x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„გუშინ დილით რეკავს ჩემი ტელეფონის მესენჯერი და სუნთქვაგახშირებული ზის ჩემი პატარა შვილი ერეკლე"
image

- გუშინ დილით რეკავს ჩემი ტელეფონის მესენჯერი და ატირებული და სუნთქვაგახშირებული ზის ჩემი პატარა შვილი ერეკლე.
9 წლისას 8 სექტემბერს შეასრულებს დედას მონატრება.
- დედა, იცი ამ დილით სიზმარში რომ დამესიზმრე?ვითომ ჩამოსულიყავი, ჩემთან ერთად ლოგინში გეძინა.... დეე!
მე ხელი მოვკიდე შენს გრძელ თმებს...ის მართალი თმები იყო, არ გჯერაა?მართლა გეუბნები, დედას გეფიცები დეე! რომ გამოვიღვიძე და არ იყავი, დავიწყე შენი ძებნა..ალბათ ადგა და სადღაც წავიდა მეთქი...
რას ეძებო?
მკითხეს, მარა არ ვუპასუხე.
იმიტო, რომ მე გეძებდი.
ხმა ვერ ამივიღე, ცრემლი მახრჩობდა მაგრამ ვაიმედებდი....დედა მე მალე ჩამოვალ-მეთქი.
მას ვჭირდები ყველაზე მეტად, მოგიკვდეს დედა.


– ისევ იმავე "გუშინ"ჩემი მეორე შვილი მარიამი მეუბნება, წელს აბიტურიენტია... დედა, მე უნდა მოვემზადო წელს, მინდა შენი შრომა დაგიფასო დეე! მინდა შენი გული გავახარო და ყველა ის ოცნება აგიხდინო, რაც ჩვენზე გაქვს გულში.
მადლობა დეე, რომ ეს სიტყვები მესმის-მეთქი, ვუპასუხე. უცებ ტირილი ვერ შევიკავე....ემოცია მაინც მერევა, ჩემზე ძლიერია, ნუ ტირი, დეე!
შენ ჩემი ყველაზე ლამაზი დედიკო ხარ, ჩემი მტირალა დედიკუნა.. თანამედროვე აზროვნების, ჭკვიანი, შეგნებული ჩემი დედა-ხატება ხარ, - მიპასუხა.


– ამას წინათ მირეკავს უფროსი შვილი კახა და მეუბნება, - დედა, უნდა "დავიქოქო უფრო მოშნად", რომ გადასახადი მინიმუმზე დავიყვანო. ის მეორე კურსის სტუდენტია.



(....საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის....)უნდა მოვძებნო სამუშაო, რომ ძალიან დაგაწვა ამდენი პრობლემა და ვაითუ დარდმა რამე დაგმართოს, ვერ გადავიტან....მიყურებს და მეუბნება, - დეე, თვალის ირგვლივ ნაოჭები გაგჩენია, დედა.
არ ვიცოდი, რა მეპასუხა:უბრალოდ სიამაყის შეგრძნებით ვისმენდი.
ცრემლიანი ამაყი თვალებით.


და ვუთხარი, - დე, კახა, მამათქვენს არა სცალია, ბევრი საქმეები აქვს და მარიამის შენ უნდა დაუდგე მხარში-მეთქი.
მან მოუძებნა ყველა ლექტორ მასწავლებელი, მიიყვანა. ფასზეც ის შეუთანხმდა...და მითხრა, - დედაა, არ ინეევიულო, იქნება ისე, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ.


მადლობელი ვარ უფლის, შვილები ღირსეულად რომ გამაზრდევინა....მომცა ძალა, რომ მათთვის ჯერ მეგობარი, მერე ფსიქოლოგი და მერე დედა ვყოფილიყავი....


"მე ომი მოვიგე! "
იმ იმედებით და ბრძოლით, რასაც "ფინალი"ოცნების ასრულება ჰქვია....და ეს ომი ისაა, რომ მე დავამარცხე "გარყვნილი ეპოქა",
დავამარცხე "მოდა", რასაც ჰქვია "გადაგვარებული თაობა."


ჩემი შვილები ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მათი აზროვნება ქართულია,
ტრადიციულია,
რელიგიურია,
საქართველოსთვის საჭირო ადამიანებად მინდა გავზარდო...
ღირსეულ ქართველებად..!


და რა არის ჩემი ცრემლის მიზეზი? ეს დედობრივი სიამაყის ცრემლია,
ეს სიხარულის ცრემლია,
ეს მონატრების ცრემლია,
ეს ემოციის ცრემლია,
ეს ომში გამარჯვებულის ცრემლია...!image

3
1810
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1810
  
2018, 8 სექტემბერი, 21:19
რუსების ბრალია რომ დაგვიქციეს ეკონომიკა და ქვეყანა ამდენი ომით და ოკუპაციით.
2018, 8 სექტემბერი, 13:31
ოხ...როგორ მატირეთ
0 1 3