x
image
თორ ნიკე
Mediator image
პედოფილიის გლობალური პრობლემა ისლამურ სამყაროში

ნადა ალ-აჰდალი


არაბულ ქვეყნებში არასრულწლოვან, პატარა გოგონებზე სექსუალური ძალადობა მამა-პაპათა ტრადიციაა, რომელსაც მუსლიმური კულტის მსახურნი გააფთრებით იცავენ. მაგრამ ნახეთ რამხელა ღირსებაა ამ პატარა გოგონაში... რამხელა სითამამე - შეებრძოლოს მახინჯ ადათს!

ორი სიტყვით მოგითხრობთ ნადა ალ-აჰდალის ისტორიას: 10 წლის ასაკში მას მშობლებმა გათხოვება დაუპირეს. გოგონა ბიძის დახმარებით სახლიდან გაიქცა და Youtube -ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მიმართავს დედას: "რა დაგიშავე, რომ ცხოვრებას მინგრევ?! განა ცუდი შვილი ვიყავი შენთვის?! მე პატარა ბავშვი ვარ! მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე გამათხოვო!

ამის მერე ნადა ალ-აჰდალის იემენის ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც მისი ოპონენტი არც მეტი არც ნაკლები - ისლამის მსახური სასულიერო პირი გახლდათ... იმამი 10 წლის ბავშვს დაუპისრისპირდა დებატებში და სიმართლის პირისპირ მწარედ წააგო, ხოლო თავისი ნამდვილი არსი და ბუნება, რელიგიის და დრომოჭმული ტრადიციების გადახედვის აუცილებლობა ყველა საღად მოაზროვნეს ნათლად დაანახა.




გთავაზობთ ქართულად ნათარგმნ ტექსტს შემოკლებით:

ჟურნალისტი: რამდენი წლის იყავი როდესაც გათხოვება დაგიპირეს?

ნადა: 10 წლის.

ჟურნალისტი: რამდენი წლის იყო ის კაცი, ვისთვისაც უნდა მიეთხოვებინეთ?

ნადა: 26 წლის.

ჟურნალისტი: როდესაც გითხრეს, რომ გათხოვებას გიპირებდნენ, რა იცოდი მაშინ ქორწინების შესახებ, რა ინფორმაცია გქონდა?

ნადა: მათ მითხრეს, რომ ეს თამაშია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს შენ მოსამსახურედ გაქცევს და იმაზე უფრო დიდ ტვირთს გადებს მხრებზე, ვიდრე ამის ზიდვა შეგიძლია."

ჟურნალისტი: შენმა მშობლებმა გითხრეს, რომ ქორწინება თამაშია?

ნადა: დიახ.

ჟურნალისტი: იცი რა თანხა გადაუხადა საქმრომ შენს მშობლებს?

ნადა: დიახ.

ჟურნალისტი: რამდენი?

ნადა: 2000 $


ამ დროს შემოდის ეგვიპტელი მუსლიმი "სასულიერო პირი" - შეიხი აბუ იაჰია და იგი განმარტავს:

"არის განსხვავება შეთანხმებით ქორწინებასა და კონსუმირებულ ქორწინებას შორის (ანუ როდესაც ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს). შეთანხმებით ქორწინება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან შეიძლება მოხდეს. როდესაც გოგონა დაიბადა და პირველად ჩაისუნთქა ჰაერი, მის მეურვეს, და ეს მხოლოდ გოგონას მამა შეიძლება რომ იყოს - ამასთან დაკავშირებით არსებობს სრული კონსენსუსი ისლამურ სამყაროში - აქვს უფლება ახალდაბადებული გოგონა გაათხოვოს. ეს არის საყოველთაოდ მიღებული ჩვეულება და შესაძლოა ჩემი ბებიები და ბაბუები და თქვენი ბებიები და ბაბუები ასე დაქორწინდნენ. ბიჭს ინახავენ გოგოსთვის და პირიქით."

ჟურნალისტი: და რომელ ასაკშია გოგონა მზად ქორწინებისთვის?

