x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მე ვარ ამაყი რომ ვარ ჩეჩენი
image


მე ვარ ამაყი, რომ ვარ ჩეჩენი

და მიდუღს სისხლი კავკასიური,

ჩვენი მშობლები გმირებად გვზრდიან


და არ გვჩვევია უკან დახევა.


ახარებს ტოლსა და გულსა

ბრძოლის ველების დაკეცვა,

ალაზნის პირას გაზრდილი

მგელი არ იშლის მგლობასა.


რა ტკბილია და რა მწარე

სიმართლისათვის სიკვდილი,

არც კი მაცადეს ისე გამწირეს,

ისე გამიღეს მიწის კარები.


მთანი და ბარი ტირიან

"დედისერთაო ვიცოდით",

მთვარემაც ზურგი მაქცია

სულ დამიბნელა თვალები.


ერთიღა მახსოვს, მუხანათ ღამეს

სიზმარში დედას ვეფერებოდი,

არც რომ იმაზე იფიქრეს

დედის ერთაც რომ ვიყავი.


გულზე მეწერა "პანკისი"

სულში კი სიყვარულია,

ბედად მხვდა უბედურება

მიწით ამივსეს თვალები.


ვეღარც აქ ვიდებ ბინასა

გული მიკვნესის ტიალი,

როგორი ძნელი ყოფილა

შვილზე ტირილი მშობლისა.


დამნატრდა ხარ-ლაღივითა

ჩემი სწორების დანახვა,

და ჩემი სახლი და კარი

უჩემოდ გამოკეტილი.


რა დროს მამისწრო ტყვიამა,

მამას ვერც დავემშვიდობე,

ან მეთქვა მართალი ვიყავ

ძალას მივცემდი ტიალი.


არც მკითხეს, არც მიპასუხეს

იქნებ სიყვარულს მწირავდნენ

არ დამაცადეს სიცოცხლე,

რომ ოცი გადამეხადა.


კარგ კაცობაზე დამდგარსა,

არც მათქმევინეს სიმართლე,

ცად აფრენილი ცოდვები

ბუმერანგივით მიუვათ.


ვერ გავახარე მშობლები

ჩემი ცოლ-შვილის ცქერითა

ძნელია გვერდს რომ არ გიდგას

შვილი მამისა სწორია.


ნატვრაც თან წამყვა ოხერი

ძმამ უფრო იცის ძმისაო,

მშობლებს ვაბარებ სწორებსა

ეგ არის ჩვენი წესიო.


არ მოკლებოდეს თან დგომა,

როგორც ჭირს, ისე ლხინშია,

არ აგრძნობინოთ შვილ-მკვდრობა,

ყურანზე დამეფიცენით.


ძნელია სულ მოლოდინი

სულ მუდამ ცქერა გზისაო,

მაგრამ ვიფიცავ ჩემს ალაჰს,

აქედან დაგეხმარებით.


ხშირადაც მოგევლინებით

ხშირად სიზმარშიც მოვალო,

ჩვენს მტრებს კი არ გავახარებთ,

როგორც ვაჟკაცის წესია.


მიწაში დავაჟკაცება,

ვაი, რა ძნელი ყოფილა,

აქა წევს ბევრი მებრძოლი

რკინის მკვნეტელი შიშანი.


მამას ანდერძად ვუტოვებ

არ მოიხაროს მხრებშიო,

ყველა ვაჟკაცმა მიმიღო,

როგორც თემირლან გმირიო.


მგელი არ იშლის მგლობასა,

ხომ იცით ჩეჩნის წესია,

არ მოგვიშალოს ალაჰმა

ერთურთის დგომა მხარშიო.



ავტორი: ნატო ჩოფიკაშვილი.

2018 წელი.

