x
გიორგი ჩაკვეტაძე: "ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებს ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დავეხმარე"
image
ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გოლისა და საგოლე გადაცემით ავტორმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა.

"ოფიციალურ თამაშში ჩემი პირველი გოლი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარე.

ახლა ლატვიასთან მატჩზე უნდა გადავერთვოთ, სადაც გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება და მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივარს, რომ სტადიონზე მოვიდეს", - აცხადებს ჩაკვეტაძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების დაპირისპირება 9 სექტემბერს, "დინამო არენაზე" შედგება.

1
34
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
34
  
2018, 6 სექტემბერი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1