x
image
თორ ნიკე
Mediator image
ძვ.წ. XV - ძვ.წ. VIII საუკუნის მსოფლიოს უდიდესი ომები

ძვ.წ. მე-8 საუკუნის მსოფლიოს უდიდესი ომები


ძვ.წ. 1493 - 1479 წწ. - ეგვიპტის ფარაონის - თუტმოს II-ის საომარი კამპანიები.


ძვ.წ. 1457 - 1428 წწ. - ეგვიპტის ფარაონის - თუტმოს III-ის საომარი კამპანიები.


ძვ.წ. 1457 - 1436 წწ. - თუტმოს III-ის სირიული კამპანიები - ეგვიპტის ფარაონმა ერთმანეთის მიყოლებით, ისე, რომ ამ წლების განმავლობაში წელი არ გამოუტოვებია, აწარმოა სირიული საომარი კამპანიები - სულ 17 (ჩვიდმეტი) დიდი სირიული კამპანია.



თუტმოს III


ძვ.წ. 1430 - 1200 წწ. - კასკას ლაშქრობა ჰიტიტების იმპერიაში, სადაც იმარჯვებს ჰიტიტების იმპერია და ამარცხებს კასკას, აზი-ჰაიასას და მუშქების კოალიციას.


ძვ.წ. 1429 - 1428 წწ. - თუტმოს III-ის ნუბიური კამპანია, სადაც ეგვიპტის იმპერია ამარცხებს ნუბიას.


ძვ.წ. 1400 წ. - 10 მეფის ომი, სადაც თრცუ-ბჰარატა იმარჯვებს მეფეთა კოალიციაზე, რომელშიც ერთიანდებოდნენ ალინა, ანუ, ბრიგუსი, ბალანასი, დასა, დრუჰიუსი, მაციას სამეფო, სპარსელები, პურუ და პანისი.


ძვ.წ. 1315 წ. - არზავას აჯანყება, სადაც ის იმარჯვებს აჰიიავასთან ერთად და ამარცხებს ჰიტიტების იმპერიას.


ძვ.წ. 1279 - 1213 წწ. - ეგვიპტის ფარაონის - რამზეს II-ს ომები.


რამზეს II - სახის რეკონსტრუქცია


ძვ.წ. 1278 წ. - ომი შერდენის ზღვის მეკობრეების წინააღმდეგ. რამზეს II-ს ომების ნაწილი. სადაც იმარჯვებს ეგვიპტე და ამარცხებს შარდანა ლუკას და შეკელეშის ხალხებს.


ძვ.წ. 1276 - 1275 წწ. - რამზეს II-ს პირველი სირიული კამპანია.


ძვ.წ. 1270 - რამზეს II-ს მეორე სირიული კამპანია.


ძვ.წ. 1270 - 1269 წწ. - რამზეს II-ს მოგვიანებითი საომარი კამპანია სირიაში.


ძვ.წ. 1260 წ. - რამზეს II-ს საომარი კამპანია ნუბიაში. ეგვიპტე ამარცხებს ნუბიას.


ძვ.წ. 1260 - 1255 წწ. - პიიამა-რადუს აჯანყება, სადაც აჰიივა ამარცხებს ჰიტიტების იმპერიას.


ძვ.წ. 1260 - 1180 წწ. - ტროას ომი, სადაც მიკენელები და სპარტელები (ბერძნები) დაუპირისპირდნენ ტროელ იბერებს და დაამარცხეს ისინი.



ძვ.წ. 1250 წ. - რამზეს II-ს ლაშქრობა ლიბიაში, სადაც იმარჯვებს ეგვიპტე ლიბიაზე.


ძვ.წ. 1237 წ. - ნიჰრიას ომი, სადაც ასირიამ დაამარცხა ჰიტიტების იმპერია.


ძვ.წ. 1206 - 1150 წწ. - ძველი ბრინჯაოს ერის კოლაფსი.


ძვ.წ. 1190 წ. - უგარიტის განადგურება. ნაწილი ძველი ბრინჯაოს ერის კოლაფსისა, სადაც გაიმარჯვა ფაქტობრივად ზღვის ხალხებმა და უგარიტი დამარცხდა.


ძვ.წ. 1175 წ. - ნილოსის დელტას ომი. ნაწილი ძველი ბრინჯაოს ერის კოლაფსისა, სადაც იმარჯვებს ეგვიპტე ზღვის ხალხებზე.