შეიხი აბუ იაჰია: სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარადაა. გოგონაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი 9 წლის ასაკშია მზად, ზოგიერთი კი 25 წლის ასაკშიც კი არ არის.

ჟურნალისტი: თუ თქვენ გყავთ ქალიშვილი, რომელსაც ქალური წელი (განიცადა მენარხე - პირველი თვიური) 9 წლის ასაკში დაეწყო?...

შეიხი აბუ იაჰია: მე მას უეჭველად გავათხოვებ, თუ მას ქალური წესი დაეწყო.

ჟურნალისტი: გაათხოვებთ?!

შეიხი აბუ იაჰია: რადგან ამბობთ, რომ ქალური წესი დაეწყო, ესეიგი კი.


გადაცემის ბოლოს ნადამ განაცხადა: "ჩემი ბოლო სიტყვები მიმართულია არაბული სამყაროს მიმართ - იმედია ყველა გოგონა გააკეთებს იმას, რაც მე გავაკეთე! მაგრამ არავინაა, ვინც მათ დაეხმარება. იმედია, რომ შეიქმნება ორგანიზაცია და მერე 90% გოგონებისა გათავისუფლდებიან (იძულებითი ქორწინების ტრადიციისგან). ასე იქნება, თუ იარსებებს ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებს დაიცავს და არ იმოქმედებს მათს საწინააღმდეგოდ. ასეთმა ორგანიზაციამ უნდა დაიცვას ბავშვები ყველაფრისაგან, არა მარტო ადრეული ქორწინებისგან. აი ეს არის ყველაფერი, რაც მინდოდა, რომ მეთქვა."


unicef -ის 2000-იანი წლებიდან 2018 წლამდე ყოველდღე საშუალოდ 33, 000 (ოცდაცამეტი ათასი) არასრულწლოვანი გოგონა ქორწინდება სრულწლოვან მუსლიმ კაცებზე ისლამურ სამყაროში.




ასევე დაგაინტერესებთ:

1) მუსტაფა ქემალ ათათურქი - კაცი, რომელმაც თურქეთი შარიათისგან იხსნა

2) ქალთა დისკრიმინაცია ისლამში

3) ისლამი - მშვიდობის რელიგია თუ თავად ტერორიზმი?

4) ისლამი და პედოფილია

5) ალაჰი - მთვარის წარმართული ღმერთის სახელი

6) დონალდ ტრამპის ლექსი მიგრანტების შესახებ

7) გერთ ვაილდერსი - ნაციონალიზმის აღმავლობა დასავლეთ ევროპაში

8) ავღანელმა მიგრანტებმა ფრანგი გოგო სასტიკად სცემეს ხალვათად ჩაცმულობის გამო

9) საქართველოს მოქალაქეობის მიღება რთულდება

10) ევროპული ნაციონალიზმი კვლავ ძლიერდება

11) მუჰამედის მიერ გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლები

12) ისლამური შარიათი ანუ ისლამური კანონმდებლობა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


7
432
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
432
  
2022, 6 თებერვალი, 21:42
ყურანი მუჰამედს ასახელებს, როგორც მისაბაძ ადამიანს ყველა მუსლიმისთვის:
"ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვის ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებს ალლაჰს!" (ყურანი 33:21);
"და ჭეშმარიტად, შენ ადგახარ უმაღლეს ზნეობას!" (ყურანი 68:4) - ასე მიმართავს ალლაჰი მუჰამედს;
ისლამური თეოლოგიის მიხედვით ყურანი ალლაჰის პირდაპირი სიტყვებია და ეს სიტყვები არ არის მორგებული რომელიმე კონკრეტული დროის ან ეპოქის მორალს, არამედ აქტუალური და ჭეშმარიტია ყველა დროში და ყოველ ადგილას.
მუჰამედი იყო 53 წლის და აიშა იყო 6 წლის როდესაც ის დაქორწინდა მასზე. და სექსუალური კავშირი დაამყარა მასთან 3 წლის შემდეგ ანუ როდესაც მუჰამედი იყო 56 წლის და აიშა იყო 9 წლის და ჯერ კიდევ თოჯინებით თამაშობდა.
აიათოლა რუჰოლა ჰომეინიმ, რომელმაც დააფუძნა ირანის ისლამური რესპუბლიკა 1979 წელს ურჩია ირანის მოსახლეობას (დაწერა თავის ნაშრომში "Manual of the Islamic law") - "მშობლებო, ნუ მოასწრებთ თქვენს ქალიშვილებს რომ ნახონ თავიანთი პირველი სისხლი (იგივე მენარხე - პირველი მესტრუაცია) ისე, რომ ისინი უკვე გათხოვილები არ იყვნენ"-ო. თავად მან ცოლად მოიყვანა 10 წლის ბავშვი, როდესაც თავად იყო 38 წლის.

