x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საქართველომ აშშ-ს რუსი ჰაკერი გადასცა
image

საქართველო აშშ-ს გადასცა რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინი, რომელიც ამერიკის წინააღმდეგ გნხორციელებულ კიბერდანაშაულშია ბრალდებული.


ანდრეი ტიურინის ექსტრადირება ნიუ-იორკში 7 სექტემბერს განხორციელდა, ნათქვამია აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ტიურინს ბრალად ედება 2012-2015 წლებში "გლობალური ჰაკერული კამპანია", მათ შორის აშშ-ის ფინანსური სტრუქტურების, საბროკერო ფირმებისა და ფინანსურ საკითხებზე მომუშავე მედიასაშუალებების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერთავდასხმა.


ტიურინი მოქმედებდა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად, ორი მათგანი ისრაელის პოლიციამ დააკავა 2015 წელს და გადასცა აშშ-ს, კიდევ ერთი ჰაკერი ამერიკელებმა 2016 წელს აიყვანეს.


ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის პროკურორის, ჯეფრი ბერმანის განცხადებით 35 წლის ანდრეი ტიურინი გლობალური ჰაკერული კამპანიის მონაწილე იყო. მისი ქმედებების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა კი 80 მილიონ ადამიანს აღემატება. პროკურორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარეს, კერძოდ, გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ექსტრადირების პროცედურაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტიურინს 30 წლიანი პატიმრობა ელოდება, პირველი სასამართლო სხდომა 25 სექტემბერს არის დანიშნული.

0
97
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0