x
image
რუსუდან ნადირაშვილი
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 51 ტესტი დაემატა
image


მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა. ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობის ასაღებად განკუთვნილ ტესტებს ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები უკვე დაამატა.


"ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.



ახალი ტესტები სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა", - წერია შსს-ს განცხადებში.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0