x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
რამდენად სწრაფად შეიძლება ადამიანი ველურად იქცეს თუკი მას ამის ნებას დავრთავთ
image


მარინა აბრამოვიჩმა 70-იან წლებში ექსპერიმენტი ჩაატარა: ერთ-ერთი საგამოფენო გალერეის წინ გაუნძრევლად დადგა 6 საათის განმავლობაში და წინ სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოები, ჩაქუჩით დაწყებული, პისტოლეტითა და აკვარელის საღებავით დამთარებული, დააწყო.

ნებისმიერ გამვლელს ეს ინსტრუმენტები შეეძლო აეღო და მარინასთვის ის გაეკეთებინა, რაც სურდა.


თავიდან ადამიანები მას მორიდებით ეკიდებოდნენ, აჩუქეს ვარდები, კოცნიდნენ, თუმცა მოგვიანებით ამ გასართობმა გაიტაცეს ადამიანები. მათ მარინას გახადეს, მოხატეს და იარებიც კი დაამჩნიეს, თან ხორხოცებდნენ. ექსპერიმენტი შეაჩერა დაცვამ იმის გამო, რომ ერთ-ერთმა "მოხალისემ" პისტოლეტი აიღო...



როდესაც მარინა საბოლოოდ იმ ხალხისკენ დაიძრა, ვინც მისით "ერთობოდა", ხალხი გასასვლელს მიაწყდა, როცა დაინახეს, რომ "ექსპონატი" გაცოცხლდა და აღარ იყო მათი სათამაშო...


"მე ერთი რამის ჩვენება მსურდა: გასაოცარია, რამდენად სწრაფად შეიძლება ადამიანი ველურად იქცეს, თუკი მას ამის ნებას დავრთავთ".


იმ საღამოს მარინამ შეამჩნია, რომ თმაში ჭაღარა მომატებოდა.


image

0
649
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0