x
image
ინტერ-გოგონა
ერთი დღე ჩემი დღიურიდან
თვალი გავახილე თუ არა ფარდა გადავწიე, დღესაც წვიმს...image

დილიდანვე გამიფუჭდა ხასიათი...

მარტოობა და წვიმა ეს უკვე მეტისმეტია ჩემთვის.

ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა..


რა თქმა უნდა ჩემი სიხარული იყო.

– გაიღვიძე ძილისგუდა?

– ხო, ისევ წვიმს ჩვენთან..

– გადაიღებს.

– როდის?

– როცა მე ჩამოვალ და ჩაგეხუტები..

– ესე იგი უამინდობას უნდა ველოდოთ დასავლეთში...

– ნუ ბუტიაობ, მარტო ერთი შაბათ-კვირა მაპატიე.შენც ხომ იცი როგორ მინდა ეხლა შენთან..

– გაპატიე..

– არ მჯერა, გატყობ ბრაზობ...

– არა, მოწყენილი ვარ...წვიმის ბრალია.

– რა გაგამხიარულებს?

– შენი ნახვა.

– ჩემს გარდა?

– თევზები.

– რა?საიდან მოიტანე?

– ტელევიზორში უყურებ ეხლა იცი რა საყვარლები არიან?

– შენ ხარ საყვარელი...წავედი მე დღეს ვერ დაგირეკავ..

– რა?

– გაკოცე, არ გეწყინოს მიყვარხარ.

და ტელეფონიც გაითიშა...ესღა მაკლდა....მოწყენილობას სიბრაზე დაემატა უაზროდ დავხეტიალობდი ოთახებში, დროც ნელა გადიოდა..ტელეფონი კი დუმდა რაც უფრო მაგიჯებდა...

როგორც იქნა მოსაღამოვდა...და როგორც იქნა ჩემს ტელეფონზეც შემოვიდა სასურველი ზარი...

– როგორ ხარ სიხარულო?ისე მკითხა თითქოს მე მიმეტოვებინა მთელი დღე..

– არაფერს..

– არ გინდა მნახო?

– არა...

– არა?ამათ რომ ძალიან უნდათ შენი გაცნობა?

– ვის?

– ჩაიცვი და ამოდი ბაღში დაგელოდები...

– წვიმს დასველდები...

– გელოდები...

სიხარულისგან ყველაფერი გადამავიწყდა სწრაფად ჩავიცვი და დათქმული ადგილისკენ წავედი...ტაქსმა ბაღის კუთხეში გამიჩერა და ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს მეკითხება:"შვილო პატრონი არავინ გყავს?"მაგრამ არ შევიმჩიე მანქანიდან გადმოვედი თუ არა ბაღში შევედი...იმის მიუხედავად რომ უკვე ღამე იყო ლამპიონების შუქზე დავინახე ჩემი სიხარული და აკვარიუმში არხეინად მოთამაშე ოქროს თევზები..

მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სიყვარულს არ აქვს საზღვრები სიყვარული სიგიჟეა და ყველა შეყვარებული გიჟი...

ბედნიერი ვარ რომ ჩემი სიყვარულიც უსაზღვრო და შეუზღუდავია...

ჩემი დღიურიდან

ინტერ-გოგონა

image

16
293
12-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
293
  
2013, 22 ივლისი, 0:26
:*შენც ჩემო კარგო
2013, 22 ივლისი, 0:23
უფალმა გაბედნიეროთ.
2013, 22 ივლისი, 0:09
მადლობა...ბედნიერი ვარ რომ ამდენი ტკბილი მოგონება მაჩუქა..
2013, 22 ივლისი, 0:03
ისტორიაც კარგია და ნაწერიც.
2012, 21 დეკემბერი, 11:04
დამბურძგლა დედასგეფიცებიიიი:)
2012, 6 აგვისტო, 22:25
ვუფრთხილდები იმაზე მატადაც კი ვიდრე შესაძლებელია
2012, 6 აგვისტო, 22:25
მადლობთ გაიხარეეე..ჩემდა საბედნიეროდ ნამდვილია
2012, 6 აგვისტო, 21:56
კარგია რომ გიყვარს, მაგრამ რომ უყვარხარ-ეს უფრო მაგარია. გაუფრთხილდი მას
2012, 20 ივლისი, 16:59
ვაიმე რა მაგარია... ძალიან მომეწონაა +10000000000000
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10