x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
შეყვარებულმა 6-ჯერ ესროლა გოგონას თავში, როდესაც გაიგო, რომ მეძავად მუშაობდა
imageმანამდე 23 წლის ტაილანდელმა გოგონამ მეძავობით ნაშოვნი ფულით იყიდა ავტომობილი და მკერდი გაიდიდა.



მისმა შეყვარებულმა გაიგო რა 23 წლის ნაფატორნ კანოკასემსოფონის ორმაგი ცხოვრების შესახებ, 6-ჯერ ესროლა იარაღი თავში.


გოგონას გვამი საკუთარ ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელიც კლიენტებიდან დაგროვილი თანხით იყიდა. როგორც გაირკვა, ნაფატორნი მეტსახელად "მედდა" სექს-მუშაკად მუშაობდა და რამდენიმე უცხოელი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგალითად, ერთ-ერთი ჰოლანდიელი კლინტი გოგონას ყოველთვიურად 700 £-ს ურიცხავდა, იუწყება გამოცემა The Sun-ი.

image


თაყვანისმცემლებისგან აღებული თანხით გოგონამ გაიდიდა მკერდი, ჩაიტარა კოსმეტიკური პროცედურები, იყიდა ბრენდული ტანსაცმელი და ახალი Honda Civic-ი, სადაც იპოვეს მისი გვამი.

image

გოგონას შეყვარებული, რომელსაც ნაფატორნი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა, გაცოფდა, როდესაც გაიგო მისი ფარული ცხოვრების შესახებ. ცხარე კამათის შემდეგ გოგონას ფარულად დასდევდა, საბოლოოდ კი, ვერაგულად მოკლა.

image

პოლიციამ მსხვერპლის ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ დაადგინა, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ბოიფრენდმა გოგონას შესთავაზა შეხვედრა, სმს-ში ეწერა, რომ თუ დათანხმდებოდა შეხვედრაზე, ეს იქნებოდა უკანასკნელი და ამის შემდეგ აღარასდროს შეაწუხებდა.

image

მკვლელობა დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა.

ნაფატრონს, რომელიც ქმართან გაყრილი იყო, ორი პატარა შვილი დარჩა.

0
396
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0