▶ ყურანი (სურა 65:4) - თქვენს ქალთაგან, რომელთაც ქალთაწესი (მენსტრუაცია) აღარ აქვთ, თუ დაეჭვდებით დადგენილი ვადის თაობაზე, ვადა სამი თვეა, როგორც იმათთვის ვისაც ქალთაწესი (მენსტრუაცია) ჯერ არ ჰქონია. და ორსულებისთვის, მათი ვადა არის მანამ, სანამ ბავშვებს არ გააჩენენ. ხოლო ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას საქმეში სიადვილეს.
▶ "მოთხრობილია აიშას მიერ: რომ წინასწარმეტყველმა ცოლად შეირთო იგი, როდესაც ის ექვსი წლის იყო და მან დაასრულა მისი ქორწინება (ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა), როდესაც ის ცხრა წლის იყო და შემდეგ იგი დარჩა მასთან ცხრა წლის განმავლობაში (ე.ი. მუჰამედის სიკვდილამდე). (საჰიჰ ბუხარი / ტომი 7 / წიგნი 62 / ჰადისი 64);
2022, 6 თებერვალი, 21:42
▶ "მოთხრობილია აიშას მიერ: რომ წინასწარმეტყველმა ცოლად შეირთო იგი, როდესაც ის ექვსი წლის იყო და მან განასრულა მისი ქორწინება (დაკავდა მასთან სექსით), როდესაც ის ცხრა წლის იყო. ჰიშამმა თქვა: მე შემატყობინეს, რომ აიშა დარჩა წინასწარმეტყველთან ცხრა წლის განმავლობაში (ე.ი. მუჰამედის სიკვდილამდე)." (საჰიჰ ბუხარი / წიგნი 67 / ჰადისი 70);
▶ „მოთხრობილია ურვას მიერ: წინასწარმეტყველმა დაწერა (საქორწინო კონტრაქტი) აიშასთან, როდესაც ის ექვსი წლის იყო და განასრულა მისი ქორწინება (ჰქონდა სქესობრივი კავშირი), როცა ის ცხრა წლის იყო და ცხრა წელი დარჩა მასთან (მუჰამედის სიკვდილამდე). " (საჰიჰ ბუხარი / ტომი 7 / წიგნი 62 / ჰადისი 88);
▶ „მოთხრობილია აიშას მიერ: წინასწარმეტყველზე დავინიშნე, როცა ექვსი წლის ვიყავი. ჩვენ წავედით მედინაში და დავრჩით ბანი-ალ-ჰარით ბინ ხაზრაჯის სახლში. შემდეგ ავად გავხდი და თმა გამცვივდა. მოგვიანებით თმა კვლავ გამეზარდა და დედაჩემი უმ რუმანი მოვიდა ჩემთან, როცა ჩემს რამდენიმე მეგობარ გოგოსთან ერთად საქანელაზე ვთამაშობდი, მან დამიძახა და მე მისკენ წავედი, არ ვიცოდი, რა უნდოდა ჩემგან. ხელი მომკიდა და სახლის კარებთან დამაყენა, მაშინ სუნთქვა შემეკრა და სუნთქვა რომ გამომისწორდა, წყალი აიღო და სახეზე და თავზე შემასხა, მერე სახლში შემიყვანა. სახლში დავინახე რამდენიმე ანსარი ქალი, რომლებმაც მითხრეს: "საუკეთესო სურვილები, ალლაჰის კურთხევა და წარმატებები." შემდეგ მან მიანდო მათ ჩემი თავი და მათაც მომამზადეს (ქორწინებისთვის). მოულოდნელად ალლაჰის მოციქული მოვიდა ჩემთან შუადღისას და დედაჩემმა მას მისცა ჩემი თავი და იმ დროს ცხრა წლის გოგონა ვიყავი“. (საჰიჰ ბუხარი, ტომი 5, წიგნი 58, ნომერი 234);
