელემენტის წყარო არის. სამკურნალოდ მარილის გამოყენება ორგანიზმს სხვა უპირატესობასაც აძლევს: ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დონეს და აღადგენს მასში ტუტე გარემოს. ის ასევე აბალანსებს სისხლში სეროტონინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ჰიმალაის მარილი მინერალების მაღალი შემცველობის გამო, ელექტროლიტების დაბალანსებას ახდენს ორგანიზმში.

შაკიკის «წამლის» რეცეპტი კი ასეთია:

I. გახეხეთ 1 ლიმონის ცედრა სახეხზე და გამოწურეთ ლიმონი.

II. დაუმატეთ 1 ჩ. კ. ჰიმალაის მარილი.


III. დაუმატეთ 100 მლ. თბილი წყალი.

მიღებული ნაზავი არც ისე ცუდი დასალევია და 5 წუთში შაკიკის სიმპტომები ქრება.

ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების ნაცვლად, შეგიძლიათ ეს ბუნებრივი საშუალება გამოიყენოთ და შაკიკის შეტევები დაივიწყოთ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას უკუჩვენებაც გააჩნია, – არტერიულ წნევას ზრდის და ამიტომ, არ შეიძლება ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვის.


***


იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებული ინგრედიენტები ხელთ არ აღმოგაჩნდათ, ან წვენის მიღება ვერ მოასწარით და თავის ტკივილი დაგეწყოთ, შეგიძლიათ თავის მოსარჩენად (არა მარტო შაკიკის დროს) ეს უმარტივესი საშუალება გამოიყენოთ:

შაკიკის დროს ტკივილის მოსახსნელად, საჭიროა წარბებს შორის ყველაზე მგრძნობიარე წერტილის მოძებნა და მისი, წრიული მოძრაობით, მასაჟირება 1 წუთის მანძილზე. შედეგი მომენტალურად დგება: ტკივილი ქრება, ხდება შიდა ქალის და თვალის წნევების დარეგულირება. გარდა ამისა, უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია. შედეგად, თავის ტვინი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს იღებს, რაც თავის მხრივ, ტვინის გააქტიურებას და მისი სრული ძალით ამუშავებას იწვევს.

ამ მასაჟის შემდეგ, მცირდება სტრესის შემდგომი სიმპტომებიც, ხდება ძილის მოწესრიგება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰაიმორიტი ან სინუსიტი აწუხებს, – მასაჟი ლორწოს გამოდევნის პროცესს აუმჯობესებს და ცხვირის და შუბლის სინუსების ანთებისას, პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქებას იწვევს.

ადამიანისთვის, რომელსაც ხშირად აქვს შაკიკის შეტევა, დარღვეული აქვს ძილი ან უძილობა აწუხებს, – ეს მასაჟი, ნამდვილი შველაა, - ისევე როგორც, მაშველი რგოლი, წყალში ჩავარდნილისთვის!imageჯანმრთელობას გისურვებთ!!!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია
* 10 ბუნებრივი არომატი, რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე (სურნელი დიეტის ნაცვლად)

* 6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს

0
188
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0