x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მოულოდნელი გადაწყვეტილება:ინდოეთში ერთსქესიანთა კავშირი დააკანონეს
image

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის-მუხლი 377 ერთსქესიანთა კავშირზე, რომელიც ჯარიმას ან 10 წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.


ამ გადაწყვეტილებას მრავალმა უწოდა ისტორიული, ლგბტ-მოძრაობის მომხრეები სიხარულით ყიჟინებდნენ სასამართლოს შენობასთან.


"დანაშაულებრივი დევნა სექსუალურ კავშირისთვის-არარაციონალურია, არაკონსტიტუციური და ითვლება თვითნებობის გამოვლინებად"-აღნიშნა მოსამართლე დიპაკ მისრამ სასამართლოს სხდომაზე.


image

ერთსქესიანთა კავშირისთვის დანაშაულებრივი დევნა უზენაესმა სასამართლომ დელიში 2009 წელს გააუქმა, თუმცა კანონი ისევ აღდგა 2013 წელს, როდესაც გავლენიანმა პოლიტიკოსებმა, საზოგადო და რელიგიურმა ორგანიზაციებმა პეტიცია შეიტანეს ზემდგომ ორგანოში


მუხლი 377, რის მიხედვითაც ერთსქესიანთა კავშირი 10 წლიანი პატიმრობით ისჯებოდა ძალაში შევიდა 1861 წელს, როდესაც ინდოეთი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო.

ეს იყო ერთ-ერთი უძველესი კანონი მსოფლიოში ერთსქესიანთა ურთიერთობის შესახებ, ინდოეთი არ ჩქარობდა მის შეცვლას, მსხვილ ქალაქებში საზოგადოება დიდი ხანია ითხოვდა კანონის შეცვლას, თუმცა მთავრობა საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის განწყობას და სოფლის მოსახლეობის რეაქციას უფრთხოდა.


აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ლგბტ-საზოგადოება გამარჯვებას ზეიმობს.

image

სხვათა შორის1861 წელს მიღებული კანონი- მუხლი 377 არ ითვალისწინებდა დასჯას ლესბოსურ ურთიერთობისთვის, რადგან კანონის მიხედვით არ ხდებოდა შეღწევითი სქესობრივი აქტი.


0
148
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0