x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აი რატომაა ხრახნილლულიან იარაღებში ტყვიის დიამეტრი ლულის კალიბრზე დიდი

image ბევრმა არ იცის ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ - იარაღის ლულის არხის დიამეტრი და ტყვიის დიამეტრი სულაც არაა ერთი ზომის, ანუ მათი დიამეტრი განსხვავებულია.
საუბარია ხრახნილლულიან იარაღებზე. მაგალითისათვის ავიღოთ სნაიპერული შაშხანა "СВД", მისი კალიბრია 7, 62 მილიმეტრი, ხოლო ვაზნა - 7, 62х54 მილიმეტრი. ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ! თუ ჩვენ მიკრომზომით გავზომავთ აღნიშნული სნაიპერული შაშხანის ტყვიის დიამეტრს, მივიღებთ შემდეგ ციფრებს - 7, 92 მილიმეტრს.
ისმევა ბუნებრივი კითხვა - რატომაა ლულის არხის დიამეტრზე დიდი ტყვიის დიამეტრი!
საქმის არსი კი შემდეგშია:
image დავაკვირდეთ ხრახნილულიანი იარაღის ლულის ჭრილს
image
ლულას შეიძლება ჰქონდეს ხრახნი 3, 5 ან თუნდაც 10, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა აქვს იარაღის კალიბრს - ესაა მანძილი არა უშუალოდ ხრახნებს შორის, არამედ ესაა მანძილი ლულის ველებს შორის, როგორც ეს ნახაზზეა მოცემული.
ტყვიის დიამეტრი რომ ყოფილიყო ზუსტად 7, 62 მილიმეტრი დიამეტრის, მაშინ ტყვია მჭიდროდ ჩაჯდებოდა ლულის ველებს შორის, მაგრამ ის არ შეეხებოდა ლულის ხრახნებს, ამ შემთხვევაში კი დენთის აირების წვით გამოწვეული წნევა მიაწვებოდა არა ტყვიას, არამედ ტყვიასა და ხრახნს შორის დარჩენილ მცირე ღრიჭოებში გავიდოდა და შესაბამისად, ტყვია ვერ აკრეფდა საწყის სიჩქარეს, ტყვია ვერ შეინარჩუნებდა ვერც დარტყმით ძალას და ვერც შორ მანძილზე ფრენის სიჩქარეს.
ნებისმიერმა სამხედრომ და თუნდაც მონადირემ, წესით, უნდა იცოდეს, რომ ნაკლები იმპულსი უდრის ტყვიის ფრენის დაბალ სიჩქარეს, რაც მკვეთრად დააგდებდა ტყვიის გამტარუნარიანობას.

და მაინც რაშია საიდუმლო?
საქმე შემდეგშია: ხრახნებს შორის დაშორება ტოლია დაახლოებით 7, 925 მილიმეტრის აღნიშნულ იარაღზე! ანუ ლულის დიამეტრი ხრახნებს შორის პრაქტიკულად ტყვიის დიამეტრის ტოლია.
ჩნდება ლოგიკური კითხვა: ტყვია, რომლის დიამეტრია
7, 92მილიმეტრი, როგორ გადის ლულის არხში, რომლის დიამეტრი 7, 62მილიმეტრია?

პასუხი ასეთია: ტყვიის მყარი გული მოთავსებულია მსუბუქი მეტალის გარსში, რომელიც დამზადებულია ტყვიის და სპილენძის შენადნობით.
გასროლისას მსუბუქი მეტალი ეჯახება ლულის ხრახნებს და იღებს წრიული ფორმის ნაცვლად ხრახნსა და ლულას შორის დარჩენილი მანძილის ფორმას. ასეთ შემთხვევაში კი დენთის აფეთქებით წარმოქმნილი აირები აწვება ტყვიას უდანაკარგოდ, რადგან ტყვიასა და ლულას შორის არ რჩება თავისუფალი ღარი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ტყვიის გვერდის ავლით აირის გამოდევნა.
და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მოყვანილია "СВД"-ს სნაიპერული შაშხანა და ვაზნები 7, 62х54. ყოველივე ზომოთ ჩამოთვლილი ეხება ასევე ნებისმიერ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც ხრახნილი ლულა გააჩნია, იქნება АК-74, М-16, G-36, Barrett M82, მაყუჩიანი"Винторез"-ი და ასე შემდეგ.
ასე, რომ ტყვიის დიამეტრი ნებისმიერ შემთხვევაში უფრო დიდია, ვიდრე იარაღის კალიბრი.


0
388
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0