x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პირველი მსოფლიო ომის ყველაზე საშინელი იარაღი შემზარავი ხმით და შედეგით

image

თითქმის ყველამ ვიცით, რომ პირველი მსოფლიო ომი იქცა ახალი სახეობის იარაღების და ტექნიკის გამოყენების პოლიგონად.
თუ ბევრმა იარაღის სახეობამ ვერ გამოიჩინა თავი ეფექტურობით და საიმედოობით, ბევრმა – პირიქით. თუნდაც ბრძოლის ველზე გამოყვანილი ტანკები ავიღოთ მაგალითისათვის.
შეიარაღების ზოგიერთმა სახეობამ კი იმდენად საშინელი ეფექტურობით გამოიჩინა თავი, სამუზეუმო ექსპონატებიც კი შიშს იწვევს დამთვალიერებლებში.
საუბარი მაქვს პირველ საავიაციო ბომბზე "ფლეშეტზე", რომლის შიგთავსი პანიკას იწვევდა მოწინააღმდეგეებში. იგი წარმოადგენდა 15-20 სანტიმეტრი სიგრძის და 1 სანტიმეტრი დიამეტრის ისარს წამახული წვეტით, ხოლო ბოლო კი ჯვრის ფორმის იყო, ვარდნისას მისი სტაბილიზაციისათვის.
აღნიშნული საავიაციო ბომბი პირველად შეიქმნა საფრანგეთში, მაგრამ ის განსაკუთრებით შეიყვარეს გერმანელებმა.
გერმანელებმა "ფლეშეტების" გამოყენების ახალი და მარტივი ხერხი გამონახეს – ყუთებში ჩააწყვეს და თვითმფრინავის ფიუზელაჟზე დაკიდეს.
მექანიკური ბერკეტის დახმარებით გერმანელი მფრინავები უსაფრთხო სიმაღლეზე ასვლის მერე ყუთებს აგდებდნენ მოწინააღმდეგის პოზიციებზე.
ყუთი ცაშივე იხსნებოდა და მისი შიგთავსი საშინელი სტვენის ხმით ეცემოდა მოწინააღმდეგის კავალერიას და ქვეითებს.
წამახულთავიანი ისრების მიერ გამოცემული ხმა ცხენებს ისე აშინებდა, მხედრის მიერ უმართავი ხდებოდა.
ხოლო ჩამოყრილი "ფლეშეტები" მხედარსაც და ცხენსაც ანადგურებდა.
აღნიშნული იარაღი პანიკურ შიშს იწვევდა მისი მოქმედების ზონის გარეთ მოხვედრილ მებრძოლებშიც.
ჩამოყრის მერე თავისუფალი ვარდნისას "ფლეშეტი" კრეფდა საკმაოდ მაღალ კინეტიკურ ენერგიას და მარტივად შეეძლო გაეხვრიტა 10-15 სანტიმეტრის სისქის ხეც, იმ პერიოდის მებრძოლთა ჩაფხუტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რადგან "ფლეშეტი" იოლად ხვრეტდა.
იმდენად საზარელ სურათს ტოვებდა ბრძოლის ველზე თვითმფრინავიდან ჩამოყრილი "ფლეშეტები, "თავად გერმანელ პილოტებსაც არ უყვარდათ აღნიშნული იარაღი.
შეტევითი ხასიათის ბრძოლების პოციზიურ ბრძოლებზე გადასვლამ მნიშვნელოვნად შეამცირა "ფლეშეტების" გამოყენების ეფექტურობა პირველ მსოფლიო ომში.
მებრძოლებმა ისწავლეს ბლინდაჟებში თავის შეფარება, "ფლეშეტების" სტვენის ხმის გაგონებისთანავე.
თუმცა "ფლეშეტებმა" ფართო გამოყენება პოვა რუსეთში, სამოქალაქო ომის დროს. რუსებმა კარგად შეისწავლეს ფრანგული "ფლეშეტის" წარმოების ტექნოლოგია და მისი წარმოება დაიწყეს, გამოიყენებოდა ეფექტურად სამოქალაქო ომის დროს.
მოგვიანებით "ფლეშეტმა" ადგილი დაიმკვიდრა აშშ-ს და რუსეთის საარტილერიო ჭურვების შიგთავსში. აღნიშნულ ჭურვებს ეფექტურად შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა ღია ადგილებში, საბრძოლო მოქმედებებისას.
შეიძლება ითქვას, რომ "ფლეშეტმა" დაუდო სათავე კასეტურ ბომბებს.
imageimageimage სადღეისოდ, საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია კასეტური ბომბების და საარტილერიო ჭურვების გამოყენება "ნემსების" შიგთავსით, თუმცა 2008 წელს რუსული საოკუპაციო არმია აქტიურად იყენებდა კასეტურ საავიაციო ბომბებს ქართული შენაერთების წინააღმდეგ.




0
830
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0