2022, 6 თებერვალი, 21:41
▶ „მოთხრობილია ჰიშამის მამის მიერ: ხადიჯა მოკვდა სამი წლით ადრე, სანამ წინასწარმეტყველი მედინაში წავიდოდა. ის იქ დარჩა დაახლოებით ორი წელი და შემდეგ დაქორწინდა აიშაზე, როდესაც ის ექვსი წლის გოგონა იყო და მან ეს ქორწინება განასრულა, როდესაც ის (აიშა) იყო ცხრა წლის“. (საჰიჰ ბუხარი, ტომი 5, წიგნი 58, ნომერი 236);
▶ "მოთხრობილია აიშას მიერ: ალლაჰის მოციქულმა ცოლად მომიყვანა, როცა ექვსი წლის ვიყავი და მის სახლში შემიყვანეს, როცა ცხრა წლის ვიყავი." (საჰიჰ მუსლიმი, წიგნი 008, ნომერი 3310);
▶ "მოთხრობილია აიშას მიერ, რომ ალლაჰის მოციქულმა ცოლად შეირთო იგი, როდესაც ის შვიდი წლის იყო, და ის თავის სახლში წაიყვანეს პატარძლად, როდესაც ის ცხრა წლის იყო და მისი თოჯინები ჯერ კიდევ თან ჰქონდა; და როდესაც ის (მუჰამედი) გარდაიცვალა, ის (აიშა) თვრამეტი წლის იყო. (საჰიჰ მუსლიმი, წიგნი 008, ნომერი 3311);
▶ „აიშა ამბობდა: მე წინასწარმეტყველის თანდასწრებით თოჯინებით ვთამაშობდი ხოლმე და ჩემი მეგობრებიც თამაშობდნენ ჩემთან ერთად. როცა ალლაჰის მოციქული შემოდიოდა (ჩემს საცხოვრებელ ადგილას) ჩემი მეგობრები იმალებოდნენ, მაგრამ წინასწარმეტყველი მოუწოდებდა მათ შეერთებოდნენ კვლავ თამაშს და ეთამაშათ ჩემთან ერთად. (თოჯინებითა და მსგავსი გამოსახულებებით თამაში ისლამში მკაცრად აკრძალულია, მაგრამ აიშასთვის დაშვებული იყო იმ დროს, რადგან ის პატარა გოგონა იყო, ჯერ არ მიეღწია სქესობრივი მომწიფებისთვის, არ ჰქონდა მენარხე.) (ფათჰ-ულ-ბარი გვერდი 143, ტ.13)“ (საჰიჰ ბუხარი ტომი 8, წიგნი 73, ნომერი 151);
▶ საჰიჰ მუსლიმი, წიგნი 8, თავი 10: ნებადართულია მამისთვის შვილის ხელის გაცემა.
2022, 6 თებერვალი, 21:41
The Quran names Muhammad as a role model for all Muslims:
"There has certainly been for you in the Messenger of Allah an excellent pattern for anyone whose hope is in Allah and the Last Day and [who] remembers Allah often." (Quran 33:21);
"And indeed, you (Muhammad) are of a great moral character" (Quran 68:4);

