x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სელენა გომესმა გულწრფელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ ჟურნალს. ვარსკვლავმა ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრა.

სულ ახლახან ამერიკულმა "ელი"-მ დააანონსა ოქტომბრის თვის ნომერი, რომლის გარეკანზეც მსახიობი და მომღერალი სელენა გომესია გამოსახული. ახალ ნომერში 26 წლის ვარსკვლავი გულწრფელ ინტერვიუს იძლევა და საუბრობს მის გრძნობებზე და ბოლოდროინდელ მოვლენებზე. ვინც თვალს ადევნებს სოციალურ ქსელებს, ადვილად შეამჩნევდა, რომ მომღერლის აქტიურობა საგრძნობლად შემცირდა. როგორც მან განაცხადა, ამ დროის განმალობაში იგი დაკავებული იყო უძრავი ქონების გაყიდვით, ხოლო სულ ახლახან ვარსკვლავი გადავიდა კალიფორნიის ერთ-ერთ მხარეში, სადაც თავს ბევრად კომფორტულად გრძნობს, ვიდრე ლოს-ანჯელესში.

"მე ვგრძნობ, რომ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში გაიოლებულია და მე თვითონ მიხარია ეს სიმარტივე. ეს ის არის, რაც სულ იყო ჩემში და ვინც სინამდვილეში ვარ. იცით, ყველაფერი თვითშეგნებაზეა დამოკიდებული, 26 წლამდე ხომ სულ სხვა ადამიანი ვიყავი. ახლა მე ჩემს ადგილზე ვარ, ბედნიერი".

"განა ყოველთვის ასე იყო? არა. მე ვცხოვრობდი ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდი, ვაკეთებდი იმას, რასაც სხვები ელოდნენ ჩემგან. რა თქმა უნდა, მე მიყვარს მატერიალური ნივთები, მიყვარს კომფორტი, თუმცა ეს ყველაფერი აღარ წარმოადგენს ჩემთვის ნამდვილ ქონებას."

image

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯუნა ზაქარაძე
ჯუნა ზაქარაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0