x
image
რუსუდან ნადირაშვილი
11 ოქტომბერს ინტერნეტი მსოფლიო მასშტაბით შეფერხებით იმუშავებს - მიზეზი რეაბილიტაციაა

image


ინტერნეტის მომხმარებლები 11 ოქტომბერს ქსელის მუშაობაში შესაძლოა პრობლემას წააწყდნენ, რადგან "პირველად ისტორიაში" იცვლება კრიპტოგრაფიკული გასაღები (KSK). ამის შესახებ ინფორმაციას დომეინის სახელებისა და IP-მისამართების რეგულაციის კორპორაცია ICANN-ი ავრცელებს.

.

კორპორაციაში აცხადებენ, რომ KSK-ს შეცვლის შედეგი მინიმალური იქნება, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა პრობლემა გაუჩნდეს დომეინის სახელების აკრეფისას. 48 საათის განმავლობაში, გასაღების განახლების შემდეგ, ისინი მიიღებენ გზავნილს ფორმით - server failure ან SERVFAIL.


.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 11 ოქტომბერი - ეს წინასწარი თარიღია და მას ჯერ კიდევ სჭირდება რატიფიცირება.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0