ძვ.წ. 1118 წ. - დიაოხისა და ასირიის ომი, სადაც ასირიამ დაამარცხა დიაოხის ქართველური სამეფო.


დიაოხელი მეომარი


ძვ.წ. 1110 წ. - ბაბილონის ომი ელამთან, სადაც ბაბილონმა დაამარცხა ელამი.


ძვ.წ. 1046 წ. - შანგ-ჭოუს ომი, სადაც იმარჯვებს ჭოუს აჯანყებული ჯარები და ამარცხებს შანგის დინასტიას.


ძვ.წ. 1042 - 1039 წწ. - სამი მცველის აჯანყება, სადაც გაიმარჯვა ჭოუს მეფე ჩენგმა. კაის მეთაურ შუ დუზე.


ძვ.წ. 854 - 846 - ასირიის იმპერიის მიერ არამის დაპყრობა.


ძვ.წ. 757 - 723 წწ. - კოლხეთის სამეფოს მიერ დიაოხის სამეფოს დაპყრობა.


ძვ.წ. 740 - 720 წწ. - I მესენიეური ომი, სადაც სპარტამ დაამარცხა მესენია.


ძვ.წ. 736 - 732 წწ. - სირიულ-ეფრაიმიტული ომი, სადაც ასირიის იმპერიამ და იუდეის სამეფომ დაამარხეს არამისა და ისრაელის სამეფოს გაერთიანებული ჯარები.


ძვ.წ. 732 - 721 წწ. - ნუბიის სამეფოს მიერ შუა და ქვემო ეგვიპტის დალაშქვრა, სადაც ნუბიამ თავის ორ მოკავშირესთან ერთად - ზემო ეგვიპტესა და ჰერმოპოლისთან ერთად, მოახერხა და დაამარცხა შუა და ქვემო ეგვიპტის გაერთიანებული ჯარები.


ძვ.წ. 725 წ. - კოლხურ-სკვითური ომები, სადაც იმარჯვებს კოლხეთის სამეფო სკვითებისა და კიმერიელების გაერთიანებულ ჯარებზე.


კოლხი მეომარი


ძვ.წ. 722 - 481 წწ. - ომები ჩინეთის ე.წ. გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებისა, სადაც მთავარი ჩინური სახელმწიფოების კოალიცია (ჰანი, ვეი, ჭაო, ქინი, ჩუ, ქი და იანი) ამარცხებს უფრო მომცრო ჩინურ სახელმწიფოთა კოალიციას.


ძვ.წ. 714 - 706 წწ. - ურარტუ-სირიული ომები, სადაც ნეო-ასირიული იმპერია ამარცხებს ურარტუს.


ძვ.წ. 710 - 650 წწ. - ლელანტინის ომი, სადაც ერიტრეამ და მისმა მოკავშირეემა დაამარცხეს კალხისი და მისი მოკავშირეები.


ძვ.წ. 703 - 689 წწ. - სენახერიბის ომი ბაბილონთან, სადაც ნეო-ასურულმა იმპერიამ დაამარცხა ბაბილონიის, ქალდეის არამეელების და ელაის გაერთიანებული ჯარები.


ძვ.წ. 701 წ. - სენახერიბის საომარი კამპანია იუდეაში, სადაც გაიმარჯვა კუშიტურმა ეგვიპტემ და იუდეას სამეფომ და დაამარცხეს ნეო-ასურული იმპერია.



ასევე დაგაინტერესებთ:


1) ძვ.წ. VII საუკუნის ომები

2) ძვ.წ. VI საუკუნის ომები

3) ძვ.წ. V საუკუნის ომები

4) ძვ.წ. IV საუკუნის ომები

5) ძვ.წ. III საუკუნის ომები

6) ძვ.წ. II საუკუნის ომები

7) ძვ.წ. I საუკუნის ომები

8) I საუკუნის ომები

9) II საუკუნის ომები

10) III საუკუნის ომები

11) IV საუკუნის ომები

12) V საუკუნის ომები

13) VI საუკუნის ომები

14) VII საუკუნის ომები

15) VIII საუკუნის ომები

16) IX საუკუნის ომები

17) X საუკუნის ომები

18) XI საუკუნის ომები

19) XII საუკუნის ომები

20) XIII საუკუნის ომები

21) XIV საუკუნის ომები

22) XV საუკუნის პირველი ნახევრის ომები

23) XV საუკუნის მეორე ნახევრის ომები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
421
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0