According to Islamic theology, the Quran is the direct words of Allah and these words are not adapted to the morals of any particular time or era, but are relevant and true at all times and in all places.
Muhammad was 53 years old and Aisha was 6 years old when she married him. And had sexual intercourse with him 3 years later i.e. when Muhammad was 56 years old and Aisha was 9 years old and was still playing with dolls.
Ayatollah Ruhollah Khomeini, who founded the Islamic Republic of Iran in 1979, advised the people of Iran (wrote in his Manual of the Islamic law) - "Parents, do not let your daughters see their first blood (The first menstruation) so that they They were no longer married. " He married with a 10-year-old child when He himself was 38 years old.
2022, 6 თებერვალი, 21:40
▶ "There has certainly been for you in the Messenger of Allah an excellent pattern for anyone whose hope is in Allah and the Last Day and [who] remembers Allah often." (Surat Al-'Ahzab [33:21]
▶ Quran (Surat 65:4) - "And those who no longer expect menstruation among your women - if you doubt, then their period is three months, and [also for] those who have not menstruated. And for those who are pregnant, their term is until they give birth. And whoever fears Allah - He will make for him of his matter ease."
another translation: "As for those of your wives who do not hope to have menses, should you have any doubts, their term shall be three months, and for those [as well] who have not yet had menses. As for those who are pregnant, their term shall be until they deliver. And whoever is wary of Allah, He shall grant him ease in his affairs."
▶ "Narrated `Aisha: that the Prophet married her when she was six years old and he consummated his marriage when she was nine years old, and then she remained with him for nine years (i.e., till his death)." (Sahih Bukhari / Volume 7 / Book 62 / Hadith 64);
2022, 6 თებერვალი, 21:40
▶ "Narrated `Aisha: that the Prophet married her when she was six years old and he consummated his marriage when she was nine years old. Hisham said: I have been informed that `Aisha remained with the Prophet for nine years (i.e. till his death)." (Sahih Bukhari / Book 67 / Hadith 70);
▶ "Narrated 'Urwa: The Prophet wrote the (marriage contract) with `Aisha while she was six years old and consummated his marriage with her while she was nine years old and she remained with him for nine years (i.e. till his death)." (Sahih Bukhari / Volume 7 / Book 62 / Hadith 88);
▶ "Narrated Aisha: The Prophet engaged me when I was a girl of six (years). We went to Medina and stayed at the home of Bani-al-Harith bin Khazraj. Then I got ill and my hair fell down. Later on my hair grew (again) and my mother, Um Ruman, came to me while I was playing in a swing with some of my girl friends. She called me, and I went to her, not knowing what she wanted to do to me. She caught me by the hand and made me stand at the door of the house. I was breathless then, and when my breathing became Allright, she took some water and rubbed my face and head with it. Then she took me into the house. There in the house I saw some Ansari women who said, "Best wishes and Allah's Blessing and a good luck." Then she entrusted me to them and they prepared me (for the marriage). Unexpectedly Allah's Apostle came to me in the forenoon and my mother handed me over to him, and at that time I was a girl of nine years of age." (Sahih bukhari, volume 5, book 58, number 234);
2022, 6 თებერვალი, 21:40
▶ "Narrated Hisham's father: Khadija died three years before the Prophet departed to Medina. He stayed there for two years or so and then he married 'Aisha when she was a girl of six years of age, and he consumed that marriage when she was nine years old." (Sahih bukhari, volume 5, book 58, number 236);
▶ "A'isha reported: Allah's Apostle married me when I was six years old, and I was admitted to his house when I was nine years old." (Sahih Muslim, Book 008, Number 3310);
▶ "A'isha reported that Allah's Apostle married her when she was seven years old, and he was taken to his house as a bride when she was nine, and her dolls were with her; and when he (Muhammad) died she was eighteen years old. (Sahih Muslim Book 008, Number 3311);
▶ "Narrated `Aisha: I used to play with the dolls in the presence of the Prophet, and my girl friends also used to play with me. When Allah's Messenger used to enter (my dwelling place) they used to hide themselves, but the Prophet would call them to join and play with me. (The playing with the dolls and similar images is forbidden, but it was allowed for `Aisha at that time, as she was a little girl, not yet reached the age of puberty.) (Fath-ul-Bari page 143, Vol.13)" (Sahih Bukhari Volume 8, Book 73, Number 151);
▶ Sahih Muslim, book 8, chapter 10: It is permissible for the father to give the hand of his daughter in marriage even she is not fully grown up.
0 1 7