x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დაწყევლილი რეისი: უცნობი ვირუსი და კარანტინი თვითმფრინავში
imageდაწყევლილი რეისი: ნიუ-იორკის აეროპორტში ემირატების თვითმფრინავზე, რომელიც დუბაიდან გაფრინდა, ასამდე ადამიანი დაინფიცირდა უცნობი ინფექციით. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა NewsWeek-ი.

თვითმფრინავმა აფრიკიდან უცნობი ინფექცია მოიტანა, ასი მგზავრი ჩაკეტილი ჰყავთ ბორტზე ნიუ-იორკის აეროპორტში.

თვითმფრინავზე იმყოფებოდა 521 მგზავრი. ფრენის დროს დაახლოებით ასმა მგზავრმა შეუძლოდ იგრძნო თავი. ამჟამად, თვითმფრინავი იმყოფება კარანტინის ქვეშ უცნობი ინფექციის მკვეთრი გამოვლენის გამო. მგზავრები უჩიოდნენ მაღალ ტემპერატურას და ხველას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლისთანავე რეისი სასწრაფოდ მოათავსეს კარანტინში, მგზავრებს არ მისცეს თვითმფრინავის დატოვების საშუალება. თვითმფრინავი აეროპორტის შორეულ მხარეს გაიყვანეს, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს შეეძლო მისვლა.


ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, რომ ჯერ კიდევ აფრენამდე შეამჩნია ავადმყოფი მგზავრები და "სტიუარდესას" სთხოვა ნიღაბი, მაგრამ ბორტზე ნიღაბი არ აღმოაჩნდათ.

საიდუმლო ინფექციის სახეობა, რომელმაც სწრაფად დააინფიცირა ათობით ადამიანი, უცნობია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება იყოს გრიპი. საქმე იმაშია, რომ თვითმფრინავი შეჩერდა მექაში, სადაც ახლა გრიპის დაავადების ეპიდემია მძვინვარებს. მგზავრებს უახლოეს მომავალში გაუწევენ სამედიცინო დახმარებას.

ამავე დროს, სოციალური ქსელებში წერენ ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ჯანმრთელები. მგზავრები უკმაყოფილონი არიან, რომ თვითმფრინავის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

0
262
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0