29
467
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
467
  
2018, 8 სექტემბერი, 14:29
შიში იმისა რომ ზუსტად არ იცი. როცა გეგონა რაღაც სინათლე და სხვა სინათლე გამოჩნდა – ესე ბევრი სიმართლის მსგავში შეხედულება დაგიგროვდა – მთლიანად (მყარად) კი არც ერთის არ გჯერა.
რაც შეეხება შიშის აუცილებლობას შეიძლება შენი შეხედულებებით მართალიც იყო (ეს ადამიანურია), მართლაც არის ხანდახან შიში საჭირო, მაგრამ შიში მხოლოდ გაფერხებს „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“. მე კი გეტყვი იმას რომ შიშით თვით სინათლეც კი არ შეიცნობა, შიშით არც ერთი სიმართლე არ გაგენდობა და შიშით არც ერთი ცოდნა არ გაიხსნება.
2018, 8 სექტემბერი, 0:20
შიში რის მიმართ? კონკრეტულად?
ზოგადად შიში აუცილებელია.
2018, 7 სექტემბერი, 22:58
სამწუხაროა ეგრე რომ ფიქრობ. მიუხედავად შენი დღევანდელი ფიქრისა, შიშისა და გაურკვევლობისა ზუსტად ვიცი რომ სინათლესთან მოხვალ.
2018, 7 სექტემბერი, 15:02
ეხლა დავწერე როგორც არის და ამხელა კომენტარი მოანდომე ჩემს გაორებაზე, რადიკალობაზე, მაგრამ ლიბერალებზე უფრო ლიბერალობაზე და დანარჩენი ნახევარი ქართველობის არაკონგლომერატს მიხსნი...
ტერმინი ქართველი არის კრებითი სახელი ხალხების რომელიც თავს შეიძლება არც თვლის ქართველად, მაგრამ "ის სეპარატისტია" :დ ხო ქართველები ზურმუხტის დაფებს არ კითხულობენ რადგან ქართველი ქრისტიანია და თანაც მართლმადიდებელი - სხვანაირად არ გამოდის ქართველობა.
მეტის ახსნას აზრი არ აქვს, ყველაფერი რომ დაინახო სუბიექტური არ უნდა იყო!
2018, 7 სექტემბერი, 12:08
არ გეწყინოს მაგრამ არ დაფიქრებულხარ რომ იქნებ ძალიან ბევრს უყურებ ზურმუხტის ფილებს და იმიტომ გახდი ზურმუხტისთვალება.
როცა შემხვდება ხოლმე შენი კომენტარები ვცდილობ წავიკითხო და სულ ვფიქრობ რატომ არის შენში ეს გაორება? ხან ქვეტექსტებით ისეთი რადიკალი ხარ და ხან ლიბერალებზე უფრო ლიბერალი. უბრალოდ ორივეგან ძალიან უკიდურესობისკე იხრები და თან შენაგანად ბოლომდე არც ერთის გჯერა და არც მეორის. (ეგებ ვცდები). რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შორის პირობითად გენეტიკურ განსხვავებას როგორც შენ ამბობ არასწორია. მთლიანად უნდა გადახედო ამ გენეტიკურ შემადგენლობებს უბრალოდ სადღაც რომელიღაც მეტია და სადღაც რომელიღაც ნაკლები – ორივე მხარე გენების ერთგვაროვნობით არის აწყობილი უბრალოდ კიდევ ვიმეორებ საღაც მეტი სადღაც ნაკლები. შენ თუ მაინც და მაინც გაყოფა გინდა გაყავი არც ეს არის პრობლება (შენც ამიტომ ხარ გაორებული ალბათ). კიდევ უარესსაც გეტყვი არის თეორია რომ კიდევ არის მესამე ჯგუფი რომელიც შეიძლება ქართული იყოს და შეიძლება მეოთხეც აღმოჩნდეს ჯერ ჩვენთან სამარხების გენეტიკური ფუნდამენტური კვლევა არ ჩატარებულა – ის რაც ჩატარდა ისიც დასავლეთის დაინტერესებაა – თავად მათ ჭირდებოდათ (და ინდივიდუალური ინტერესი კიდევ). ქართველობა და კონგლომერატი სხვადასხვა რაღაც არის – ქართველები შეგროვებულები არ არიან – ქართველები ერთნი არიან – უბრალოდ ისევე უგუნურობით და გაუნათლებლობით ძალად ვცდილობთ გავიყოთ და დავიყოთ. ამ თემაში ვერ შევთანხმდებით.
ზოგზოგიერთები რომ დავწერე მანდ მარტო შენ არ მიგულისხმიხარ – კომენტარში ვეცადე სხვებისთვისაც მეპასუხა რაღაც საკითხებზე, ასე რომ ტყუილად მიიღე მხოლოდ საკუთარ თავზე.
უგუნურობა, გაუნათლებლობა და .... მართალია, გეთანხმები უმეტესობა ამით ცდილობს საკუთარი სიბეცე დამალოს მაგრამ როცა მე ვამბობ ამას – ზუსტად ვიცი რას ვამბობ.
და მთავარი – ხო მე ვარ თვითმყოფადი ერი!
2018, 7 სექტემბერი, 4:44
ვინ არის ქართული ძალა, რა ჯგუფია? მარშზე ვწერ მე და მგონი განსხვავდება ქართული მარში და ქართული ძალა ერთმანეთისგან...
2018, 7 სექტემბერი, 4:43
მორიგი.... :(
