x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სეზონის მოდური პალტოები ქალებისთვის
პალტო შემოდგომა-ზამთრის გარდერობში შეუცვლელია. მისი საშუალებით ელეგანტური იერსახის შექმნაა შესაძლებელი.

სტილისტების თქმით, 2018 წელი ნამდვილი გარღვევაა სამოსის ამ სეგმენტში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დიზაინერები თავს არ ზოგავენ და მთელ კრეატიულობას ამჟღავნებენ პალტოების სხვადასხვა ვარიანტების შესაქმნელად.

image

1. კვლავ ტრენდულია კლასიკური მოდელი V-ს მაგვარი საყელოთი.


image

2. ასევე მოდურია ე.წ. ორბორტიანი პალტოები დიდი ღილებით და გაშლილი, მუხლს ქვემოთ სიგრძის მოდელები, რომლებიც კაბას წააგავს.

image

3. მოდაშია კლასიკური პალტოები სხვადასხვა ელემენტებით.

image

4. ამ სეზონზე აქცენტი საყელოზე კეთდება. სწორედ მასზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, ერკვევით თუ არა მოდაში. საყელო მთელ ფონზე უნდა გამოირჩეოდეს ფერით, ფორმითა თუ დეკორის ელემენტით.

საუკეთესო ვარიანტია, როცა საყელოს ფერი პალტოს ფერისგან განსხვავებულია.

image

5. ამ სეზონზე ტვიდი კვლავ პოპულარობის პიკზეა.

image

6. მოდაშია ყვითელი ფერი და ღია ყავისფერი.

image

7. კლასიკა კვლავ უკონკურენტოა. მსგავს პალტოში უბრალოდ შესანიშნავი იქნებით.

image

8. ასიმეტრიული აჭრა საშუალებას იძლევა ფიგურის ნაკლოვანებები დაფაროთ. ამ სეზონზე კი ასიმეტრიას პირიქით, შესანიღბავი კი არა, ქალის სხეულისადმი ყურადღების მიპყრობის დანიშნულება აქვს.

image

9. თუ კვლავაც მოდურ ფერებზე შევჩერდებით, Pantone-ის სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღება წითელზე შევაჩეროთ. წითლის სხვა შეფერილობები დაგეხმარებიან ასევე, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყოთ.

image

10. და კიდევ რამდენიმე მოდური ვარიანტი

image

11. სპეციალისტების თქმით, დაბრაწული პურის ქერქისფერი შეფერილობა ყველა ქალს მოუხდება, განურჩევლად ასაკისა. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ფასონი.

image

12. და ისევ ტვიდი!

image

13. რაც შეეხება მასალას, მოდის უამრავმა სახლმა გლუვი, ლაქირებული და პრინტიანი ტყავი გამოიყენა, თუმცა ასეთი უჩვეულო მასალის შემთხვევაში სამოსის დიზაინი მაქსიმალურად სადა და კლასიკური უნდა იყოს.

image

14. არც ერთ მოდურ ჩვენებას არ ჩაუვლია მოსასხამის, პალანტინისა და პონჩოს გარეშე, თუმცა დიზაინერებმა 2018 წლის მოდურ ტრენდად პალტო-კეიპი დაასახელეს, რომელიც დახვეწილობითა და ქალურობით გამოირჩევა.image

0
345
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0