x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
უკუსვლა ანუ დეგრადირება თანასწორუფლებიანობის ჭრილში
image


- ჯორჯ, რა ხმაურია გარეთ?


- კოპროფილების აღლუმია, სერ.


- ხო? და რას ითხოვენ?



- ისინი, მხოლოდ თანასწორუფლებიანობისთვის იბრძვიან, სერ.


- ვერ გავიგე. მათ ვინმე უკრძალავს განავლის ჭამას სახლში?


- არა, არა სერ. მათ მხოლოდ სახლში ჭამა არ სურთ. ისინი გამოდიან იმისთვის, რომ განავალი იყიდებოდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც, მაგალითად, გაჩერებებზე შეიძლებოდეს ჩვეულებრივ იყიდო ჯოხიანი განავალი, რესტორნებში კი უპრობლემოდ მოჰქონდეთ განავალი პოდნოსზე.


- კი, მაგრამ ეს ხომ გულის ამრევი და სრულიად არაბუნებრივია, ჯორჯ.


- რატომ, სერ? ეს ხომ თანდაყოლილია, ისინი ასეთებად დაიბადნენ და თავს ვერაფერს უხერხებენ. გარდა ამისა, ბუნებაშიც კოპროფილიის უამრავი მაგალითია. ძაღლები, ზღვის გოჭები, უამრავი ცხოველი აღიქვამს ამას ნორმალურ მოვლენად. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანსაც, როგორც ცხოველთა სამყაროს განუყოფელ ნაწილს, ეს შეეხო.


- ჯორჯ, თუ სწორად ვხვდები, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩემს საყვარელ კაფეში, მარწყვიან ნამცხვართან ერთად, გაყიდიან ჭიქებში ჩამოსხმულ განავალსაც?


- სრული სიმართლეა, სერ. კოპროფილები სრულიად ჩვეულებრივი ხალხია და აქვთ უფლება, სადილობისას დაუფარავად ჭამონ თავიანთი საყვარელი კერძი.


- ღმერთო ჩემო, მე იქვე გული ამერევა!


- სერ, რას კადრულობთ? ეს ხომ საშინელი არატოლერანტულობაა. რატომ არ უნდა იყიდებოდეს განავალი კაფეში, თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც მოსწონთ მისი ჭამა? ლიბერალიზმის ხანაში, როცა ადამიანები თავისუფლდებიან ზნეობისგან, წესრიგისგან და ილტვიან უკონტროლო თავისუფლებისკენ, თქვენ ამის გამო, მინიმუმ, დაგაჯარიმებენ და მაქსიმუმ - დაგიჭერენ. სხვათაშორის, სერ... ერთმა ცნობილმა ფსიქიატრმა თავის დროზე ასეთი რამ თქვა: "თუ თქვენ არ მოგწონთ კოპროფილები, დიდია იმის ალბათობა, რომ თავადაც იყოთ გაუმჟღავნებელი კოპროფილი".

თავს ვერ დავდებ ამ სიტყვების სიზუსტეზე, მაგრამ თქვენ მაინც დაუგდეთ ყური გულისთქმებს, ჩვენ ხომ აუცილებლად უნდა გვჯეროდეს ფსიქოლოგების, მათ ხომ ჩვენზე მეტი იციან, სერ. შეიძლება წინ ახალი აღმოჩენები გელოდოთ გემოვნებაში".

1
153
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
153
  
2018, 7 სექტემბერი, 8:28
ყოჩაღ ავტორს. ზოგ-ზოგიერთს რამე ხომ არ გენიშნათ?
0 1 1