ალბად კომენტარის ავტორმა არ იცის რომ "ქართველობა" კონგლომერატია და ამ მიწაზე მცხოვრები სხვადასხვა ხალხების კრებითი სახელია... მაშინ მიპასუხე: რატომ არ ემთხვევა დასავლეთის ქართველობის და აღმოსავლეთ ქართველობის "დნმ" ერთმანეთს? რატომ არიან სხვადასხვა ჰაპლო ჯგუფების?
"ზოგზოგიერთებ"–ის სახელი მომართვა არაა საჭირო, მე დავწერე ის სიმართლე რაც შენ უარყავი გაუნათლებლობის ბრალდებით... ყველა ხომ განათლების და უცოდინრობის სახელით ამყარებს თავის ვითომ ჭეშმარიტებას..
ხოო ესეც არაა ლექსი - უფრო გულის ძახილია. რაც არის კარგი კია და...
ჰოო, ეგრე თუ გავაგრძელეთ "ჩვენ ვართ თვითმყოფადი ერი მარტო" რაც ვართ კიდევ უფრო შევცოტავდებით და ვიყოთ ასე, დავილიოთ და გამოვიფიტოთ... ცალკე რიგი სხვა ინსტიტუციები გამოგვფიტავენ, ცალე ფუჭი დოგმები და ლეგენდები...
ნუ მესიანიზმი ეგრე მარტივად არ მარცხდება ნებით, ვიდრე საშუალება ექნება მესიანიზმს იქამდე იცოცხლებს თავს - ამისთვის საჭიროა ძალა, ძალაა ძალადობრივი მეთოდებით ბრბოთა მახსოვრობის ორგანოდან ამოშლა ამ მარგინალი იდეოლოგიის...
2018, 7 სექტემბერი, 0:48
ცოტა ვრცლად დავწერ და იმედია ყურადღებით წაიკითხავთ წამკითხავები.
პირველ რიგში ამბავი სამწუხაროა როგორც ადამიანური ფაქტორი მაგრამ ჩვენ ეხლა სახელმწიფოზე ვსაუბრობთ – სახელმწიფოსთვის ვინც საშიშროებას წარმოადგენს (თუ წარმოადგენს) ყველა სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ეხლა რაც შეეხება აქ დაწერილ კომენტარებს – ზოგიერთმა მემგონი არ იცის რას ნიშნავს ქართველობა! საკუთარი ქვეყანა და ხალხი ძალიან ბეჩავებად ნუ წარმოგიდგენიათ და ნუ აჰყვებით იმ სხვათა ფანატიზმს რომ თურმე კავკასიაში ვინმე ჩვენზე მეტი ვაჟკაცი ცხოვრობს. ეს გაუნათლებლობის ბრალია, უვიცობის და სიბეცის – მთელი საქართველოს ახალგაზრდობაში მოდაში შემოვიდა „ლეზგინკას“ ცეკვა არადა იმდენი ქართული სრულყოფილი ცეკვა არის რომ გაგიჟდება ადამიანი. ვიღაცას გონია რომ ჩეჩნები მგლები ან ტურები არიან და მერე რა მგლები უნდა იყვნენ კიდეც მე ხომ მგლების არ მეშინია! სამწუხაროა რომ ეს ყოველივე უცოდინარობის ბრალია და აქამდე მივედით. ყველამ დაიმახსოვრეთ რომ კავკასიაში არის ერთი თვითმყოფადი ერი „ქართველი“ და სხვა ყველა ხალხები მისი ნაწილები არია (გარდა მცირე არმენებისა და ალანებისა – ისინი შემოხიზნული ხახებია რომლებმაც რამოდენიმე ქართულ ტომზე გავლენა მოიპოვეს და დღეს გვებევრებიან). ხოდა ადვილად ნუ იტყვით რომ ვინმე სჯობია ქართველს! რაც შეეხება მარშებს და მისნაირ ვითომ პარტიოტულ ორგანიზაციებს ისინ (მათი ლიდერები) უბრალო ჯამბაზები არიან როცა ფუნდამენტურ ქართულ ტრადიციებზე ლაპარაკობენ, უბრალო მაიმუნები არიან როცა ესე აბუჩად იგდებენ და აგდებინებენ ქართულ ფასეულობებს მოწინააღმდეგეს. მინიმუმ შეგრცხვესთ მაინც და დავით აღმაშენებლის დროშას ნუ ეხებით. ხო ხედავთ დრომ და უკუღმართობამ როგორ დაგვაშორა ქართველები ჩრდილო კავკასიას და ხან მტრებად გვეკიდებიან და ხან მტრები გვგონია ამიტომ აქ ვინც დავრჩით ისენი მაინც ნუღარ იკამათებთ ელემენტარულზე. ჩვენც უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან და მთელი კავკასია უნდა ამოვათრიოთ ამ სიბნელიდან და ჭაობიდან. რაც შეეხება ლექსს – ლექსი მხოლოდ ხელოვნურად დაძაბული სიტყვების გროვა არ არის ლექსი სხვა რამეა, ეს ლექსი არ არის არანაირად – არ აქვს რიტმი, რითმი, მოტივი და სხვა...
2018, 6 სექტემბერი, 20:40
შეგიძლია მიზეზი დამისახელო თუ რატომ არის ქართული ძალა მაგალითად მოსაშთობი?
2018, 6 სექტემბერი, 20:29
მგლების სახელით არც მე მივმართავ ყველა ვაინახს მაგრამ გულში ხომ ვიცი რომ ამ თაობის ქართველებზე ბევრად მგლები არიან ვაინახები. რა მნიშვნელობა აქვს მგელს დაუძახებ თუ არა?
ქართული მარში დესტრუქტიული მოძრაობაა, მე ქართველს მხოლოდ 24 საათი რომ ჩამაბარონ აბსოლუტური ძალაუფლება მაგ მარშის წევრებს აღმაშენებლისეულ სასჯელს მივუსჯიდი. ეგ "ძალა" მოსაშთობია...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10